მკურნალობა უცხოეთში


კამაგრა

კამაგრა 50mg–ის ზოგადი ინფორმაცია

კამაგრა. Kamagra. მამაკაცის სასქესო ფუნქციის მაკორეგირებელი სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – სილდენაფილის ციტრატი. Sildenafil citrate. მწარმოებელი ფირმა – Ajanta Pharma Limited (ინდოეთი).

კამაგრა 50mg–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კამაგრა. Kamagra გამოდის 50 მგ–იანი ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 25, 50 ან 100 მგ სილდენაფილის ციტრატი. პრეპარატი წარმოადგენს ცისფერ, მრგვალ, წახნაგოვან ტაბლეტებს, ერთ მხარეზე წარწერით AP, ხოლო მეორეზე – KGR.

კამაგრას (50mg) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კამაგრას (50mg) ფასები ფარმადეპოში
კამაგრას (50mg) ფასები ავერსში
კამაგრას (50mg) ფასები psp-ში
კამაგრას (50mg) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კამაგრა (50mg), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კამაგრას (50mg) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კამაგრა 50mg–ის აქტიური ნივთიერება

სილდენაფილის ციტრატი. Sildenafil citrate. ქიმიური დასახელება – 1-[[3-(6,7-დიჰიდრო-1-მეთილ-7-ოქსო -3-პროპილ-1Н-პირაზოლო [4,3-ალფა]პირიმიდინ-5-ილ)-4-ეთოქსიფენილ] სულფონილ]პიპერაზინის ციტრატი. სილდენაფილის ციტრატს მიაკუთვნებენ პოტენციის რეგულატორების ჯგუფს.

კამაგრა 50mg–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ერექციის დისფუნქცია

კამაგრა 50mg–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი უზრუნველყოფს სექსუალურ სტიმულაციას, იგი ადუნებს პენისის სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ერექციას. კამაგრა არ ზრდის სექსუალურ ლტოლვას და არ გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. პრეპარატის მოქმედების ეფექტი აღინიშნება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ლტოლვის დროს. პრეპარატის მოქმედება იწყება 30 წთ-დან 1 სთ-მდე. პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება.
ჩვენებები
ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილ პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში სქესობრივ აქტამდე 1 სთ-ით ადრე. დოზის გაზრდა შეიძლება 50 მგ-მდე დღეში.
ღვიძლისა და თიკმლების პათოლოგიის მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით მინიმალური დოზით-25 მგ დღეში.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სუსტად გამოხატული და დროებითი გვერდითი მოვლენები. შედარებით ხშირად – თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია. იშვიათად – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება (ფერების აღქმის მხრივ), ცხვირით გაძნელებული სუნთქვა.
უკუჩვენება
-პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
-ნიტრატების გამოყენება;
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება:
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების, გადატანილი ინფარქტის, ინსულტის;
-სასქესო სისტემის დაავადების, მტკივნეული ერექციის დროს;
-პეპტიკური წყლულის;
-პიგმენტური რეტინოპათიის;
-სისხლის შედედების დარღვევის დროს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდებული კამაგრას გამოყენება ნიტრატებთან, ხოლო ციმეტიდინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka