nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ქათამი ბულიონიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ მარილი. ხახვი წვრილად დავჭრათ, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში ან ერბოში. დავამატოთ პურის ფქვილი და 3-4 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ქათმის ბულიონი წამოვადუღოთ და ხშირ-ხშირად ვურიოთ. ცალკე ჭურჭელში გავთქვიფოთ იმდენი კვერცხი რამდენ კაცზეც არის გათვალისწინებული ბულიონი და ნელა ჩავუშვათ წვენში, თან გამუდმებით ვურიოთ როგორც შევამჩნევთ რომ ადუღებას აპირებს, ჩავამატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი. სუფრაზე მიტანისას თეფშზე დავაწყოთ დაჭრილი ხორცი და დავასხათ ჩიხირთმა.

მასალა:

ქათამი

ხახვი-4ავი

კვერცხი-5-6 ცალი

ქინძი-3 ძირი

პურის ფქვილი-2სუფრის კოვზი

ძმარი,მარილი-გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka