სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ, როგორც ზევით არის აღწერილი. ღორის ღვიძლს დავამატოთ დაახლოებით მისი წონის მეოთხედი მსუქანი ღორის ხორცი, დავჭრათ წვრილად, ერთი წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში, შემდეგ გავწუროთ, ჩავყაროთ ღრმა ტაფაში და თავის სიმსუქნეში მოვშუშოთ. როდესაც მზად იქნება, გადმოვდგათ და შევაზავოთ ხახვით, ნივრით, კოწახურით, ხმელი სუნელით, მარილით, დაფქული შავი პილპილით. ყველაფერი ეს კარგად ავუროთ, ჩავდოთ გასუფთავებულ ღორის ნაწლავებში და თავები მოვუკრათ. ამრიგად შემზადებული კუპატი შევწვათ ტაფაზე; როცა ყველა მხრიდან საკმარისად ქნება გაწითლებული, სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ხახვი. ცალკე მივიტანოთ ტყემლის საწებელი.

მასალა:

ღორის ღვიძლი – 4 კილოგრამი

ღორის მსუქანი ხორცი – 1 კილოგრამი

ხახვი – 5-6 თავი

ნიორი – 1 თავი

ნაწლავები – რამდენიც დასჭირდება

ხმელი სუნელი, მარილი, პილპილი, კოწახური – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 745 times by 392 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka