ფერომონები

ფერომონები

ყოველი ადამიანის სურნელი უნიკალურია და აღიქმება საწინააღმდეგო სქესის მიერ ქვეცნობიერის დონეზე. ადამიანის სექსუალური ქცევა ხორციელდება მრავლობითი პროცესებით. მის განხორციელებაში მონაწილეობს ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოები და სისტემები, ასევე სოციალური (სექსუალური აღზრდა, კულტურული თავისებურებანი, რელიგია და სხვა) და ფსიქოლოგიური ფაქტორები. დიდი ყურადღება ექცევა, სექსუალურ ქცევებზე სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების მოქმედების შესწავლას. სექსუალური ქცევის მექანიზმების გარკვევაში, მნიშვნელოვანია სასქესო ფერომონების შესწავლა.

რა არის ფერომონი

ფერომონებს უწოდებენ აქროლად ნივთიერებებს, რომელსაც გამოყოფს მამაკაცები და ქალები, როგორც სექსუალური აქტიურობის, საწინააღმდეგო სქესის მიზიდვის, მომხიბვლელობის სიგნალს. ადამიანის სურნელი ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ხმა და თითების ანაბეჭდი. მამაკაცის ფერომონად აღიარებულია ანდროსტეროლი, ხოლო ქალის ფერომონად – კოპულინი. ისინი, თითოეულ ადამიანში გამოიყოფა ინდივიდულური კონცენტრაციით. ყველა ადამიანს გააჩნია საკუთარი უნიკალური სურნელი, რომელსაც თვითონ ვერ გრძნობს. თუმცა, მასზეა დამოკიდებული ადამიანის სექსუალური მიმზიდველობა.

როგორ გამომუშავდება ფერომონები

ცნობილია, რომ კანქვეშ არის ჯირკვლები, რომელიც იყოფა საოფლე და თებოს ჯირკვლებად. არსებობს ორი ტიპის საოფლე ჯირკვლები: ეკრინული და აპოკრინული. ეკრინული ჯირკვლები განლაგებულია სხეულის მთელ ნაწილზე, მათ შორი ფეხის და ხელისგულებზე. აპოკრინული ჯირკვლები ლოკალიზებულია ანალურ მიდამოში, გენიტალიების კანში, იღლიის ქვეშ, ძუძუს დვრილებთან, გარეთა სასმენ მილში, წარბებზე. აპოკრინული ჯირკვლები, ფუნქციონირებას პუბერანტულ პერიოდში იწყებენ. მათი სადინარები ეშვება თმის ფოლიკულებში, რაც განსაზღვრავს თმის ფოლიკულების ფუნქციას. თავის თმიანობა ადამიანს იცავს მზის სხივებისაგან, ბოქვენის თმები ამცირებს სქესობრივი აქტის დროს ხახუნს, იღლიის თმები კი მსგავს ფუნქციებს არ ასრულებს, ამიტომ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მისი როლი არის ფერომონების „გაბნევა“.

 



როგორ მოქმედებს ფერომონები

ფერომონების აღქმა ადამიანებში განაპირობებს ვომერნაზალური ორგანო (ცხვირის ღრუში განლაგებული ყნოსვის დამატებით ორგანო). მისი რეცეპტორული ზედაპირი, მდებარეობს ნესტოებში, ჰაერის ნაკადის უშუალო მოძრაობის არეში. ვომერნაზალური ორგანო, რეაგირებს აქროლად ფერომონებზე და სხვა არომატულ ნაერთებზე, რომლებიც სუსტად აღიქმება ან საერთოდ არ აღიქმება, როგორც სუნი.

ფერომონები და სექსუალური მიმზიდველობა

ფერომონები გამოიყოფა და სხეულზე განიბნევა სხეულის აქტიური მუშაობის პირობებში ან აღგზნების დროს. ადამიანის ცხვირი, მკვეთრად რეაგირებს პარტნიორის სუნზე. თუ პარტნიორის ფერომონს ადამიანი აღიქვამს, მისთვის ის იქნება მეტად მიმზიდველი და ლამაზი, მაშინაც კი თუ მისი გარეგნული იერი შორს იქნება, სილამაზის აღიარებული კრიტერიუმებიდან. პარტნიორების მიერ ფერომონების გაცვლა, ხდება ახლო კონტაქტის – სხეულებრივი ალერსის, კოცნის დროს. მეტიც, პარტნიორი გამძაფრებულად აღიქვამს ფერომონს თუ ის მოახდენს მის აღგზნებას.

ფერომონების ნაკლი

ფერომონები ადვილად იშლება ჟანგბადთან ურთიერთქმედების დროს, ამიტომ მოქმედებს მხოლოდ მცირე მანძილზე. ყველაზე კარგად ისინი ზაფხულში ვლინდება, როცა ირგვლივ მრავალი ნახევრადშიშველი სხეულებია. გარდა ამისა, მიმზიდველი ნივთიერებების გამოყოფა, დამოკიდებულია ქალის მენსტრუაციულ ფაზებზე – ოვულაციის პერიოდში, გამოიყოფა ფერომონების მაქსიმალური რაოდენობა, რადგან სწორედ ამ პერიოდშია ჩასახვის ყველაზე მეტი ალბათობა. ფერომონები ითრგუნება კოსმეტიკური და პარფიუმერული საშუალებებით (სუნამოები, ლოსიონები, დეზოდორანტები, კრემები და სხვა). პარფიუმერიის ძლიერი სურნელი, მთლიანად იკავებს ცხვირის ღრუს და ამიტომ საწინააღმდეგო სქესის, მიმზიდველი არომატის აქტიურობა დაბალია. ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ანტიპერსპირანტები – ისინი თრგუნავენ ფერომონების გამომუშავებას და აქვეითებენ სექსუალურობას, ახშობენ კანის საოფლე ჯირკვლებს. ადამიანის სხეულის სურნელი, ატარებს მრავალ ინფორმაციას, რომელიც აძლიერებს ან ასუსტებს ფერომონებზე ტვინის რეაქციას. მაგალითად, წყენა, სიბრაზე და სხვა ნეგატიური ემოციები, ფერომონების აქტიურობას თრგუნავს.

პაემანის წინს რეკომენდირებულია არ არის თმის ვარცხნილობის საშუალებების გამოყენება, ისინი ქმნიან თმებზე თხელ აპკს, რითაც ახშობენ ფერომონების სიგნალს. გაშლილი თმები, ეფექტურად და სწრაფად ავრცელებს ფერომონებს, ვიდრე შეკრული თმები.

წყარო: http://www.likar.info/gazeta/vyipusk-4-ginekologiya/article-70827-zhenskie-feromony-i-seksualnaya-privlekatelnost/ Likar.info