მკურნალობა უცხოეთში


ვანო ჩაჩხიანიდოქტორი ივანე ჩაჩხიანი
ichachkhiani@seznam.cz  ტელ.: 00420/608228055;
skype: vano chachkhiani; facebook: Vaniko Chachkhiani, ჩეხეთი
მიმართულებები:
ართრიტების მკურნალობა – მენჯ-ბარძაყის  და მუხლის სახსრის ართროზების    ქირურგიული მკურნალობა   ენდოპროთეზირებით;
2. ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენების ქირურგიული მკურნალობა

ინტერვიუ დოქტორ ივანე ჩაჩხიანთან. პრაღა. 2011 წლის დეკემბერი

16 წელია  ევროპაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ,  ბევრი ალბათ უკვე ემიგრანტად მთვლის,  საქართველო ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის ვცდილობ ჩემი პროფესიული მოღვაწეობა და ცხოვრება სწორედ მას დავუკავშირო, რამდენად გამომდის ძნელი სათქმელია.

ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ივანე (ვანო)  ჩაჩხიანი იმ მრავალრიცხოვან ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ განათლებისა და პროფესიული  გამოცდილების შესაძენად და  რომელთა ნაწილსაც შემდგომში  უცხოეთში მოღვაწეობა  არგუნა ბედმა. ის უკვე  10 წელზე მეტია წარმატებულად მოღვაწეობს ჩეხეთში ქირურგიის განხრით. არის  30-მდე სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

თქვენი სახელი (სავალდებულოა)

თქვენი ელფოსტა (სავალდებულოა)

შეკითხვის თემა

შეკითხვის შინაარსი

1+1=? 

ბატონო ვანო რატომ  მაინცდამაინც  პრაღა? 

      კარგი შეკითხვაა, ეს ფაქტიურად სპონტანურად გადაწყდა, რადგან ვინმეს რომ ეთქვა სტუდენტობის პერიოდში ჩეხურს ისწავლი და პრაღაში იმოღვაწევებო, აბსურდად მომეჩვენებოდა  (იცინის).  იმ დროს როდესაც მე დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი (1998 წელი), მოგეხსენებათ თბილისში ძალზედ რთული მდგომარეობა იყო ყველა მხრივ და მითუმეტეს,  სამედიცინო დარგში, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი სწავლა  ევროპაში გამეგრძელებინა. ინსტიტუტში სწავლების ბოლო წელს  სტაჟირება გავიარე  კლინიკურ იმუნოლოგიაში ლონდონში – UCL /Univercity College London/., სადაც მომიხდა  წარმატებული ქართველი მეცნიერის, პროფესორ  ნინო ფორაქიშვილისა და ინგლისელი პროფესორის პეტერ ლიდიარდის ხელმძღვანელობით მუშაობა, ამ პერიოდშივე მქონდა ბედნიერება გამეცნო მსოფლიო იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ივანე როიტი. იქ რომ გამეგრძელებინა მოღვაწეობა, ვინ იცის იქნებ წარმატებული იმუნოლოგი მეც ვყოფილიყავი (იცინის), თუმცა ჩემმა ქირურგიისადმი გაუნელებელმა ლტოლვამ თავისი გაიტანა ალბათ იმის გამოც რომ მამაჩემი   ონკოქირურგიის პროფესორია  საქართველოში. როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა გრანტი დოქტურანტურაში მედიცინის განხრით, ჩეხურ ენაზე სწავლებით, გადავწყვიტე მეცადა ბედი და კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. საბედნიეროდ მომეცა საშუალება პრაღაში გამეგრძელებინა პროფესიული მზადება ქირურგიის განხრით.

რთული  იყო უცხო გარემოში,  ,,უპატრონოდ” გზის  გაკვლევა, ისეთ რთულ დარგში როგორიც ქირურგიაა? თქვენ ხომ სულ 22 წლის ასაკში ჩაბრძანდით  ჩეხეთში? 

ჩაჩხიანირომ ვთქვა  იოლად გავართვი თავი-თქო, ალბათ არავინ დამიჯერებს, თუმცა მონდომებით და შრომით ყველაფრის  მიღწევა შეიძლება.  გავიარე ერთწლიანი ინტენსიური კურსი ჩეხურ ენაში, შემდეგ ჩეხებთან ერთად მივიღე მონაწილეობა  მისაღებ გამოცდებში ჩეხურ ენაზე და ჩავირიცხე   ცენტრალურ ევროპაში ერთე-რთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის – კარლოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის   დოქტურანტურაში – საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ქირურგიულ კლინიკაში. გამიმართლა იმ თვალსაზრისით,  რომ კარგ  კოლექტივთან  მიხდებოდა ურთიერთობა. ვმუშაობდი იმუნოლოგიურ-ქირურგიულ სამეცნიერო თემაზე: „ციტოკინების მნიშვნელობა    ანთებითი პოსტოპერაციული გართულებების  დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში“, რომლის საფუძველზეც მომენიჭა სამეცნიერო ხარისხი. პარალელურად ჩავაბარე სააპრობაციო საექიმო სალიცენზიო გამოცდა ექიმად მუშაობის უფლების მოსაპოვებლად ჩეხეთსა და ევროკავშირში (3 საფეხური) და გავაგრძელე პროფესიული სწავლება რეზიდენტურაში. ვარ ჩეხეთის ექიმთა პალატის წევრი. 2008 წელს  ჩავაბარე  I ხარისხის ატესტაცია ზოგად ქირურგიაში. მაქვს გავლილი სტაჟირება ავსტრიაშიც.

ამჟამად სად მოღვაწეობთ? 

მეც და ჩემი მეუღლეც ვმოღვაწეობთ ერთერთ კერძო კლინიკაში პრაღის განაპირას, ის – თერაპიულ, მე კი ქირურგიულ-ორთოპედიულ განყოფილებაში. ვცდილობ მქონდეს კავშირები ქართულ სამედიცინო წრეებთანაც, სულ ახლახან მივიღე მოწვევა  საერთაშორისო კონფერენციაში „მედეა 2012“ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მონაწილეობით, რომელიც  სავარაუდოდ ბათუმში მაისის თვეში გაიმართება  ქალბატონ სანდრა ელისაბედ  რულოვსის პატრონაჟითა  და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით. ამ კონფერენციაში სიამოვნებით მივიღებ მონაწილობას. ისე საქართველოში დაბრუნებაზე ყოველთვის ვფიქრობთ.

ჩაჩხიანიგთხოვთ  გვიამბეთ თქვენი  ოჯახის შესახებ? 

მყავს ქართველი მეუღლე ხათუნა შუბლაძე  ექიმი-თერაპევტი.  ორივე ერთ კლინიკაში ვმუშაობთ. გვყავს ორი ბიჭი თეიმურაზი და გიორგი – 7 და 6 წლის (მგონი მათაც ექიმობა უნდათ). გარდა ამისა, სულ რამდენიმე თვეში მესამე შვილიც გვეყოლება. ჩემი მშობლები ექიმები არიან და ბებია-ბაბუაც ექიმები იყვნენ. სწორედ ჩემმა მშობლებმა, მარიკამ და თემურმა, იქონიეს  დიდი გავლენა ჩემი როგორც პიროვნების, ასევე ექიმის  ჩამოყალიბებაში და სწორედ ამიტომ, ჩემი  პროფესიის  არჩევანი ფაქტიურად ადრეული ბავშვობის ასაკში გადაწყდა – ამ დარგს ალტერნატივა არ ქონდა. მყავს  ოთხი დედმაშვილი, რომლებითაც ყველგან ვამაყობ – ლიკა, გიორგი, ბიძინა და დათო, ხუთივე წარმატებულია თავის დარგში და აქედან ოთხნი ვმოღვაწეობთ სამედიცინო სფეროში.

ბავშვები, მიუხედავად იმისა რომ პრაღაში დაიბადნენ, იზრდებიან და სწავლობენ ჩეხურ სკოლაში, ეუფლებიან ქართულ წერა-კითხვასაც და ამაყობენ  რომ ქართველები არიან. ვცდილობთ  ქართული ფესვები ჩვენ ოჯახში  არ დავკარგოთ. გვაქვს ურთიერთობა  პრაღაში მცხოვრებ  ქართველებთანაც, თავისუფალ დროს არ ვივიწყებთ ქართულ სიმღერასაც, ასე რომ  სამშობლოდან მოწყვეტას ნაწილობრივ მაინც  ვანეიტრალებთ.

…..

 

Comments are closed.

vaka