კალციუმის ანტაგონისტი – სამკურნალო ნივთიერება,რომელიც თრგუნავს კალციუმის იონების მოხვედრას კარდიომიოციტებში და გლუვი მუსკულატურის უჯრედებში .გულის კუნთის შეკუმშვის ძალის დაქვეითებას ხელს უწყობს,გულის კუნთში იმპულსების გამტარობას ამცირებს და სისხლძარღვების გაგანიერებას იწვევს.კალციუმის ანტაგონისტებია ამლოდიპინი,დილტიაზემი,ნიკარდეპინი,ნიფედიპინი და ვერაპამილი,რომლებიც სტენოკარდიის მკურნალობისთვის და მომატებული სისხლსის წნევის დასაქვეითებლად გამოიყენება.