პრობილაკი

პრობილაკი

პრობილაკის ზოგადი ინფორმაცია

პრობილაკი. Probilac. ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ბიფიდობაქტერიები + ლაქტობაქტერიები. Bifidobacterium + Lactobacillus. მწარმოებელი ფირმა – Media Corporation (აშშ).

პრობილაკის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პრობილაკი. Probilac გამოდის კაფსულის ფორმით. ერთი კაფსულა შეიცავს 1*109 ცოცხალ ბაქტერიას: Lactobacillus acidofilus LA-5, Bifidobacterium BB-12. ერთი კაფსულა შეიცავს 180 მგ პრობიოტიკულ ნივთიერებას. დამხმარე ნივთიერებებია: დექსტროზა, კარტოფილის სახამებელი, ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

პრობილაკის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პრობილაკის ფასები ფარმადეპოში
პრობილაკის ფასები ავერსში
პრობილაკის ფასები psp-ში
პრობილაკის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პრობილაკი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პრობილაკის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პრობილაკის აქტიური ნივთიერებები

ბიფიდობაქტერიები + ლაქტობაქტერიები. ბიფიდობაქტერიებს + ლაქტობაქტერიებს მიაკუთვნებენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზების საშუალებების ჯგუფს.

პრობილაკის სინონიმები

ლინექს ფორტე (NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A),  ლინექსი ეუბიოტიკი (LINEX  eubiotic, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A, სლოვენია).

პრობილაკის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ნაწლავური მიკროფლორის კორეგირება

პრობილაკის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ნაწლავური მიკროფლორის მაკორეგირებელი საშუალება
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში:

– ნაწლავის ფლორის ნორმალიზაციისათვის: 1-3 კაფსულა დღეში.

– მოგზაურობის დროს: 1 კაფსულა დღეში სამჯერ. მისი მიღება იწყება მოგზაურობამდე 2 დღით ადრე და გრძელდება ორი დღე დაბრუნების შემდეგ.
– ნაწლავის ფლორაზე ანტიბიოტიკებს ნეგატიური მოქმედების თავიდან ასაცილებლად: 2-3 კაფსულა დღეში (ანტიბიოტიკოთერაპიის დროს პრეპარატი უნდა დაინიშნოს 3 საათში ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ). პრობილაკის მიღება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი კვირა ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

ბავშვებში:

0-დან 3წლამდე 1 კაფსულა ერთხელ დღეში – კაფსულა შეიძლება გაიხსნას შაქრიან წყალში ან მოეყაროს საკვებს; 3-დან 12 წლამდე: 1-2 კაფსულა დღეში. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25oC – ზე დაბალ ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში.

შენახვის ვადა 2 თვე. ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ