პიკცეფი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა: ცეფეპიმი
პიკცეფის 1გრ. სტერილური ფხვნილი (ინტრავენური და კუნთში ინექციისთვის), წარმოადგენს ორი ნივთიერების ნარევს-ცეფეპიმის ჰიდროქლორიდი და 724 მგრ L–არგინინი,  ხსნარის pH-ის შესანარჩუნებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფეპიმის ჰიდროქლორიდი ბაქტერიციდული მოქმედების  ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია, რომელიც გამოიყენება პარენტერალურად. ცეფეპიმი, როგორც მეოთხე თაობის ცეფალოსპორინი, გამოირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, მათ შორის ისეთი შტამების მიმართ, რომლებიც ხასიათდებიან რეზისტენტობით ამინოგლიკოზიდებისა და მესამე თაობის ცეფალოსპორინების მიმართ. ცეფეპიმი მდგრადია უმეტესი პლაზმური და ქრომოსომული ბეტა-ლაქტამაზების მიერ გამოწვეული ჰიდროლიზისადმი. ცეფეპიმი სწრაფად აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედებში.
ცეფეპიმი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი აერობები:
Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae. Streptococcus pyogenes (Aჯგუფის სტრეპტოკოკები)
გრამუარყოფითი აერობები:
Enterobacter -შტამები, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa.
In vitro გამოკვლევებში ცეფეპიმი ეფექტურია ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი აერობები:
Staphylococcus epidermidis (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staphylococcus saprophyticus, Streptococcus agalactiae (B ჯგუფის სტრეპტოკოკები).
ცეფეპიმის მიმართ მგრძნობიარეა ენტერეკოკის შტამების უმეტესობა, ისეთები როგორიცაა Enterococcus faecalis და მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები.
გრამუარყოფითი აერობები:
Acinetobacter calcoaceticus (subsp. Anitratus, lwoffi), Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Enterobacter agglomerans, Haemophilus influenzae (მ.შ. ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი), Hafnia alvei, Klebsiella oxytoca, Moraxella catarrhalis (მ.შ. ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი), Morganella morganii, Proteus vulgaris, Providencia rettigeri, Providencia stuartii, Serratia marcescens.
ცეფეპიმი არ არის აქტიური შემდეგი შტამების მიმართ Stenotrofomonas (უმთავრესად Xanthmonas maltophilia და Pseudomonas maltophilia).
ანაერობები:
Bacteroides sp., B. melaninogenicus -ის ჩათვლით და პირის ღრუს სხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც Bacteroides მიეკუთვნებიან, Clostridium perrfingens, Fusobacterium sp., Peptostreptococcus sp., Veillonella sp (ცეფეპიმი არ არის აქტიური Bacteroides fragilis და Clostridium difficile მიმართ).
ცეფეპიმი შეჰყავთ კუნთებში და ვენაში. ცეფეპიმის ბიოშეღწევადობა კუნთებში შეყვანის შემდეგ შეადგენს 100%-ს. იგი კარგად ნაწილდება ქსოვილებსა და სითხეებში. ცეფეპიმის ერთჯერადად 500, 1000 და 2000 მგ. დოზით ინტრავენური შეყვანის შემდეგ  მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შესაბამისად შეადგენს 31,9; 65,1 და 126 მკგმლ. პრეპარატის კუნთებში შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-1.6 საათში. პლაზმის ცილებთან ცეფეპიმის შეკავშირება შეადგენს 15-19% და არ არის დამოკიდებული სისხლის შრატში არსებული პრეპარატის კონცენტრაციაზე. ცეფეპიმის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ორგანიზმში საშუალოდ შეადგენს 2 სთ-ს. ცეფეპიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით გლომერულური ფილტრაციის გზით. ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს N-მეთილ პიროლიდინ N-ოქსიდი. შეყვანილი დოზის უმეტესი ნაწილი შარდში წარმოდგენილია შეუცვლელი ცეფეპიმის სახით. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ავადმყოფებში თირკმლის მძიმე ფუნქციური მოშლილობით, რომლებიც საჭიროებენ დიალიზით მკურნალობას, შეადგენს 13,5+2,7 სთ-ს ჰემოდიალიზის დროს და 19,0+0,2 სთ-ს პერიტონეალური დიალიზის დროს.
ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის ფუნქციური მოშლილობის მქონე პაციენტებში და მუკოვისციდოზის დროს არ იცვლება. დოზის კორექცია ასეთ პაციენტებს არ სჭირდება.
ჩვენება:
• ინფექციური დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით;
• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით;
• საშარდე გზების ინფექციები, როგორც გართულებული, მაგ. პიელონეფრიტი, ისე გაურთულებელი;
• კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციები;
• ინტრააბდომინალური ინფექციები, პერიტონიტის და სანაღვლე ინფექციების ჩათვლით;
• გინეკოლოგიური ინფექციები;
• სეპტიცემია;
• ფიბრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობა.
უკუჩვენება:
პიკცეფი უკუნაჩვენებია ავადმყოფებში, რომელთაც აქვთ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია პრეპარატის ან L- არგინინის მიმართ, ასევე ალერგიული რეაქცია ცეფალოსპორინების ჯგუფის, პენიცილინისა და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
უსაფრთხოების ზომებ,
გაფრთხილება
:
გამომწვევი მიკროორგანიზმის ინდეტიფიკაციისთვის და ცეფეპიმის მიმართ მგრძნობელობის გარკვევის მიზნით ტარდება შესაბამისი ტესტები.თირკმლის ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 60 მლწთ), ცეფეპიმის გამოყენება უნდა იქნას კორეგირებული. როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაშიც, პრეპარატი ცეფეპიმის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროფლორის კოლონიზაცია. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. თითქმის ყველა ანტიბიოტიკის გამოყენების შემთხვევაში ვითარდება ფსევდომემბრანოზული კოლიტი. ამიტომ აუცილებელია ამ ფაქტის გათვალისწინება, როდესაც აღინიშნება დიარეა ცეფეპიმის გამოყენების დროს. კოლიტის მსუბუქი ფორმების ჩვენებაა პრეპარატის მოხსნა, ხოლო მძიმე ფორმები საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას.
ცეფეპიმმა, როგორც ზოგიერთმა ცეფალოსპრინმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ვიტამინი K სინთეზს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოპროთრომბინემია. ვიტამინი K დანიშვნა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური მოშლილობა, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, თავიდან გვაცილებს ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს.
პიკცეფი, როგორც ფარტო სპექტრის ბაქტერიციდული პრეპარატი ინიშნება მონოთერაპიის სახით.  შერეული აერობულ-ანაერობული მიკროფლორით გამოწვეული ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციამდე რეკომენდებულია პიკცეფტან ერთად დაინიშნოს ანაერობების მიმართ აქტიური პრეპარატი.
ანტიბიოტიკების გამოყენება ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ფორმის, განსაკუთრებით, წამლისმიერი ფორმის მქონე პაციენტებში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. გამოვლენილია კუმბსის ტესტის დადებითი სინჯი. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არ მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და არა აქვს გამოხატული უარყოფითი გავლენა ნაყოფზე, რაც შეეხება ადექვატურ, კარგად კონტროლირებად ცდებს ორსულ ქალებზე, ისინი არაა ჩატარებული. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
დედის რძით ცეფეპიმი გამოიყოფა უმნიშვნელო კონცენტრაციით (0,5 მკგმლ). მაგრამ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.
დადგენილ იქნა ცეფეპიმის ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინფექციების მკურნალობის დროს. პრეპარატი ცეფეპიმის გამოყენების მიზანშეწონილობა ასეთ ასაკობრივ ჯგუფში დამტკიცებულია მოზრდილებში ჩატარებული ადეკვატური და კარგად კონტროლიგებადი კვლევებით და ფარმაკოკინეტიკისა და უსაფრთხოების დამატებითი მონაცემებით პედიატრიულ კვლევებში.
გერიატრიულ პრაქტიკაში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ცეფეპიმის დოზის კორექცია არ არის საჭირო, მიუხედავად თირკმლის კლირენსის დაბალი მაჩვენებლისა ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. თირკმლის უკმარისობის მქონე ხანშიშესულ პაციენტებს ესაჭიროებათ დოზის კორექცია.
პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე.

გვერდითი მოქმედება:
პიკცეფი ადვილად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში პრეპარატი პიკცეფის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე დაბალია. ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტად გამოვლენილი იქნა სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები:
• ჰიპერმგრძნობელობა: გამონაყარი, ქავილი, ტემპერატურის მომატება;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ფაღარათი, პირღებინება, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია;
• გულსისხლძარღვთა სისტემა: ტკივილი გულმკერდის არეში, ტაქიკარდია;
• სასუნთქი სისტემა: ხველა, ტკივილი ყელის არეში, ქოშინი;
• ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, პარესთეზიები, მოუსვენრობა, ცნობიერების დაბინდვა;
• სხვა: ასთენია, ოფლიანობა, ვაგინიტი, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი წელის არეში.
ადგილობრივი რეაქციები ვენაში შეყვანის ადგილზე (ფლებიტი და ანთება). კუნთში გაკეთების დროს ცეფეპიმი ადვილად გადაიტანება.
ლაბორატორიული ანალიზის მონაცემებიდან გადახრები:
ქვემოთ მოყვანილი ეფექტები კლინიკური კვლევების დროს ატარებდნენ ტრანზიტორულ ხასიათს – ალანინამინოტრანსფერაზის, ასპარტატამინოტრანსფერაზის, ტუტე ფოსფატაზის, საერთო ბილირუბინის მომატება, ანემია, ეოზინოფილია, პროთრომბინის დროის გაზრდა, კუმბსის ტესტის დადებითი შედეგი ჰემოლიზის გარეშე. სისხლის შარდოვანას აზოტის და/ან შრატის კრეატინინის დროებითი მომატება და ტრანზიტორული თრომბოციტოპენია. ასევე აღინიშნებოდა ტრანზიტორული ლეიკოპენია და ნეიტროპენია.
ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტები და ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები აღინიშნებოდა ცეფალოსპორინების კლასის სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაშიც: ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავლობითი ერითემა, ეპიდერმისის ტოქსიური ნეკროზი, კოლიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ტოქსიური ნეფროპათია, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენა, კრუნჩხვები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზის ჩათვლით და ცრუ დადებითი შედეგები შარდის გლუკოზაზე ანალიზის შემთხვევაში.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

წამლისმიერი ურთიერთქმედება:
კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისა და ამინოგლიკოზიდების კომბინაცია. ჯანმრთელ მოხალისე პაციენტებზე ჩატარებულმა კლინიკურმა გამოცდამ 2 გრ. ცეფეპიმისა და 300მგ. ამიკაცინის ინტრავენურად ცალცალკე შეყვანის დროს არ გამოავლინა ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა.
ამინოგლიკოზიდების მაღალი დოზების ოტოტოქსიური და ნეფროტოქსიური ეფექტების პოტენცირების გამო საჭიროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას. პიკცეფისა და მეტრონიდაზოლის ხსნარის, ვანკომიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის სულფატის, ნეტილმიცინის სულფატისა ან ამინოფილინის ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება. პიკცეფის ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ პრეპარატთან ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა თითოეული პრეპარატი შეყვანილი იქნას ცალცალკე. თუ ცეფეპიმის ხსნარის კონცენტრაცია მეტია 40 მგმლ –ზე, მისი შეთავსება არ შეიძლება ამპიცილინის ხსნართან.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:
პიკცეფი შეიძლება შევიყვანოთ კუნთებში და ვენაშიც. დოზა და შეყვანის გზა ვარირებს და დამოკიდებულია გამომწვევი მიკრობის მგრძნობელობაზე, ინფექციის სიმძიმეზე და ავადმყოფის თირკმელების ფუნქციურ მდგომარეობაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს; მძიმე ინფექციებმა შეიძლება მოითხოვონ შედარებით ხანგრძლივი მკურნალობა.
საშარდე გზების ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის: 500მგ-1გრ ი/ვ ან იმ ყოველ 12 სთ-ში.
სხვა ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის:  1გრ. ი/ვ ან იმ  ყოველ 12სთ-ში.
მძიმე ინფექციები:  2გრ. ი/ვ   ყოველ 12 სთ-ში.
ძალიან მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები: 2 გრ. ი/ვ  ყოველ 8 სთ-ში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა:
თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 60მლწთ) დოზა საჭიროებს კორექციას. ასეთ პაციენტებში საწყისი დოზა ტოლი უნდა იყოს, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში აღებული დოზის.
სარეკომენდაციო შემანარჩუნებელი დოზები მოცემულია ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი მლწთ საშარდე გზების ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის: სხვა ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის: მძიმე ინფექციები: ძალიან მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები:
>60 ნორმალური დოზა, კორეგირება არ სჭირდება 0.5 ყოველ 12სთ. 1გრ. ყოველ 12სთ. 2 გრ. ყოველ 12სთ 2 გრ. ყოველ 8სთ
30-60 0.5 ყოველ 24სთ. 1გრ. ყოველ 24სთ. 2 გრ. ყოველ 24სთ 2 გრ. ყოველ 12სთ
11-29 0.5 ყოველ 24სთ. 0.5 ყოველ 24სთ. 1გრ. ყოველ 24სთ 2 გრ. ყოველ 24სთ
<11 0.25 ყოველ 24სთ. 0.25 ყოველ 24სთ. 0.5 ყოველ 24სთ. 1გრ. ყოველ 24სთ.

როდესაც არსებობს მხოლოდ შრატისმიერი კრეატინინის მონაცემები, შეიძლება ვისარგებლოთ კრეატინინის კლირენსის განსაზღვრის შემდეგი ფორმულით:
მამაკაცი: კრეატინინის კლირენსი (მლწთ) = წონა(კგ)X140-ასაკი/72X შრატის კრეატინინი (მგ დლ)
ქალი: ზემოთ მოყვანილი მნიშვნელობა X 0.85
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ყოველი სეანსის დამთავრების შემდეგ აუცილებელია განმეორებითი დოზის შეყვანა, რომელიც პირველი დოზის ტოლია. მუდმივ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით, ცეფეპიმი შეიძლება გამოვიყენოთ საწყისი სარეკომენდაციო ნორმალური დოზით, დოზებს შორის ინტერვალი შეადგენს 48 სთ.

პრეპარატის გამოყენების მეთოდები:
ცეფეპიმის შეყვანა შეიძლება ვენაში ან ღრმად კუნთებში, კუნთის დიდ მასაში (მაგ. დუნდულა კუნთის ზედა, გარეთა კვადრანტში).
პრეპარატის ინტრავენური შეყვანა მიზანშეწონილია მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს, განსაკუთრებით შოკის საშიშროების პირობებში.
ინტრავენური გამოყენების მიზნით პრეპარატი პიკცეფი იხსნება 5 ან 10 მლ. სტერილურ წყალში, 5% გლუკოზის ხსნარში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, შეიყვანება ვენაში 3-5 წთ-ის განმავლობაში. ინტრავენურად სისტემაში შესაყვანად პრეპარატს ხსნიან სახვადასხვა გამხსნელებში  და შეჰყავთ არანაკლებ 30 წუთისა.
პრეპარატი პიკცეფის ხსნარები კონცენტრაციით 1 დან 40 მგმლ. შეთავსებადია შემდეგ პარენტერალურ ხსნარებთან: ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი, 5% ან 10% გლუკოზის ხსნარი, მ6 ნატრიუმის ლაქტატი, 5% გლუკოზისა და 0,9 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, რინგერ ლაქტატისა და 5% დექსტროზის ხსნარი.
პრეპარატ პიკცეფს კუნთში შესაყვანად ხსნიან დისტილირებულ წყალში, 5% დექსტროზის ხსნარში ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, საინექციო ბაქტერისტატულ წყალში პარაბენით ან ბენზილის სპირტით, 0,5 % ან 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში, როგორც ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია ნაჩვენები.
შენიშვნები: როგორც სხვა პარენტერალური სამკურნალო პრეპარატები, მომზადებული პრაპარატის ხსნარები უნდა შემოწმდეს მექანიკური მინარევების არარსებობაზე. შენახვის დროს ფლაკონში არსებულმა ფხვნილმა ან ხსნარმა შეიძლება ფერი შეიცვალოს, მარგამ ეს არ მოქმედებს პრეპარატის აქტივობაზე.
პიკცეფის ხსნარის მომზადება:

გამხსნელის მოცულობა (მლ) მიღებული ხსნარის მიახლოებითი მოცულობა (მლ) ცეფეპიმის მიახლოებითი კონცენტრაცია (მგმლ)
ინტრავენური შეყვანა:
500 მგფლაკონი
5 5.7 90
1 გრ ფლაკონი 10 11,4 90
კუნთში შეყვანა:
500 მგ ფლაკონი
1,5 2,2 240
1 გრ ფლაკონი 3,0 4,4 240

ჰიპერდოზირება:
რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციური დარღვევის მქონე პაციენტებში, დიალიზის გამოყენება დააჩქარებს ცეფეპიმის გამოყოფას ორგანიზმიდან; ამასთანავე ჰემოდიალიზი უმჯობესია პერიტონეალურ დიალიზზე. სამსაათიანი დიალიზის შემდეგ შეყვანილი პრეპარატის 68% გამოიყოფა ორგანიზმიდან. თირკმლის უკმარისობის დროს პერიტონეალური დიალიზი არ არის ეფექტური.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30ºС ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინტრავენურად და კუნთში გასაკეთებლად განკუთვნილი ხსნარები სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, ან 7 დღე-ღამე მაცივარში შენახვის დროს (2-8º).
ინახება შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე (30ºС-ზე ქვევით), ბავშვებისაგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა:პიკცეფი 1 გრ. იმ, ივ  საინექციო ფხვნილი 1 ფლაკონი + 10 მლ. ამპულა გამხსნელით.
სხვა ფარმაცევტული სახეობა: პიკცეფი 0,5 იმ, ივ  საინექციო ფხვნილი გამხსნელით.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
გაცემის წესი: რეცეპტით
მწარმოებელი: მუსტაფა ნევზატი ილაჩ სანაი ა.შ., თურქეთი

გაფრთხილება