სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ძროხის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი და ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევაზავოთ მარილით, პილპილით, სხვადასხვა მწვანილებით (ქინძი, რეჰანი, ქონდარი, ტარხუნა, კამა), მოხარშული ბრინჯით და კარგად ავზილოთ.

კომბოსტოს თავი სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, ცავდოთ ადუღებულ წყალში და გავთუთქოთ. თითოეულ გათუთქულ კომბოსტოს ფოთოლში შევახვიოთ მომზადებული ხორცის გუფთები (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი), ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ბულიონი, ან ცოტა წყალი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული პამიდორი (ტომატი ან პიურე) და დავდგათ მოსახარშად. როცა მზად იქნება, ამოვალაგოთ ლანგარზე და ზედ თავისივე წვენი დავასხათ.

მასალა:

ძროხის, ან ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი

ხახვი – 4-5 თავი

კომბოსტო – 1 თავი

პამიდორი – 1 კილოგრამი

მწვანილი – 2-2 ძირი

ბრინჯი – 1 ჩაის ჭიქა

ბულიონი, ან წყალი – 2 ჭიქა

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 599 times by 308 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka