ჩვენ მზადა ვართ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების შეკვეთით მოვამზადოთ კონკრეტული საინვესტიციო პროექტები და ინვესტორებთან მოლაპარაკებებისათვის შემკვეთს მივცეთ სწორი მარკეტინგული ვექტორები, ასევე, – დავეხმაროთ შემკვეთ მიწათმფლობელებს მაღალრენტაბელური პლანტაციებისა და მეურნეობების დაგეგმვაში.
mpifarm@gmail.com; info@mtv.ge; ტელ.: 577 235 400; 299-02-25
ქვეყნის განვითარება ამ ეტაპზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ინვესტიციების შემოდინებაზე. თავის მხრივ, ინვესტიციების შემოდინება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან გამოვყოფდით ორს: საინვესტიციო გარემო და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები და მიმართულებები.
საინვესტიცო გარემო ქვეყანაში სულ უფრო მიმზიდველი ხდება: ლიბერალური საკანონმდებლო ბაზა, ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები, გზები, თვით მენტალობის ცვლილებები ა.შ. ქმნის ხელსაყრელ გარემოს ახალი ინვესტიციების შემოდინებისათვის.
რაც შეეხება კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და ქვემიმართულებებს, საქართველო იმდენად მრავალფეროვანი ქვეყანაა – ვერ ამოწურავ კონკრეტულ პროექტებს. მრავალი წამოვიდა წინა პლანზე და მრავალი კიდევ ელის თავის რიგს.
ამ სტატიის მიზანია სახელმწიფოსა და კერძო მეწარმეების ყურადღება მივაპყროთ ”ეთერ-ზეთოვანი, სამკურნალო და ზოგიერთი ტექნიკური კულტურის წარმოების პერსპექტივებს საქართველოში”. ეს არის დარგი, რომლის პროდუქციასაც აქვს სტაბილური, მზარდი გასაღების ბაზარი და შესაბამისად – მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის.
ქართველ ბიზნესმენებისაც, ხშირად ინვესტორები თხოვენ მიაწოდონ ამ სფეროში საინვესტიციო პროექტები. ისინიც თავაზობენ დღეისათვის უპერსპექტივო, მაგრამ გაპიარებულ: ალოეს, თირკმლის ჩაის, ვარდის, ჰერანის და ა.შ. პროექტებს, რომლებიც პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში. ამ პროექტების წინწამოწევას აქვს ორი მიზეზი:
1. კიდევ ცოცხლობენ ლეგენდები რომ ქართული ჩაი, ვარდი, ალოე თუ ჰერანი ერთ -ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რადგან ვამარაგებდით მთელ კავშირს. არ ხდება ხარისხისა და ფასის შედარება სხვა ქვეყნების ნედლეულთან.
2. საბჭოთა პერიოდში შექმნილი იდეები და პროექტები მასიურად, პრაქტიკულად უფასოდაა ხელმისაწვდომი. რეალურ პროექტებში კი თანხაა გადასახდელი- ისინი ”ქუჩაში არ ყრია”.
გასაკვირი არაა, რომ არჩევანი კეთდება ”კარგად ნაცნობ”, თან უფასო პროექტებზე. შედეგად – უცხოელ ინვესტორებთან მიდის უპერსპექტივო პროექტების მასა. ისინიც უარს ამბობენ, და იქმნება ამ მიმართულების უპერსპექტიულობის განცდა.
ჩვენ ვიცნობთ არაერთ შემთხვევას, როცა სოლიდურ, რეალურ პოტენციურ ინვესტორს მიეწოდა უპერსპექტივო პროექტი თუ იდეა და ამის გამო, ინვესტიციაც აღარ შემოდინდა. სხვა სიტყვებით – არ ჩაიდო რესურსი პროექტის მომზადებაში.
საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი ეკონომიკური სისტემა იყო – იგი ერიდებოდა უცხოეთიდან საქონლის შემოტანას და ცდილობდა თუნდაც ბევრად ძვირად, მაგრამ საკუთარ ტერიტორიაზე ეწარმოებინა საქონელი. აქედან გაჩნდა საქართველოში თირკმლის ჩაის, ალოეს, დამასკოს ვარდის და ა.შ. პლანტაციები. მათი ხარისხი საერთაშორისო თვალსაზრისით საკმაოდ დაბალი და თვითღირებულება ბევრად მეტი იყო.
ეკონომიკური საზღვრების გაიხსნის შემდეგ, ეს მცენარეები ვეღარ უძლებენ კონკურენციას ვერც ფასით და ვერც ხარისხით. უაზრობაა ალოესათვის სათბურების აღდგენა მაშინ, როცა როცა ალოე ბუნებრივად ხარობს მეზობელ ქვეყანაში, თვითღირებულება დაახლოებით 700-ჯერ ნაკლებია და ნებისმიერი რაოდენობით, უპრობლემოდ შეგიძლიათ შეიძინოთ.
ამ სფეროს პერსპექტივებსა და ამასთან ახალი მიდგომების ძებნის აუცილებლობას თავიდანვე მიაქციეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება. მრავალი წელი ამ მიმართულებით მუშაობდა ჯგუფი ლალი დათეშიძის ხელმძღვანელობით. გამოიცა არაერთი საინფორმაციო მასალა, წიგნი, მომზადდა საიტები, ჩატარდა უამრავი საველე და მარკეტინგული ექსპერიმენტი. სამუშაოები და მისი ცალკეული ნაწილები სხვადასხვა დროს, მხარდაჭერილი იყო ევრაზიის ფონდის (USAID resources), ACDI – VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) – TACIS program (United kingdom), ბრიტანეთის საბჭოების, ოქსფორდის უნივერსიტეტის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, კობეს (იაპონია) უნივერსიტეტისა და სხვ. მიერ.
მისი უწმინდესობის კურთხევითა და დახმარებით მომზადდა სპეციალური საგანმანათლებლო საიტი. კვლევის რეზულტატების ნაწილი და რამდენიმე ათას გვერდიანი ინფორმაცია მეწარმეთათვის ხელმისაწვდომიაა საიტებზე www.medgeo.net და http://ecopharm.sangu.ge
ჩვენი ხედვით, სიტუაცია ასეთია:
1. სამკურნალო, ეთერზეთოვანი და ტექნიკური მცენარეების წარმოება არის დარგი, რომელშიც რეალურია უცხოური ინვესტიციების ნაკადის მოზიდვა, თუკი ინვესტორებს რენტაბელური პროექტები შეეთავაზება.
2. უნდა დაინგრეს მითი, რომ ქართული ალოე, თირკმლის ჩაი, ვარდი თუ ჰერანი მაღალხარისხოვანია და საექსპორტოდ მასიურად გამოდგება.
აგრეთვე, მითი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია საერთაშორისო ბაზარზე ენდემური მცენარეების გატანა, რომლესაც სხვა ქვეყნის ფარმაკოპეები არ იცნობენ, მიუხედავად იმისა რომ, რეალურად ისინი შეიძლება საინტერესოც იყოს.
3. ინვესტორებს ის მცენარეები უნდა შეეთავაზოს სადაც ჩვენ რეალური უპირატესობა გვაქვს ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით და რომლებზეც მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე არსებობს და მდგრადია. ამგვარი მცენარეები ბევრი არაა, მაგრამ ის 3-4 მცენარეც, რომლებიც მრავალწლიანი შრომის შედეგად გამოვავლინეთ საკმარისია ინვესტიციების ახალი ნაკადის მოსაზიდად სამცხე-ჯავახეთში, სტეფანწმინდაში, კახეთის დამლაშებულ და ნახევარუდაბნოებში, აჭარა-გურიის მაღალ მთაში, ზღვისპირეთში.
ჩვენ მზადა ვართ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების შეკვეთით მოვამზადოთ კონკრეტული საინვესტიციო პროექტები და ინვესტორებთან მოლაპარაკებებისათვის შემკვეთს მივცეთ სწორი მარკეტინგული ვექტორები, ასევე, – დავეხმაროთ შემკვეთ მიწათმფლობელებს მაღალრენტაბელური პლანტაციებისა და მეურნეობების დაგეგმვაში.
mpifarm@gmail.com; info@mtv.ge; ტელ.: 577 235 400; 299-02-25
________________________________
1. ძირტკბილა – პერსპექტიული ბიზნეს-მიმართულება კახეთის ნახევრადუდაბნოებისა და მლაშობებისათვის
Viewed 63437 times by 18260 viewers



