nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


კორსიზი

კორსიზის ზოგადი ინფორმაცია

კორსიზი. CORSIZ. აქტიური ნივთიერებები – პიტნის ზეთი + ფენობარბიტალი + ეთილბრომიზოვალერიანატი. Menthae piperitae foliorum oleum + Phenobarbital + Ethylbromisovalerinate. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N05CB02. მწარმოებელი ფირმა – ავერსი-რაციონალი (საქართველო).

კორსიზის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კორსიზი. CORSIZ გამოდის ტაბლეტის ფორმით. აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ჩანართებიანი, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლით; 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერს – 8.2 მგ, ფენობარბიტალს – 7.5 მგ, პიტნის ზეთს – 0.58 მგ.დამხმარე ნივთიერებებია: ბეტა-ციკლოდექსტრინი, კარტოფილის სახამებელი, ტაბლეტოზა 80, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

კორსიზის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კორსიზის ფასები ფარმადეპოში
კორსიზის ფასები ავერსში
კორსიზის ფასები psp-ში
კორსიზის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კორსიზი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კორსიზის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კორსიზის აქტიური ნივთიერებები

პიტნის ზეთი + ფენობარბიტალი + ეთილბრომიზოვალერიანატი. Menthae piperitae foliorum oleum + Phenobarbital + Ethylbromisovalerinate. პიტნის ზეთს + ფენობარბიტალს + ეთილბრომიზოვალერიანატს მიაკუთვნებენ სედატიური საშუალებების ჯგუფს.

კორსიზის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ნევროზი
  • აგზნებადობა
  • უძილობა
  • ჩაძინების გაძნელება
  • ნეიროცირკულატორული დისტონია
  • ტაქიკარდია
  • კორონაროსპაზმი, არამკვეთრად გამოხატული
  • ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია
  • სპაზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, ნეიროვეგეტატიური აშლილობით გამოწვეული

კორსიზის საფირმო აღწერიდან

კორსიზის ფარმაკოლოგიური თვისებები

კორსიზი წარმოადგენს სედატიურ, სისხლძარღვთა გამაფართოებელ, სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას. პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, იგი აადვილებს ბუნებრივი ჩაძინების პროცესს. ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ხასიათდება სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედებით, ჭარბ დოზებში ამჟღავნებს მსუბუქ საძილე ეფექტსაც.
ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და სუსტი სპაზმოლიზური მოქმედება.
პიტნის ზეთი რეფლექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.

კორსიზის ჩვენებები

• ნევროზი, აგზნებადობა, უძილობა, მათ შორის ჩაძინების გაძნელება;
• ნეიროცირკულატორული დისტონია;
• ტაქიკარდია;
• არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმი;
• ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების სპაზმი, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური აშლილობით.

კორსიზის მიღების წესები და დოზები

დოზირება და მკურნალობის რეჟიმის ხანგრძლივობის დადგენა ხდება მკურნალი ექიმის მიერ, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად.
მოზრდილებში, როგორც წესი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ტაქიკარდიისა და კორონაროსპაზმის დროს ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე.

კორსიზის გვერდითი მოვლენები

კორსიზი ადვილად გადაიტანება. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც კი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენები შექცევადია და დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ადვილად გაივლის.

კორსიზის უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.

კორსიზის განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება კორსიზით

სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
კორსიზს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია.

კორსიზის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კორსიზი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანქვილიზატორების, ალკოჰოლის მოქმედებას.
ვალპროის მჟავით მკურნალობის დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება.

კორსიზის შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

კორსიზის გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka