ადრენალინური სისტემა

არჩილ შენგელია. ჰისტოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011

ადრენალინური სისტემა – ხერხემლიანთა ენდოკრინული სისტემის ნაწილი; შედგება მიკრო და მაკროსკოპიული ქრომაფინული უჯრედებისგან, რომლებიც გამოიმუშავებენ და სისხლში გამოყოფენ ადრენალინსა და ნორადრენალინს. ადრენალინური სისტემის  უჯრედები ადვილად იღებებიან ქრომმჟავით, სწორედ ამიტომ ეწოდებათ ქრომაფინული უჯრედები. ქრომაფინული უჯრედები ყველაზე დიდი რაოდენობით თირკმელზედა ჯირკვლების ტვინოვან ნივთიერებაშია. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც (ლათ: ad – თანმდევი +  геп – თირკმელი).

Share this...Share on Facebook
Facebook