ადრენერგეტიკული ნერვული სისტემა

არჩილ შენგელია. ჰისტოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011

ადრენერგეტიკული ნერვული სისტემა – პოსტგანგლიური ვეგეტატიური ნერვული ბოჭკოების ერთობლიობა, რომელთა დაბოლოებები გამოყოფს ადრენალინსა და ნორადრენალინს. ადრენერგეტიკულ ნერვულ სისტემას მიეკუთვნება სიმპათიკური ბოჭკოები (გარდა საოფლე ჯირკვლებისა და შესაძლოა, საშვილოსნოს მაინერვირებელისა).

Share this...Share on Facebook
Facebook