პულმოქსოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
– ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი/ ambroxol hydrochloride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
შემადგენლობა:
სიროფის თითოეული 5 მლ. შეიცავს 30მგ. ამბროქსოლ ჰიდროქლორიდის აქტიურ ნივთიერებას. სხვა ინგრედიენტები: ბენზოის მჟავა, სორბიტოლი, მარწყვის ექსტრაქტი.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიური თვისებები:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ავლენს მუკოლიზურ და ამოსახველებელ მოქმედებას. ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის მეტაბოლიტი. გამოხატული აქვს უფრო ძლიერი ამოსახველებელი ეფექტი. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს სურფაქტანტის წარმოქმნას, ზრდის მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას. ნახველის გათხიერების და ადჰეზიის შემცირების  ხარჯზე ავლენს ამოსახველებელ მოქმედებას და აადვილებს ნახველის გამოყოფას ხველების დროს, რომელიც გროვდება სასუნთქ გზებში. ზრდის ბრონქულ სეკრეციას და ამცირებს მის სიბლანტეს. მუკოლიზური მოქმედების შედეგად ირღვევა ლორწოს ადჰეზიურობა, მნიშვნელოვნად რბილდება ნახველი და ამის შედეგად ადვილდება მისი გამოყოფა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება.
არ მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 7-12 სთ. მეტაბოლიტები შარდთან ერთად გამოიყოფა. საბოლოო პროდუქტი, დიბროანტრანილის მჟავა განიცდის ბიოტრანსფორმაციას

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება რესპირატორული ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სიმპტომური მკურნალობის დროს, რომელსაც თან სდევს ლორწოს პათოლოგიური გასქელება, მისი სეკრეციის შემცირება და მუკოცილიარული კლირენსის მოშლა.

უკუჩვენება:
პულმოქსოლი არ ინიშნება ბრომჰექსინისა და ამბროქსოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

გაფრთხილება\განსაკუთრებული მითითებანი.
არ შეიძლება კოდეინთან და სხვა ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაცია. ამან შეიძლება გააუარესოს ნახველისა და ლორწოს გამოყოფა.
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური მოშლილობის და პეპტიური წყლულის დროს.

წამლისმიერი ურთიერთქმედება
შეუთავსებელია ხველისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კოდეინს, ატროპინის მსგავს საშუალებებთან და სეკრეციის შემამცირებელ მედიკამენტებთან.

გამოყენება ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა არ აჩვენა პრეპარატის ფეტოტოქსიურობა, მარგამ არ არსებობს ორსულებზე პრეპარატის კონტროლირებადი გამოკვლევები. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრსა და მეძუძურობის პერიოდში. გადადის დედის რძეში და თერაპიული დოზებით მიღება უარყოფითად არ მოქმედებს ბავშვზე.
განსაკუთრებული მითითებები პირებს, რომლებიც მართავენ ტრანსპორტს ან სხვა მექანიზმებს.
ზემოქმედებას არ ახდენს მძღოლზე,რომელიც მართავს რომელიმე ტიპის ტრანსპორტს.

მიღების წესი და დოზა
თუ არ არის ექიმის სხვა რეკომენდაციები, პულმოქსოლი ინიშნება შემდეგი წესით:
მკურნალობის პირველ 2-3 დღეს 5 მლ. 3-ჯერ დღეში, შემდეგ 5 მლ.  2-ჯერ დღეში

გვერდითი მოქმედება:
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, სისუსტე, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ზომები ჰიპერდოზირების შემთხვევაში.
მოწამვლის შემთხვევები არ აღნიშნულა. სპეციფიური ანტიდოტი არ გააჩნია. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
გამოშვების სავაჭრო ფორმა და შეფუთვის შემცველობა.
პულმოქსოლის სიროფი  მუქი მინის ფლაკონში. 1 ფლაკონი (150მლ) და საზომი კეპი(15 მლ, 2,5 მლ და 5 მლ- იანი ნიშნულებით) შეფუთული მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის წესები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC.
ინახება შეფუთვაში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი
ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება
გამოშვების ფორმა: 30მგ/5მლ სიროფი 150 მლ ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი

გაფრთხილება