კლინიკა Nemocnice Melnik

Nemocnice Melnik
კლინიკა Nemocnice Melnik

კლინიკა  Nemocnice Melnik მდებარეობს  ევროპის ერთერთი ულამაზესი ქალაქის პრაღის განაპირას, ის  საკმაოდ წარმატებული და დაფასებული სამედიცინო ცენტრია, რომელიც სთავაზობს თავის პაციენტებს  მაღალხარისხოვან და საიმედო სამედიცინო მომსახურეობას. კლინიკა  გამორჩეულია  კარგი შედეგებით, გვაქვს გართულებების მინიმალური შემთხვევები. საავადმყოფოს ხანგრძლივი ისტორია აქვს – დაარსებულია   1830 წელს და მას შემდეგ განიცდის ევოლუციას, მედიცინის განვითარებასთან ერთად საავადმყოფოც ფართოვდებოდა, ხსნიდა ახალ განყოფილებებს, ითვისებდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ მეთოდებს.  ბოლო რამოდენიმე წელია საავადმყოფო გადავიდა  ცნობილი და ძლიერი საერთაშორისო კონცერნის –  Vienna Isurance Group -ის მფლობელობაში, რამაც საავადმყოფოს განვითარებაზე  რა თქმა უნდა კიდევ უფრო დადებითი ზეგავლენა იქონია.

 კლინიკის ძირითადი სლოგანია:

  • სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი
  • კმაყოფილი პაციენტი
  • დადებითი და წარმატებული სამედინიცო შედეგების შენარჩუნება და კიდევ უფრო ამაღლება
  • ერუდირებული, პროფესიონალი მედპერსონალი

კლინიკაში სასწრაფო და გეგმიური ოპერაციები უტარდებათ  უცხოელებსაც. ხშირია პაციენტები კავკასიიდანაც. ამ კლინიკის მრავალ წარმატებულ მიმართულებებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ ორი ნოზოლოგია, რომლითაც ხშირად  ინტერესდებიან  უცხოელი  პაციენტები:

  • ართრიტების მკურნალობა – მენჯ-ბარძაყის  და მუხლის სახსრის ართროზების    ქირურგიული მკურნალობა   ენდოპროთეზირებით
  • ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენების ქირურგიული მკურნალობა
Nemocnice Melnik
კლინიკა Nemocnice Melnik

მაღალხარისხიანი და შედარებით დაბალი ფასის ენდოპროთეზის  შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, თანმხლები დაავადებებისა და ძვლის ქსოვილის მდგომარეობის მიხედვით. ჰოსპიტალიზაცია ჩვენს ქირურგიულ-ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოიცავს  დაახლოებით 10 დღეს, პაციენტის რეაბილიტაციის პირველი ფაზის ჩათვლით. შემდგომი რეაბილიტაცია შესაძლებელია სპეციალურ რეაბილიტაციის ცენტრში.  ზემოხსენებულ კლინიკაში ჩატარებული ეს ოპერაციები გამოირჩევა  მინიმალური გართულებებით,  პაციენტს  უტარდება მიზანმიმართული რეაბილიტაცია, რის შემდგომაც პაციენტი არ განიცდის დისკომფორტს, უქრება ტკივილები და თანდათან გადადის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში. ენდოპროთეზები, რომელსაც ჩვენი კლინიკა სთავაზობს პაციენტებს, თავისი მაღალი ხარისხის გამო, გამოირჩევა  გამძლეობით, არ განიცდის ცვეთას, მათი ორგანიზმში არსებობა არ უშლის ხელს  სხვადასხვა   სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაც, მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფიის  ან მაგნიტური რეზონანსის გამოსახვის.

ჩვენს კლინიკაში წარმატებით  ტარდება  აგრეთვე ოპერაციები მინიინვაზიური მეთოდით  ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოზით   – ე.წ.  რადიოსიხშირის აბლაცია  (RFA) – ეს  არის  ვარიკოზული ვენების მკურნალობის ალტერნატიული, ეფექტური და ერთ-ერთი  ახალი მეთოდი, რომელიც წარმატებით დაინერგა  ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.   ამ ოპერაციის დროს კეთდება კანის მცირე განაკვეთი კოჭის მიდამოში, სადაც შეგვყავს  წვრილი  კათეტერი დიდ საჩინო ვენაში საზარდულის მიდამომდე. ამ კათეტერში  განსაკუთრებული რადიოსიხშირის ტალღების გატარებით ხდება ვენის თერმული დამუშავება, რის შედეგადაც  ხდება ვენის ე.წ. კოლაფსი და  დროთა განმავლობაში მისი გარდაქმნა ფიბროზულ წვრილ ზონრად, რომლის ხელახლა  გაგანიერება ან რეფლუქსი შეუძლებელია.  ლაზერთან, ან  მითუმეტეს, კლასიკურ ქირურგიულ მკურნალობასთან შედარებით, რადიოსიხშირის აბლაციის უპირატესობა  არის –  ნაკლები ტკივილები, მინიმალური გართულებები, მინიმალური ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები და,  რა თქმა უნდა, კარგი ესთეტიკური (კოსმეტიკური) შედეგები.  ამ ახალი, თანამედროვე მეთოდის დროს რეციდივები ბევრად უფრო ნაკლებია,  ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაცია ბევრად უფრო სწრაფია   (პაციენტის გაწერა ხდება  იმავე საღამოს, ან მეორე დღეს) და პაციენტი ოპერაციის შემდგომ მოკლე პერიოდში უბრუნდება ცხოვრების ყოვედღიურ რიტმს.

….