დადგა ნანატრი ზაფხული და ზღვის სეზონისთვის სამზადისიც იწყება. ხშირად ხდება ისე, რომ საცურაო კოსტიუმი და ზღვის სხვა ატრიბუტებზე ზრუნვა ისე გვიტაცებს, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გვავიწყდება. შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ ზღვაზე თუ აუზზე რამოდენიმე გასვლის შემდეგ ხშირად მწვავდება არასასიამოვნო სიმპტომები.
- რა იწვევს ზღვაზე თუ აუზზე ხშირი სტუმრობის შემდეგ სოკოვანი დაავადების ან დისბიოზის განვითარებას?
- ქალის ორგანიზმის და განსაკუთრებით ინტიმური ფლორა არის მთელი ეკოსისტემა, რომელსაც მოფრთხილება და აღდგენა სჭირდება. მზეზე ხანგრძლივად ყოფნა, სოლარიუმების ხშირი გამოყენება, დამატებითი სტრესია ორგანიზმისთვის და ამ
სტრესის ფონზე ინტიმური ფლორის შემადგნელი “სასარგებლო” ბაქტერიები ნადგურდება, რაც დაავადების გამომწვევების გამრავლებას უწყობს ხელს. ზღვისა თუ აუზის წყალი ასევე არღვევს საშოს მიკროფლორის ბალანსს და შედეგად მწვავდება სოკოვანი დაავადება, იწყება ქავილი, წვა, თეთრი ფერის გამონადენი და სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რაც ზღვის სეზონზე, დამეთანხმებით, ორმაგად უფრო შემაწუხებელია.
- როგორ დავიცვათ თავი ზღვაზე თუ აუზზე მოულოდნელი სიურპრიზებისაგან?
- არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ სასარგებლო ბაქტერიებს და აღადგენენ ქალის ინტიმური მიკროფლორის წონასწორობას – ასეთი საშუალებაა ლაქტოვაგი – ბუნებრივი საშუალება ქალებისათვის, რომელიც შეიცავს აუცილებელ კომპონენტებს ქალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ლაქტოვაგი აღადგენს ქალის ინტიმურ მიკროფლორას და ამით ქალის ორგანიზმს უფრო გამძლეს ხდის სოკოვანი დაავადების ტრიქომონიაზისა და სხვა გამომწვევების მიმართ.
თუ თქვენ გეგმავთ ზღვაზე ან აუზზე ხშირად გასვლას, კარგი ნამზეურის მიღებას, მიიღეთ ლაქტოვაგი – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 1 თვის განმავლობაში და ისიამოვნეთ ზაფხულით ბოლომდე.
….
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ექიმს
მოგვაწოდა სოფო წულაძემ სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია: GM Pharmaceuticals….








