შეუცვლელი ამინომჟავა

შეუცვლელი ამინომჟავა – ამინომჟავა, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, მაგრამ მასში არ სინთეზირდება. ორგანიზმი ძირითად ამინომჟავებს ღებულობს ცილებით მდიდარი საკვების (მაგალითად, ღვიძლი, კვერცხი და რძიანი პროდუქტები) მიღებასთან ერთად. სულ არსებობს 8 შეუცვლელი ამინომჟავა: ტრიფტოფანი, ლიზინი, ფენილალანინი, თრეონინი, ვალინი, მეთიონინი, ლეიცინი და იზოლეიცინი (გარდა ამისა, არგინინი და ჰისტიდინი შეუცვლელია ბავშვებისთვის).

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი