ცომის მომზადების წესი იხ. კარტოფილის ხინკალის რეცეპტში (ზემოთ).
გულსართის მომზადების წესი: დაკონსერვებული სოკო გადაწურეთ საწურზე, მოასხით ცხელი წყალი, როცა დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში ან სამარხვო კარაქში. შეურიეთ დაჭრილი სოკო და მოშუშეთ ხახვთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, აურიეთ კარგად, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
მოზელილი ცომი გააბრტყელეთ. ჭიქით ამოჭერით რგოლები. თითოეული რგოლი სათითაოდ გააბრტყელეთ, მოათავსეთ სოკოს გულსართი და თავი მოუკარით (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ). გამზადებული ხინკალი მდუღარე მარილწყალში ჩააწყვეთ და მოხარშეთ.
შეგიძლიათ გამზადებული ხინკალი მაცივრის საყინულეში გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ (ასევე შეიძლება კარტოფილის ხინკალიც).
მასალა:
წყალი – 0,5 ლ.
ფქვილი – 1 კგ.
მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
სოკო – 800-1000 გ. (1 ქილა)
ზეთი ან სამარხვო კარაქი – 100 გ.
მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით
….
წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm







