ლამიკარინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: L- კარნიტინი – 324 მგ; ლამინარია – 93 მგ.
ჩვენებები
იმუნოდეფიციტი
-ხშირად მოავადე ბავშვები
– მადის უქონლობა
– არითმია
– გულის უკმარისობა
-გულის იშემიური დაავადება
– კარდიომიოპათია
– ცნს-ში სისხლის მიმოქცევის მოშლა
– ასთენია და ვეგეტონევროზი
ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა
-ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება
– შაქრიანი დიაბეტი
– დიაბეტური ნეიროპათია
– თირეოტოქსიკოზი
– ალკოჰოლიზმი და ნარკომანია
– ორსულობა და ლაქტაცია
– კატარაქტის პროფილაქტიკა
– ლორწოვანი გარსების ეროზია და წყლული
– ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
– პოსტოპერაციული და პოსტტ რავმული პერიოდი
– ქიმიოთერაპიის შემდგომი სისუსტე
– მამაკაცთა უნაყოფობა
მიღების
წესები და დოზები
მოზრდილები – 3 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბავშვები – 20 მგ კარნიტინი 1 კგ წონა ზე 1-ჯერ დღე ში.
გვერდითი
მოვლენები
იშვიათად არტერიული წნევის მომატება, გულის ცემის გახშირება, მსუბუქი გასტროინტესტინური მოვლენები (გულისრევა, დიარეა)
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ, ურემია.
ორსულობა
და
ლაქტაცია
ორსულობის დროს ორგანიზმში იქმნება კარნიტინის დეფიციტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც ორსულის ზოგადი სისუსტე, ასევე ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარების შეფერხება.
ცნობილია, რომ L-კარნიტინის ბიოსინთეზი არის ასაკდამოკიდებული პროცესი. 1 წლამდე ასაკში გამა-ბუტირობეტაინ-ჰიდროქსილაზას (L-კარნიტინის სინთეზში მონაწილე ფერმენტი) აქტივობა ღვიძლში შეადგენს 12%-ს, ხოლო 3 წლის ასაკისთვის აღწევს 30%-ს. მხოლოდ 15 წლისათვის აღწევს სრულყოფილ აქტივობას.
ახალშობილი L-კარნიტინს იღებს დედის რძიდან. ამიტომ, კარნიტინის დამატება მეძუძური დედის რაციონში უზრუნველყოფს როგორც დედის, ასევე ახალშობილის ორგანიზმში L-კარნიტინის დეფიციტის შევსებას.
– აუმჯობესებს ლაქტაციას
– აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან
– წონის დეფიციტის შემთხვევაში აძლიერებს მადას და ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის განვითარებას
– შთანთქავს ენდო და ეგზო ტოქსინებს
– ახდენს ფერმენტული სისტემის სტიმულაციას
– აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას
განსაკუთრებული მითითებები
L-კარნიტინი არის ძირითადი ამინომჟავა, რომელიც ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, რომლებიც წარმოქნიან ენერგიას უჯრედებისთვის და შესაბამისად, მთელი ორგანიზმისთვის. გრძელ ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიაში განიცდის β- და ჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ატფ, როგორც უპირველესი ენერგეტიკული საწვავი.
ცხიმოვანი მჟავების β
-ოქსიდაცია უმ ნიშვნელოვანესია კუნთოვანი ქსოვილისათვის, რომლის ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია ცხიმოვანი მჟავების წვის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიაზე.
L-კარნიტინი ძირითად როლს ასრულებს ენერგიის წარმოქმნაში და განამტკიცებს ორგანიზმის ყველა იმ ფუნქციას, რომელიც დიდი რაოდენობით ენერგიის ხარჯვას მოითხოვს.
ორგანიზმში L-კარნიტინის უკმარისობა იწვევს გულ–სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და იმუნური სისტემების სხვადასხვა პათოლოგიებს.
ლამინარია (ზღვის კომბოსტო) შეიცავს რკინას და ვიტამინების დიდ რაოდენობას (A, C, D, B1, B2, B3, B6, B12, E, K, PP). შეიცავს ასევე იოდს, კალიუმს, კალციუმს, კობალტს, ფოსფორს და თუთიას.
მნიშვნელოვანია, რომ კარნიტინის სინთეზისა და შეწოვისათვის აუცილებელია რკინისა და ვიტამინების მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი არაეფექტურია. ეს გარემოება დაედო საფუძვლად ლამიკარინის შექმნას.

-აუმჯობესებს მიოკარდიუმის მუშაობას
-აღადგენს ენერგიის დეფიციტს კარდიომიოციტებში
– აუმჯობესებს მიოკარდიუმის გამტარებლობას
– აუმჯობესებს უჯრედის მეტაბოლიზმს და ამცირებს ჰიპოქსიას
– იცავს უჯრედებს მეტაბოლიზმის შედაგად წარმოქმნილი ტოქსინებისა და თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან
– ახორციელებს ქსოვილოვანი აციდოზის პრევენციას
– ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას

აუმჯობესებს ნერვული უჯრედების მეტაბოლიზმს
– ამცირებს ჰიპოქსიას იშემიის ზონაში
– აღადგენს ნეირონების მიელინურ გარსს
– აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას ნერვულ სინაფსებში
– აუმჯობესებს მეხსიერებას
– ანელებს ტვინის დაბერების პროცესს
– ხელს უწყობს სტრესისა და ნერვული დაძაბულობის მოხსნას

ახდენს გლუკოზის მაქსიმალურ უტილიზაციას, რის შედეგადაც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს
– აფერხებს დიაბეტური ნეიროპათიის განვითარებას.
– ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას – იცავს ბროლის ალფა-კრისტალინს შაპერონების მავნეზემოქმედებისგან, რომელიც წარმოიქმნება ჟანგვითი პროცესების დროს. ამცირებს ბროლის პროტეინების პოსტტრანსლაციურ მოდიფიკაციას
– ავსებს ორგანიზმში იოდის დეფიციტს (1 კაფსულა შეიცავს 30 მკგ იოდს)
– ასტიმულირებს ღვიძლის ფერმენტულ სისტემას
– აძლიერებს ცილის სინთეზს, რის შედეგადაც აუმჯობესებს ქსოვილების რეპარაციულ შესაძლებლობებს
– ააქტიურებს სპერმატოგენეზს და ზრდის სპერმატოზოიდების აქტივობას
გამოშვების ფორმა:
კაფსულა #180
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ბიოენერჯი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook