ბათაფლუ

ბათაფლუ

ბათაფლუს ზოგადი ინფორმაცია

ბათაფლუ. Bataflu. გაციების დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ქლორფენამინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Chlorphenamine + Ascorbic Acid. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R05X. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).

ბათაფლუს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბათაფლუ. Bataflu გამოდის 15 გ ფხვნილის ფორმით С ვიტამინით და ლიმონის გემოთი პაკეტში. 1 პაკეტი შეიცავს პარაცეტამოლს – 600.0 მგ-ს, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს – 10.0 მგ-ს, ქლორფენირამინის მალეატს – 4.0 მგ-ს, ვიტამინ C – ს (ასკორბინის მჟავა) – 50.0 მგ-ს. დამხმარე კომპონენტები: ვaაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ყვითელი საღებავი 6, ყვითელი საღებავი 10, ტიტანის ორჟანგი, საქაროზა, ლიმონის არომატიზატორი, სამფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ლომონმჟავა.

ბათაფლუს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბათაფლუ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბათაფლუს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბათაფლუს ფასები ფარმადეპოში
ბათაფლუს ფასები ავერსში
ბათაფლუს  ფასები psp-ში
ბათაფლუს  ფასები სხვა აფთიაქებში

ბათაფლუს აქტიური ნივთიერებები

პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ქლორფენამინი + ასკორბინის მჟავა. Paracetamol + Phenylephrine + Chlorphenamine + Ascorbic Acid.

ბათაფლუს სინონიმები

ეფექტი ჩაი (EPHACT TEA, AVERSI, საქართველო).

ბათაფლუს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებები
  • გრიპის სიმპტომები (ჰიპერტერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შეციება და ციებ-ცხელება, ცემინება, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება)

ბათაფლუს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიჰისტამინური საშუალება.
სწრაფად ხსნის თავისა და კუნთების ტკივილს, სიცხეს, ყელის ტკივილის, სურდოს.
ჩვენებები
ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და გრიპის სიმპტომების (ჰიპერტერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შეციება და ციებ-ცხელება, ცემინება, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება) მოსახსნელად.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 15 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4 სთ-ში, მაგრამ არა უმეტეს 3 პაკეტისა დღეში. მიღების წინ 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ადუღებულ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით და მიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს პრეპარატის ღამით, ძილის წინ მიღება იძლევა.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად – პერიფერიული სისხლის სურათის შეცვლა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარტის ცალკეული კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. 15 წლამდე ბავშვები. სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუნთოვანი გლაუკომის, ღვიძლის ან თირკმლების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის, ბრონქული ასთმა), შარდვის გაძნელება, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის ხანგრძლივობაა არა უმეტეს 3 დღისა. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობისას, 3 დღის განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურის, ასევე ახალი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა სასწრაფოდ მიმართოდ ექიმს.
გაფრთხილებები:
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატების გამოყენებით.
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლისა და ცნს-ზე დამრთგუნველად მოქმედი საშუალებების მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არასასურველია მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება. პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი იზრდება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების სხვა ინდუქტორების ერთდროული დანიშვნისას.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..