ბაუზოლი

ბაუზოლი

ბაუზოლის ზოგადი ინფორმაცია

ბაუზოლი. BAUZOLE. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – რაბეპრაზოლი. Rabeprazole. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A02BC04. მწარმოებელი ფირმა – ავერსი – რაციონალი (საქართველო).

ბაუზოლის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბაუზოლი. BAUZOLE გამოდის 20მგ ტაბლეტის ფორმით. ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის რაბეპრაზოლს – 20 მგ;დამხმარე ნივთიერებებს: სიმინდის სახამებელს, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, მაგნიუმის სტეარატს, ლაქტოზას, პოვიდონს, შემომგარსველი ნივთიერებების ნარევს – თაბცოატ Tabcoat TC YL – 315 (ET). აღწერა: ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაწლავში ხსნადი გარსით.

ბაუზოლის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბაუზოლი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბაუზოლის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბაუზოლის ფასები ფარმადეპოში
ბაუზოლის ფასები ავერსში
ბაუზოლის ფასები psp-ში
ბაუზოლის ფასები სხვა აფთიაქებში

ბაუზოლის აქტიური ნივთიერება

რაბეპრაზოლი. Rabeprazole. ქიმიური დასახელება –  2-[[[4-(3-მეთოქსიპროპოქსი)-3-მეთილ-2-პირიდილ]მეთილ]სულფინილ]ბენზიმიდაზოლი. ბრუტო–ფორმულა: C18H21N3O3S. რაბეპრაზოლს მიაკუთვნებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფს. CAS-კოდი: 117976-89-3.

ბაუზოლის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კუჭის წყლულოვანი დაავადება
  • 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • რეფლუქსი გასტროეზოფაგური ეროზიული
  • რეფლუქსი გასტროეზოფაგური წყლულოვანი
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი
  • მდგომარეობები, რომელთაც ახასიათებთ პათოლოგიური ჰიპერსეკრეცია
  • Helicobacter pylori– ის ერადიკაცია კუჭის წყლულოვანი დაავადების ან ქრონიკული გასტრიტის დროს
  • წყლულოვანი დაავადებები, Helicobacter pylori – ით გამოწვეული

ბაუზოლის საფირმო აღწერიდან

ბაუზოლის ფარმაკოლოგიური თვისებები

ბაუზოლი წარმოადგენს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატს. პროტონული ტუმბოს (H+-K+-ატფ-აზა) ინჰიბირების გზით პრეპარატი თრგუნავს მარილმჟავას სინთეზის საბოლოო სტადიას. აღნიშნული ეფექტი დოზადამოკიდებულ ხასიათს ატარებს და იწვევს მარილმჟავას როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვას.
წარმოადგენს რა სუსტ ფუძეს, რაბეპრაზოლი ნებისმიერი დოზით სწრაფად აბსორბირდება და კონცენტრირდება პარიეტული უჯრედების მჟავე გარემოში.
20 მგ რაბეპრაზოლის პერორალურად მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული მოქმედება მიიღწევა 1 სთ-ის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს 2-4 სთ-ში. მარილმჟავას ბაზალური და საკვებით სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვა პირველი დოზის მიღებიდან 23 სთ-ის შემდეგ შეადგენს 62 და 82%-ს შესაბამისად, ხოლო ამ მოქმედების ხანგრძლივობა კი – 48 სთ-ს.
რაბეპრაზოლის მაინჰიბირებელი ეფექტი რამდენადმე ძლიერდება მისი ყოველდღიური მიღებისას, ხოლო მკურნალობის დაწყებიდან 3 დღეში ხდება სეკრეციის სტაბილური ინჰიბირება. სეკრეტორული აქტივობა აღდგება რაბეპრაზოლის მიღების შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ.
In vitro ცდებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლი ბაქტერიოციდულად მოქმედებს Helicobacter pylori – ზე. რაბეპრაზოლის კომბინირება ანტიმიკრობულ საშუალებებთან იწვევს ლორწოვანი გარსის ეფექტურ შეხორცებას. კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 1 კვირის განმავლობაში 20 მგ რაბეპრაზოლის დღეში ორჯერ მიღებისას 2 ანტიბიოტიკთან კომბინაციაში, მაგ. კლარიტრომიცინთან და ამოქსიცილინთან ან კლარიტრომიცინთან და მეტრონიდაზოლთან ერთად, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში, Н. Pylori – ის ერადიკაციის დონე აღემატება 80%-ს. მკურნალობის რეჟიმის შერჩევისას პერსისტირებადი ინფექციის დროს საჭიროა ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მეორადი რეზისტენტობის განვითარების საშიშროების გათვალისწინება.
პრეპარატი ზრდის გასტრინის სეკრეციას, რაც განპირობებულია მარილმჟავას პროდუქციის ინჰიბირებით. გასტრინის დონე ნორმას უბრუნდება მკურნალობის შეწყვეტიდან 1-2 კვირის შემდეგ.
კვლევებმა აჩვენა, რომ 20 მგ რაბეპრაზოლის მიღება 2 კვირის განმავლობაში არ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, პარათიროიდული ჰორმონის, კორტიზოლის, ესტროგენის, ტესტოსტერონის, პროლაქტინის, ქოლეცისტოკინინის, სეკრეტინის, გლუკაგონის, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის, მალუთეინიზებელი ჰორმონის, რენინის, ალდოსტერონის, სომატოტროპული ჰორმონის კონცენტრაციაზე პლაზმაში.

ბაუზოლის ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღების შემდეგ რაბეპრაზოლი სწრაფად შეიწოვება ნაწლავიდან. 20 მგ რაბეპრაზოლის მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 3.5 სთ-ში. ღვიძლში პირველადი გავლის ეფექტის გამო ბიოშეღწევადობა შეადგენს 52%-ს. ბიოშეღწევადობა არ იცვლება პრეპარატის მრავალჯერადი მიღების შემდეგ. საკვები გავლენას არ ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 97%. პლაზმაში არსებული ძირითადი მეტაბოლიტებია თიოეთერი (М1) და ნახშირმჟავა (М6), მეორადი მეტაბოლიტები, რომლებიც შედარებით მცირე კონცენტრაციით გვხვდება, არიან სულფონები (М2), დემეთილთიოეთერი (М4), მერკაპტურის მჟავას კონიუგატი (М5). ანტისეკრეტორული მოქმედება გააჩნია მხოლოდ დემეთილის მეტაბოლიტს (М3), თუმცა იგი პლაზმაში არ გვხვდება. პრეპარატის T1/2 შეადგენს 0.7-1.5 სთ-ს, მიღებული დოზის 90% გამოიყოფა შარდთან ერთად 2 მეტაბოლიტის – M5 და M6 სახით, დანარჩენი გამოიყოფა განავალთან ერთად. ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყოფა შენელებულია, თუმცა მისი კუმულაცია არ აღინიშნება.

ბაუზოლის ჩვენებები

მონოთერაპიის სახით:
• კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
• ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური და ხანგრძლივი მკურნალობა;
• ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან ისეთი მდგომარეობები, რომელთაც ახასიათებთ პათოლოგიური ჰიპერსეკრეცია.
კომბინაციაში ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად:
• Helicobacter pylori– ის ერადიკაცია კუჭის წყლულოვანი დაავადების ან ქრონიკული გასტრიტის დროს;
• Helicobacter pylori – ით გამოწვეული წყლულოვანი დაავადებების მკურნალობა და მათი რეციდივების თავიდან აცილება.

ბაუზოლის მიღების წესები და დოზები

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში რეკომენდებულია 20 მგ ბაუზოლის მიღება დღეში ერთხელ, 4-6 კვირის განმავლობაში.
რიგ შემთხვევებში, 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფაზაში სასურველი ეფექტის მისაღებად საკმარისია 10 მგ ბაუზოლის მიღება დღეში ერთხელ.
12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას. არასრული შეხორცების შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებით 4 კვირიანი კურსის ჩატარება.
კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება 6 კვირის განმავლობაში. არასრული შეხორცების შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებით 6 კვირიანი კურსის ჩატარება.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს რეკომენდებულია 20 მგ რაბეპრაზოლის მიღება დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10 ან 20 მგ-ს დღეში ერთხელ.
Helicobacter pylori – ის ერადიკაციისთვის მოწოდებულია მკურნალობის 7 დღიანი კურსი შემდეგი პრეპარატების კომბინაციით:
20 მგ ბაუზოლი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარიტრომიცინი დღეში ორჯერ + 1 გ ამოქსიცილინი დღეში ორჯერ; ან 20 მგ ბაუზოლი დღეში ორჯერ + 500 მგ კლარიტრომიცინი დღეში ორჯერ + 400 მგ მეტრონიდაზოლი დღეში ორჯერ.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის სამკურნალოდ ინიშნება 60 მგ ბაუზოლი ერთხელ დღეში, დოზა შემდგომში შესაძლოა გაიზარდოს 100 მგ-მდე დღეში ერთხელ ან 60 მგ დღეში ორჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ შედეგზე, თუმცა რიგ შემთხვევებში მკურნალობა გრძელდება 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა პრეპარატის ერთჯერადი გამოყენება, რეკომენდებულია ბაუზოლის მიღება უზმოზე. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ბაუზოლის აქტივობაზე.
დაუშვებელია ტაბლეტის მთლიანობის დარღვევა, დაღეჭვა ან დანაწევრება.

ბაუზოლის გვერდითი მოვლენები

კლინიკური კვლევების მიხედვით ბაუზოლი ადვილად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოდაა გამოხატული და გარდამავალ ხასიათს ატარებს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, იშვიათად _ ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე: იშვიათად – ერითემა, ბულოზური გამონაყარი.

ბაუზოლის უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.

ბაუზოლის განსაკუთრებული მითითებები

ბაუზოლით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობა, რადგან პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლოა მოხდეს სიმპტომების მასკირება და სიმსივნის სწორი დიაგნოზის დადგენის გადავადება. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ, თუმცა სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის საწყისი დოზის შერჩევისას ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს.
ბავშვებში ბაუზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რაგან არ არსებობს პრეპარატის პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.

ბაუზოლის ჭარბი დოზირება

ჰიპერდოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. დღეში 80 მგ პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს პაციენტის საერთო მდგომარეობაზე.
მკურნალობა: პრეპარატის ჭარბი დოზებით მიღების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია. რაბეპრაზოლის მიმართ სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამის გამო რთულია პრეპარატის გამოყვანა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

ბაუზოლის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ბაუზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლის ციტოქტომ P450 –ის სისტემის ფერმენტების მიერ. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლი არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას ამოქსიცილინთან და იმ პრეპარატებთან, რომლებიც ასევე მეტაბოლიზდებიან ციტოქტომ P450 –ის სისტემის საშუალებით (ვარფარინი, ფენიტოინი, თეოფილინი, დიაზეპამი).
ბაუზოლი იწვევს მარილმჟავას სეკრეციის მნიშვნელოვან და ხანგრძლივ დაქვეითებას, რაც გასათვალისწინებელია იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომელთა აბსორბციაც დამოკიდებულია კუჭის შიგთავსის рН-ზე.
ერთდროული გამოყენებისას ბაუზოლი იწვევს კეტოკონაზოლის კონცენტრაციის შემცირებას და დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დოზების კორექცია.
ბაუზოლისა და კლარიტრომიცინის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია ერთდროული გამოყენებისას იზრდება 24% და 50% შესაბამისად, რაც უფრო მეტად მოსახერხებელია H.pylori – ის ერადიკაციისათვის. რაბეპრაზოლი გავლენას არ ახდენს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმზე.
რკინის პრეპარატები ამცირებენ რაბეპრაზოლის ეფექტურობას, ამიტომ სასურველია მათი მიღება ბაუზოლის მიღებამდე 2 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

ბაუზოლის შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ბაუზოლის ვარგისიანობის ვადა :

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
დაუშვებელია პრეპარატის მაცივარში შენახვა.

ბაუზოლის გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..