მონოჰიბრიდული შეჯვარება

მონოჰიბრიდული შეჯვარება – ორგანიზმების შეჯვარება, რომელთაც ერთი წყვილი ალტერნატიული (დომინანტური და რეცესიული) ნიშან–თვისებები გააჩნიათ. მაგალითად, მენდელი აჯვარებდა ბარდის ისეთ ჯიშებს, რომელთაც მარცვლებს ყვითელი და მწვანე შეფერილობები ჰქონდათ.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.