სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

დასვენება, ტურიზმი, მედიცინა

გარუჯვა1. აუცილებლად ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგანაც ზოგიერთებისათვის რუჯის მიღება საერთოდ უკუნაჩვენებია; მზეზე დიდხანს ყოფნა დაუშვებელია მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აქვს, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე და ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. არ ღირს  გარუჯვა ტაქიკარდიისა და სტენოკარდიის დროსაც. გარუჯვა მინიმუმადე უნდა შეამციროთ, თუკი თქვენ კანის რაიმე დეფექტი გაქვთ, მაგალითად, მრავალრიცხოვანი მეჭეჭები ან პიგმენტური ლაქები. რეკომენდებული არაა მზის აბაზანების მიღება ხანდაზმულთათვის და ორსულებისათვის, ვინაიდან ამ პერიოდში ქალები ძალზედ მგრძნობიარენი არიან ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

2. პლაჟზე წასვლისას უარი თქვით დეკრატიულ კოსმეტიკასა და პარფიუმერიაზე, ვინაიდან მათ შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება რეაქციაში შედის ულტრაიისფერ სხივებთან და იწვევს ალერგიულ რეაქციებს. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი წამლებისა, რომელთა მიღება გარუჯვის დროს წინააღმდეგნაჩვენებია, ვინაიდან ისინი აძლიერებენ კანის მგრძნობელობას სინათლის სხივების მიმართ.

3. ზღვაზე წასვლამდე არ ჩაიტაროთ რაიმე სერიოზული კოსმეტიკური პროცედურა – პილინგი, ტატუ და ა. შ. კანის მგრძნობელობა ძლიერდება ასევე ეპილაციის შემდეგაც.

4. გარუჯვა დაიწყეთ ჰაერის აბაზანებით, ნახევრად ჩრდილის პირობებში და მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ მზეზე გასვლა.  რუჯის მიღების საუკეთესო დროა დილის 6 საათიდან 10 საათამდე და სააღამოს 16 საათიდან 19 საათამდე პერიოდი. დღის ყველაზე ცხელ პერიოდში უმჯობესია შენობაში ან ჩრდილში ყოფნა.

5. პლაჟზე ყოფნისას აუცილებლად დაიხურეთ თავსაბურავი;

6. თუ კანი გადახურდა, მაგრამ არ გაწითლდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მზის  სხივების კანზე მავნე ზემოქმედების ფაქტორიც. ასეთ დროს შეგიძლიათ იხმაროთ დამარბილებელი, დამატენიანებელი და მკვებავი კრემები. დღეს მრავალი კოსმეტიკური სინთეზური საშუალება არსებობს, რომლებიც მზის უარყოფით მოქმედებას ან გამოწვეულ დისკომფორტს ამცირებენ, ხელს უწყობენ თქვენს კომფორტს მზის აბაზანების მიღებისას და  დამწვრობის შემთხვევაში აგაცილებენ უარყოფით შედეგებს.  ჩვენ თანდათან შევეცდებით ყველა მათგანი გაგაცნოთ.

თურმანიძის მალამო დამწვრობისათვისთურმანიძის მალამო დამწვრობისათვის.
ექიმი ნონი თურმანიძე გვირჩევს: ”მზის აბაზანების მიღების შემდეგ, პროფილაქტიკისათვის თხლად წავისვათ ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის”. ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საუკუნეებით გამოცდილი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი საშუალებაა”.  ექიმი  ნონი თურმანიძე ბრძანებს, ციტატის დასაწყისი: ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საგრძნობლად ამცირებს გარუჯვითა და მზის დამწვრობით გამოწვეულ დისკომფორტს.  მალამოს თითოეული ბუნებრივი ინგრედიენტი აგრეთვე სასარგებლოა კანის მოვლისათვის და ხელს უწყობს სასურველი კოსმეტიკური ეფექტის მიღებას. ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის”  მრავალი საუკუნეა გამოიყენება და არ გამოვლენილა  გვერდითი მოვლენები და ალერგიული  რეაქციები. ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” არაა რუჯის (ზაგარის) მისაღები საშუალება, მაგრამ რუჯის მიღების პირველივე დღეებში, სასურველია, მზის აბაზანების შემდგომ იგი პროფილაქტიკისათვის თხლად წაისვათ. მსუბუქი დამწვრობის შემთხვევაში კი, იმკურნალოთ ამ პრეპარატით”  - ციტატის დასასრული.

ლაქტოვაგი8. ზღვაზე სტუმრობის შემდეგ ხშირად ირღვევა საშოს მიკროფლორის ბალანსი და მწვავდება სოკოვანი დაავადება, ვითარდება დისბიოზი. არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ სასარგებლო ბაქტერიებს და აღადგენენ ქალის ინტიმური მიკროფლორის წონასწორობას – ასეთი საშუალებაა ლაქტოვაგი – ბუნებრივი საშუალება ქალებისათვის, რომელიც შეიცავს აუცილებელ კომპონენტებს ქალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

სტატიაში გამოყენებულია მასალები   http://suntrap.ru/instruction.htm-დან

 ___________________________________________

 Home

 ….

Views Counter v.0.10 Viewed 17385 times by 5181 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka