სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ბადრიჯანი სიგრძეზე ჩავჭრათ ისე, რომ ერთმანეთს არ მოშორდეს; წვრილად დაჭრილ დუმას მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვათავსოთ ბადრიჯანში.

ცხვრის ბარკალი, ბეჭი, ან გვერდის ნაჭერი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავდოთ ტაფაზე, შემოვუწყოთ გამზადებული ბადრიჯანი, პამიდორი, ალყად დაჭრილი ხახვი და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. შეწვის დროს ხორცს დროგამოშვებით დავასხათ მისგანვე მიღებული წვენი. როცა ხორცი შეიწვება, გამოვიღოთ ღუმელიდან, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, დავალაგოთ ლანგარზე, მოვასხათ მისივე წვენი, გარშემო შემოვუწყოთ შემწვარი კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

მასალა:

ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი

პამიდორი – 8 ცალი

ბადრიჯანი – 10 ცალი

დუმა – 100 გრამი

ხახვი – 2-3 თავი

ოხრახუში, მარილი, პლპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 673 times by 329 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka