სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ცივი მარილწყლით მოვზილოთ ჩვეულებრივი მაგარი ცომი. მოვამზადოთ გულსართი შემდეგნაირად: მსუქანი ცხვრის და ღორის ხორცის რბილი ნაჭრები ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად. შევაზავოთ დაკეპილი ოხრახუშით, ქინძით, შავი პილპილით, მარილით; დავზილოთ და გავაზავოთ წყლით. როდესაც გულსართი მზად იქნება, ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ თანაბარი ზომის რგოლები, შუა ადგილზე დავაწყოთ თითო კოვზი გულსართი, მოვუკრათ პირი ისე, როგორც ზევით არის აღწერილი და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. დუღილის დროს ქვაბი ვატრიალოთ, რომ ძირზე არ მიიკრას. როცა მზად იქნება ხინკალი ამოვალაგოთ ქაფქირით და სუფრაზე მივიტანოთ დანაყილ პილპილთან ერთად.

მასალა:

ღორის ან ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი

ფქვილი – 1 კილოგრამი

ხახვი – 4-5 თავი

მწვანილი – 3-4 ძირი

კვერცხი – 2 ცალი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Views Counter v.0.10 Viewed 709 times by 359 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka