მკურნალობა უცხოეთში


ადაპტოლი-ავერსის ზოგადი ინფორმაცია

ადაპტოლი-ავერსი. ADAPTOL – AVERSI. ანქსიოლიზური და საძილე  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –მებიკარი. Mebicar. მწარმოებელი ფირმა – ავერსი – რაციონალი (საქართველო).

ადაპტოლი-ავერსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ადაპტოლი-ავერსი. ADAPTOL – AVERSI გამოდის 300 მგ და 500 მგ ტაბლეტის ფორმით. 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: მებიკარს – 300 მგ ან 500 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი.

ადაპტოლ-ავერსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ადაპტოლ-ავერსი,  იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ადაპტოლი-ავერსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ადაპტოლ-ავერსის ფასები ფარმადეპოში
ადაპტოლ-ავერსის ფასები ავერსში
ადაპტოლ-ავერსის ფასები psp-ში
ადაპტოლ-ავერსის ფასები სხვა აფთიაქებში

ადაპტოლი-ავერსის აქტიური ნივთიერება

მებიკარი. Mebicar. ქიმიური დასახელება –ტეტრამეთილტეტრააზობიციკლოოქტადიონი. მებიკარს  მიაკუთვნებენ ანქსიოლიზური და საძილე საშუალებების ჯგუფს.

ადაპტოლი-ავერსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ნევროზები
  • ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით
  • სომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები, ნეიროლეფსიური საშუალებებით და ტრანქვილიზატორებით გამოწვეული
  • კარდიალგია, სხვადასხვა გენეზის
  • დამოკიდებულება ნიკოტინისადმი

ადაპტოლი-ავერსის საფირმო აღწერიდან

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით;
ფარმაკოლოგიური თვისებები
adaptoli-aversi წარმოადგენს ანქსიოლიზურ საშუალებას, რომელიც მოქმედებს ლიმბო-რეტიკულურ კომპლექსში შემავალი სტრუქტურების აქტივობაზე, კერძოდ, ჰიპოთალამუსის ემოციოგენურ ზონებზე. იგი ახდენს ნეირომედიატორული (გამა-ამინოერბომჟავა, ქოლინ-, სეროტონინ – და ადრენერგული) სისტემების ბალანსირებას, ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების ინტეგრაციას, მათ შორის ფსიქიკური ფუნქციების, ასევე ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებას. პრეპარატი ხსნის ან ასუსტებს მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობასა და გაღიზიანებას. adaptoli-aversis დამამშვიდებელი მოქმედება არ იწვევს მიორელაქსაციასა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სამუშაო დღის განმავლობაში (“დღის ტრანქვილიზატორი”), რადგან მას არ ახასიათებს გონებრივი ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. პრეპარატს არ გააჩნია საძილე ეფექტი, თუმცა იგი აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებას და არეგულირებს ძილს მისი დარღვევის შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენებისას არ აღინიშნება ეიფორიის ან ამაღლებული განწყობილების ჩამოყალიბება. adaptoli-aversi ხსნის ან ამსუბუქებს ნიკოტინით გამოწვეულ აბსტინენციას.
დამამშვიდებელი მოქმედების გარდა პრეპარატი ავლენს ნოოტროპულ მოქმედებას. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ პრეპარატის აქტიური მოქმედი ნივთიერება ზრდის აზროვნების სისწრაფესა და ლოგიკურობას, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, გონებრივი შრომისუნარიანობის მატებას. ამავე დროს იგი არ ასტიმულირებს პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური დარღვევების სიმპტომატიკას (ბოდვა, პათოლოგიური ემოციური აქტივობა).
adaptoli-averss გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, ამიტომ სხვადასხვა გენეზის ოქსიდანტური სტრესის დროს იგი მოქმედებს როგორც მემბრანომასტაბილიზებელი, ადაპტოგენური და ცერებროპროტექტორული საშუალება.
ფარმაკოკინეტიკა
adaptoli-aversi კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%-ს. მიღებული დოზის 40% უკავშირდება ერითროციტებს. დანარჩენი ნაწილი პლაზმაში იმყოფება თავისუფალი სახით, რის გამოც პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეუფერხებლად ვრცელდება ორგანიზმში და თავისუფლად გადის უჯრედულ მემბრანებს. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30 წთ-ის შემდეგ და მისი მაღალი დონის შენარჩუნება ხდება 3-4 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ იგი თანდათანობით მცირდება. მიღებული დოზის 55-70% გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი – ფეკალურ მასებთან ერთად უცვლელი სახით დღე-ღამის განმავლობაში.
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ორგანიზმში არ მეტაბოლიზდება და არ გროვდება.
ჩვენებები
• ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით;
• ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ტრანქვილიზატორების ამტანობის გაუმჯობესება მათ მიერ გამოწვეული სომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით;
• სხვადასხვა გენეზის კარდიალგია (რომელიც არ არის დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან);
• ნიკოტინისადმი დამოკიდებულება (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში).
მიღების წესები და დოზები
adaptoli-aversi მიიღება პერორალურად 300-500 მგ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 გ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მკურნალობისას ინიშნება 600-900 მგ 3-ჯერ დღეში, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევა და მოხსნის სინდრომი adaptoli-aversis მიმართ არ ვითარდება.
პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის.
პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე.
აუცილებლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
adaptoli-aversi ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (მაგ., კანის ქავილი) ან დისპეფსიური მოვლენების განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება, ასევე სისუსტე, თავბრუსხვევა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მებიკარის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში adaptoli-aversis გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების თავისებურებები:
განსაკუთრებული მითითებები არ გააჩნია.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არ აღინიშნება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია adaptoli-aversis გამოყენება სხვა ტრანქვილიზატორებთან (ბენზოდიაზეპინის ჯგუფის), ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოსტიმულატორებთან, საძილე და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან.
ჰიპერდოზირება:
adaptoli-aversi ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

 

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka