nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


  ლივ – ანგინი

ლივ – ანგინის ზოგადი ინფორმაცია

ლივ – ანგინი. LIV – ANGIN. ადგილობრივი გამოყენების პრეპარატების ჯგუფის ანტისეპტიკური სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ამილმეტაკრეზოლი + დიქლორბენზილის სპირტი. Amylmetacresol+ Spiritus dichlorbenzine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R02AA20. მწარმოებელი ფირმა – ავერსი – რაციონალი (საქართველო).

ლივ – ანგინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ლივ – ანგინი. LIV – ANGIN გამოდის საწუწნი ტაბლეტის ფორმით. 1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 2.4-დიქლორბენზილის სპირტს – 1.2 მგ, ამილმეტაკრეზოლს – 0.6 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ლევომენთოლი, შაქარი, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა, ჟოლოს არომატიზატორი და საღებავი Azorubine (E 122) (ლივ-ანგინი ჟოლოს არომატით), ფორთოხლის არომატიზატორი და საღებავი Sunset Yellow FCF (E 110) (ლივ-ანგინი ფორთოხლის არომატით), თაფლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი და საღებავი Quinoline Yellow (E 104) (ლივ-ანგინი თაფლისა და ლიმონის არომატით). აღწერა: ჟოლოსფერი (ჟოლოს არომატით), ნარინჯისფერი (ფორთოხლის არომატით) ან ღია ყვითელი ფერის (თაფლისა და ლიმონის არომატით), მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, საწუწნი ტაბლეტები.

ლივ – ანგინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ლივ – ანგინის ფასები ფარმადეპოში
ლივ – ანგინის ფასები ავერსში
ლივ – ანგინის ფასები psp-ში
ლივ – ანგინის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ლივ – ანგინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ლივ – ანგინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ლივ – ანგინის აქტიური ნივთიერებები

ამილმეტაკრეზოლი + დიქლორბენზილის სპირტი. Amylmetacresol+ Spiritus dichlorbenzine. ამილმეტაკრეზოლს + დიქლორბენზილის სპირტს მიაკუთვნებენ ანტისეპტიკების და დეზინფექციის საშუალებების ჯგუფს.

ლივ – ანგინის სინონიმები

სტრეპსილსი (STREPSILS, Reckitt Benckiser Nealthcare, დიდი ბრიტანეთი).

ლივ – ანგინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • პირის ღრუს დაავადებები, ინფექციურ-ანთებითი
  • ყელის  დაავადებები, ინფექციურ-ანთებითი
  • ხახის  დაავადებები, ინფექციურ-ანთებითი
  • ხორხის  დაავადებები, ინფექციურ-ანთებითი
  • ტონზილიტი
  • ფარინგიტი
  • ლარინგიტი
  • ლარინგიტი, პროფესიული ხასიათის
  • გინგივიტი
  • სტომატიტი
  • რძიანა

ლივ – ანგინის საფირმო აღწერიდან

ლივ – ანგინის ფარმაკოლოგიური თვისებები

ლივ-ანგინი პირის ღრუსა და ყელის ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებს. ამასთანავე, ლორწოვანი გარსის სიცივის რეცეპტორების სტიმულაციის გზით, იგი ადგილობრივად ავლენს საანესთეზიო თვისებებს; in vitro ხელს უშლის უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდის პროცესს, რაც განპირობებულია მიკრობული უჯრედის კედლის შემადგენლობაში შემავალი ცილის კოაგულაციით; ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ხსნის ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანების სიმპტომებს, ამცირებს შეშუპებას, ყელის ტკივილს, აადვილებს ცხვირით სუნთქვას, ხასიათდება კარგი ამტანობითა და სასიამოვნო გემოთი.

ლივ – ანგინის ფარმაკოკინეტიკა

მონაცემები ლივ-ანგინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არსებობს, რადგან პრეპარატი ხასიათდება ძალიან მცირე სისტემური აბსორბციით.

ლივ – ანგინის ჩვენებები

ლივ-ანგინი გამოიყენება პირის ღრუს, ყელის, ხახისა და ხორხის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და საწყისი სტადიის სიმპტომური მკურნალობისათვის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში): ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი (მათ შორის, პროფესიული ხასიათის), გინგივიტი, სტომატიტი, რძიანა.

ლივ – ანგინის მიღების წესები და დოზები

მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია ნელა გაიწუწნოს ლივ-ანგინის 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში (მოზრდილები) ან ყოველ 4 სთ-ში (ბავშვები) ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6-8 ტაბლეტს.

ლივ – ანგინის გვერდითი მოვლენები

პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

ლივ – ანგინის უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ლივ-ანგინი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ორსულობა და ლაქტაცია
ლივ-ანგინის უსაფრთხოება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისას დადგენილი არ არის, თუმცა უარყოფითი ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდის განმავლობაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

ლივ – ანგინის განსაკუთრებული მითითებები

თუ დაავადება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, რთულდება მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით ან სხვა სიმპტომებით, საჭიროა ექიმის მიერ მკურნალობის სქემის გადახედვა.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს 1.52 გ შაქარს და 0.95 გ გლუკოზას.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება ლივ – ანგინით

მცირე სისტემური აბსორბციის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.

ლივ – ანგინის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ლივ-ანგინსა და სხვა ჯგუფის სამკურნალო საშუალებებს შორის არ გამოვლენილა.

ლივ – ანგინის შენახვის პირობები და ვადები

ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ლივ – ანგინის გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka