სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ეთანოლი/ethanol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ანტისეპტიკური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გარეგანი გამოყენების ხსნარი 1 ფლაკონი
ეთანოლი 95% 50 მლ ან 100 მლ

შეფუთვა
50 მლ ან 100 მლ მინის ან პოლიმერულ (PET) ფლაკონში ხრახნიანი ყელით მოხუფული ხრახნიანი ალუმინის (საწარმოოს ლოგოტიპით) ან პოლიეთილენის ჩაჩით პირველადი გახსნის კონტროლით

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოლოგიური თვისებებით სამედიცინო ანტისეპტიკური ხსნარი (95% ეთანოლი) მიეკუთვნება ანტისეპტიკურ საშუალებას.
ეთანოლის ანტიმიკრობული მოქმედება აიხსნება მისი უნარით მოახდინოს ცილების გაუწყლოება და დენატურაცია.
ეთანოლი იწვევს კანის სისხლძარღვების გაფართოებას, შეიგრძნობა სითბო, მაგრამ არ იზრდება ორგანიზმის ტემპერატურა, რადგან იზრდება სითბოს გაცემა, ეთანოლის დიდი დოზით მიღებისას სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მეტად ქვეითდება.

ჩვენებები
ეთანოლი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ძირითადად როგორც გარეგანი ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური და გამაღიზიანებელი საშუალება დასაზელად და კომპრესებისათვის.
ეთანოლის ანტისეპტიკური თვისება გამოიყენება ქირურგიული ინსტრუმენტების, საოპერაციო მიდამოს სტერილიზაციისათვის და ოპერაციის წინ სამედიცინო პერსონალის ხელების დასამუშავებლად.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება კარგად დახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 5 წელი

გამოშვების ფორმა: 95% ეთანოლი 100 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიმერული მასალის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ბიოპოლუსი, საქართველო

გაფრთხილება

 

Share this...Share on Facebook
Facebook