აკროსომა

არჩილ შენგელია. ჰისტოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011

აკროსომა acrosoma, atis, n (ბერძნ: acros – ზედა, უკიდურესი + soma – სხეული) – გარსაცმის ფორმის სტრუქტურა, რომელიც გარს აკრავს სპერმის თავის წინა ნაწილს. აკროსომა შედგება გარე და შიდა აკროსომული მემბრანებისგან, რომლებიც გარს აკრავს აკროსომულ შიგთავსს ჰიდროლიზური ენზიმებით (ჰიალურონიდაზა, არისულფატაზა, აკროზინი), რომლებიც ხელს უწყობენ სპერმას კვერცხუჯრედის გამჭვირვალე ზონაში შეღწევაში.

Share this...Share on Facebook
Facebook