ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის სტუდენტუტი რედაქცია კონტრაქტით სამუშაოდ აიყვანს პერსპექტიულ სტუდენტებს ნებისმიერი ინსტიტუტის სამედიცინო და ბიოლოგიური ფაკულტეტებიდან.
მოვალეობა: გადახედოს სამედიცინო განმარტებით ლექსიკონს და შემოგვთავაზოს:
ა) რომელი ტერმინების დამატება მიაჩნია საჭიროდ სტუდენტებისათვის;
ბ) შემოთავაზებული ტერმინების განმარტებები და სურათები რუსული წყაროებიდან. (მოგვიანებით სხვა ენებიდანაც).
დაინტერესებულმა პირებმა ელფოსტაზე mpifarm@gmail.com უნდა გამოგვიგზავნონ:
ა) მოკლე სივი;
ბ) თქვენს მიერ შერჩეული 3-5 დამატება, ქვემოთ აღწერილი ფორმატით.წერილის ”თემაში” აუცილებლად მიუთითეთ ”სტუდენტი-რედაქტორი”.
დამატებების წარმოდგენის ფორმატი.
|
ტერმინი |
ტერმინის განმარტება |
თარგმანი |
| აქ იწერება განსამარტი ტერმინი. თქვენს მიერ შერჩეული ტერმინი არ უნდა შედიოდეს ამ სიაში http://www.medgeo.net/2009/10/15/dictionary-4/ |
აქ ჩაწერეთ ტერმინის განმარტება იმ ენაზე, რომელზეც ნახეთ იგი. სასურველი დაურთოთ ნახატი (სურათი) |
აქ ჩაწერეთ ტერმინის განმარტების თქვენეული თარგმანი |
ტერმინთა შერჩევის კრიტერიუმები: ტერმინს, რომელსაც შემოგვთავაზებთ უნდა ყავდეს მკითხველი, ანუ იგი უნდა ჭირდებოდეს სტუდენტებს, მოსახლეობასა თუ სპეციალისტებს.
__________________________________
Viewed 3912 times by 1692 viewers


