სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლელა შენგელიადაიბადა 1969 წლის 24 ივნისს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა. 1996 წელს დაამთავრა თბილისი სამედიცინო აკადემია სამკურნალო ფაკულტეტი. 1997-1998 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი მეანობა-გინეკოლოგიაში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მე-2 მეანობა გინეკოლოგიის კათედრაზე. 2009-2010 წლებში სწავლობდა ჰოლანდიის სამეფოს თავისუფალი უნივერსიტეტის, სამეფო ტროპიკულ ინსტიტუტში,  საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საერთაშორისო ჯანდაცვის განვითარების ფაკულტეტზე. კურსის დასრულების შემდეგ მიენიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მასტერის ხარისხი. მისი სადიპლომო თეზისი მომზადდა თემაზე „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ფინანსურ რეფორმა და მისი გავლენა ჯანდაცვის ხელმისაწვდომაზე“. 

2001 -2007 წლებში მუშაობდა თბილისის რეაბილიტაციის ცენტრში გინეკოლოგად და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციალისტად (სახელმწიფო სერთიფიკატი მეანობა-გინეკოლოგიაში N007300, სახელმწიფო სერთიფიკატი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში N 25930).

 2004-2009 წლებში მუშაობდა შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის „დედიდან შვილზე შიდსის გადაცემის პრევენცია“ მენეჯერად.

ბოლო ათი წლის გამავლობაში ექიმი ლელა შენგელია მონაწილეობას ღებულობდა როგორც ტრენერი მეან-გინეკოლოგებისა და ოჯახის ექიმების გადამზადებაში, კერძოდ ექიმთა გადამზადებაში „ანტენატალური და პროსტნატალური მზრუნველობის“ საკითხებში (JSI, OPM). იგი იყო კონსულტანტი ბოლო წლებში განხორციელებული არა ერთი კვლევისა, მათ შორის „პერინატალური სერვისების შესწავლა საქართველოში“ (2006, ფონდი კურაციო), „დედათა და ახალშობილთა სამედიცინო მომსახურების და პირველადი ჯანდაცვის შეფასება საქართველოში“ (2010, USAID). იგი გახლდათ კვლევის ხელმძღვანელი „საკეირო კვეთა საქართველოში“, რომელიც განხორცილედა 2010 წელს  ჰოლანდიური ორგანიზაცია ECT Crystal და საქართველოს მეან-გინელოლოგთა და ბებიაქალთა ასოციაციის მიერ.

ლელა შენგელიას აქვს ნაციონალ და საერთაშორისო ორგანიზაცებთან მუშაობის გამოცდილება. მისი  ინტერესს წარმოადგენს რეპროდუქცული ჯანმრთელობა და საზოგადეობრივი ჯანდაცვა. ლელა შენგელიას ძალისხმევა მიმართულია საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესებისაკენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების განხორციელებისაკენ, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდისაჯენ.

გამოქვეყნებლი აქვს არის არა ერთი ნაშრომის ავტორი (4 საერთაშორისო და 1 ნაციონალური). ლელა შენგელია არის საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის  და FIGO-ს წევრი.

Viewed 4957 times by 1661 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka