პოლივიტი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინების კომბინაცია ბავშვებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

ვიტამინი A ……………………. 1500 სე
ვიტამინი B…………………… 1 მგ
ვიტამინი B2
(ნატრიუმის ფოსფატი) ………..
1.2 მგ
ვიტამინი B…………………… 2 მგ
ნიკოტინამიდი
(ვიტამინი PP) …………………
7 მგ
D-პანტენოლი …………………. 3 მგ
ვიტამინი C ……………………. 25 მგ
ვიტამინი D…………………… 400 სე
ვიტამინი E …………………….. 5მგ.

დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი, ნატრიუმის საქარინი, მეთილისა და პროპილის პარაბენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტამინი A: ცხიმში ხსნადი ვიტამინი, აუცილებელია ზრდისათვის, ასევე მონაწილეობს ეპითელური ქსოვილის დაცვისა და რეგენერაციის პროცესში. ეფექტურია ღამის მხედველობის დარღვევების მკურნალობისას,.
B ჯგუფის ვიტამინები: წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინები გვევლინებიან ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშიწყლოვანი ცვლის კატალიზატორებად. ვიტამინი B1 წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის მთავარ კოენზიმს. ვიტამინი B2 ასრულებს მთავარ როლს საკვები ნივთიერებებისაგან მიღებული ენერგიის ხარჯვაში. ვიტამინი B6 უპირველესად მონაწილეობს ცილოვან ცვლაში, შემდეგ ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლებში. გარდა ამისა მონაწილეობას იღებს ჰემოგლობინის სინთეზში.
ნიკოტინამიდი: წყალში ხსნადი PP ჯგუფის ვიტამინი ნიკოტინამიდი, გადაიქცევა რა ორგანიზმში ფერმენტ ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდად (ნად) და ნიკოტინამიდ დინუკლეოტიდ ფოსფატად (ნადფ), მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის ელექტრონულ რეაქციებში.
D-პანტენოლი: წყალში ხსნადი ვიტამინი, მონაწილეობს კოენზიმ A- ერთ-ერთი კომპონენტის შექმნაში, რომელიც ასრულებს მთავარ როლს ნახშირწყლოვან, ცხიმოვან და ცილოვან ცვლებში.
ვიტამინი C: წყალში ხსნადი ვიტამინი, წარმოადგენს მრავალი ფერმენტული და ინტრაცელულური ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის კატალიზატორს. მონაწილეს ნორმალური კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებში, კოლაგენის და სხვა უჯრედშიდა ნივთიერებების სინთეზში, ასევე ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
ვიტამინი D: ცხიმში ხსნადი ვიტამინი, მონაწილეობს კალციუმ-ფოსფოროვანი ბალანსის შენარჩუნებაში. ასევე ძვლის მინერალიზაციის პროცესებში.
ვიტამინი E – იცავს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალ უჯერ ცხიმოვან მჟავებს. ხელს უშლის რა თავისუფალი რადიკალების და კანცეროგენული ნიტროზამინების წარმოქმნას, უზრუნველყოფს იმ ქსოვილების ნორმალურ ფუნქციონირებას, რომლებსაც აქვთ მეზოდერმული წარმოშობა (გლუვი კუნთები, სისხლძარღვები, შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკო).
ჩვენებები:
კვებასთან დაკავშირებული ზრდისა და განვითარების დარღვევები ბავშვებში;
ჰიპოვიტამინოზისას და ნორმალური კვების შენარჩუნების მიზნით;
გადატანილი ინფექციური დაავადებების და ოპერაციების შემდეგ, სისუსტისა და ადვილად დაღლილობის შემთხვევაში, ასევე ორსულებსა და მეძუძურ დედებში;
არაბალანსირებული დიეტით გამოწვეული ვიტამინების დეფიციტის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება:
ბავშვები: 3 თვიდან 1 წლამდე ასაკის 5 მლ (1 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში;
1-დან 5 წლამდე ასაკის -7.5 მლ (1.5 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში;
5 წელზე ზევით ასაკის – 10 მლ (2 საზომი კოვზი) ერთხელ დღეში;
ორსულები და მეძუძური დედები – 10 მლ (2 საზომი კოვზი ერთხელ დღეში.
პოლივიტის გამოყენება შესაძლებელია როგორც მზა სიროფის სახით, ასევე წყალში, წვენსა და ფაფაში შერეული სახით.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერვიტამინოზთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ეროზიული ცვლილებები და ძალიან იშვიათად სიცხის შეგრძნება და სისუსტე, დაკავშირებული ნიკოტინამიდის მოქმედებასთან.
უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზის განვითარება.
◄ ორსულებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან, ვიტამინის ჰიპერდოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტერატოგენული ეფექტი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– რეტინოიდშემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გაზრდა.
– ბარბიტურატებმა და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება D ვიტამინის აქტივობის შემცირება გამოიწვიოს.
– ნიაცინთან და განგლიობლოკატორებთან თანადროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდა.
ვიტამინმა B6 შეიძლება მოგვცეს მცდარი შედეგი ერლიხის მეთოდით ურობილინოგენის განსაზღვრისას.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დავიწყოთ სიმპტომური მკურნალობა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: ABDY IBRAHIM Ilac. San.ve Tic. A. S., თურქეთი

გაფრთხილება