ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები

  • თურმანიძის მალამოები

  ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები

ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტების ზოგადი ინფორმაცია

ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები. Flavamed effervescent tablets. მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. მწარმოებელი ფირმა – გერმეს არცნაიმიტელ გმბჰ (გერმანია).

ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტების შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები. Flavamed effervescent tablets გამოდის 60 მგ შუშხუნა ტაბლეტის ფორმით. თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. სხვა ინგრედიენტებია: ლიმონის მჟავა უწყლო , ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, საქარინ-ნატრიუმი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, უწყლო ლაქტოზა, მანიტი, სორბიტი. ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტების აღწერა და შეფუთვა: მრგვალი თეთრი ტაბლეტები სწორი ზედაპირით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით. ტაბლეტები შეფუთულია ალუმინის ან პოლიპროპილენის ტუბში პოლიეთილენის ხუფით, რომელიც იცავს ტენისგან. შუშხუნა ტაბლეტების შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. გასაყიდ შეფუთვაში არის 10 ან 20 ცალი ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები. შესაძლებელია გაყიდვაში ყველა სახის შეფუთვა არ იყოს.

ფლავამედის (შუშხუნა ტაბლეტები) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფლავამედის (შუშხუნა ტაბლეტები) ფასები ფარმადეპოში
ფლავამედის (შუშხუნა ტაბლეტები) ფასები ავერსში
ფლავამედის (შუშხუნა ტაბლეტები) ფასები psp-ში
ფლავამედის (შუშხუნა ტაბლეტები) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფლავამედი (შუშხუნა ტაბლეტები) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფლავამედის (შუშხუნა ტაბლეტები) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტების აქტიური ნივთიერება

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. ქიმიური დასახელება – ტრანს-4-[[(2-ამინო-3,5-დიბრომფენილ)მეთილ]ამინო]ციკლოჰექსანოლი ( ჰიდროქლორიდის სახით). ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტუმულატორების ჯგუფს.

ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტების სინონიმები

ამბროქსოლი (Ambrox-Denk 60, Denk Pharma, გერმანია), პულმოქსოლი (Pulmoxol, Asfarma, თურქეთი), სეკროლი 30 მგ (SECROL 30 mg, Bilim, თურქეთი), სეკროლი საბავშვო სიროფი (SEKROL Pediatric Syrup, Bilim, თურქეთი), ფლავამედი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი ხსნარი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ჰალიქსოლი სიროფი (HALIXOL, EGIS, უნგრეთი), ჰალიქსოლიტაბლეტები (HALIXOL, EGIS, უნგრეთი).

ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტების გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ფილტვებისა და ბრონქების დაავადებები, ბლანტი ნახველის თანხლებით მიმდინარე

ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტების საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები – არის მუკოლიზური საშუალება, (ამცირებს ნახველის სიბლანტეს), რომელიც განკუთვნილია სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისთვის.
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები გამოიყენება ფილტვებისა და ბრონქების ბლანტი ნახველის თანხლებით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღების შედეგად ბლანტი ნახველი ხდება უფრო თხევადი და ადვილად გამოიყოფა სასუნთქი გზებიდან ხველის დროს.
მიღების წესები და დოზები
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები მიიღება ზუსტად ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ, ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღების დროს საჭიროა ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის დაცვა. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების არასწორი გამოყენების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოცემული ჩანართის შენახვა შემდგომი გამოყენებისთვის.
თუ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, ჩვეულებრივი დოზირება არის შემდეგი:
ასაკიერთჯერადი დოზამაქს. სადღეღამისო დოზა
12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებიპირველი 2-3 დღის განმავლობაში ½ შუშხუნა ტაბლეტი სამჯერ დღეში (რაც შეესაბამება 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 3 ჯერ დღე-ღამეში), შემდეგ ½ შუშხუნა ტაბლეტი ორჯერ დღეში (რაც შეესაბამება 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 2 ჯერ დღე-ღამეში)1½ შუშხუნა ტაბლეტი (რაც შეესაბამება 90 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს)
მითითება:
მოზრდილთათვის სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 ტაბლეტამდე ორჯერ დღე-ღამეში.
გამოყენების წესი
შუშხუნა ტაბლეტები იხსნება ჭიქა წყალში და აღნიშნული ხსნარი მიიღება საკვების მიღების შემდეგ.
შუშხუნა ტაბლეტების შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
გამოყენების ხანგრძლივობა
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდებული.
იმ შემთხვევაში თუ ჩივილები ისევ რჩება პრეპარატის მიღებიდან 4-5 დღის მერეც ან მდგომარეობა გაგიუარესდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მოქმედება ძალიან ძლიერია ან, პირიქით, არ არის საკმარისი.
გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებას, ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტებსაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება.
ქვემოთ მოყვანილი მნიშვნელობები ემყარება გვერდითი მოვლენების სიხშირის შემდეგ მონაცემებს:
ძალიან ხშირად:10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირად:10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს
ზოგჯერ:100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 1000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს
იშვიათად:1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს
ძალიან იშვიათად:10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
ცნობილი არ არისარსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.
გვერდითი მოვლენები:
დარღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
ზოგჯერ: გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, ღებინება.
დარღვევა კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ძალიან იშვიათად: ძლიერი რეაქციები კანის მხრივ, მაგალითად, ლაიელის სინდრომი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. ნაწილი 2. ,,განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების გამოყენებისას”)
ზოგადი დარღვევა და ადგილობრივი რეაქციები:
ზოგჯერ: ალერგიული რექციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ქოშინი, ქავილი, ტემპერატურის მომატება.
ძალიან იშვიათად: ძლიერი ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები შოკურ მდგომარეობამდე.
საპასუხო ზომები:
რომელიმე ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღება.
თუ რომელიმე ზემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენა გაგირთულდათ, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
– ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები) მოქმედი ნივთიერების (ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი) ან ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 ~ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების შემადგენლობა~).
– 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების გამოყენებამდე შემდეგ შემთხვევაში:
– თუ გამოვლინდა მწვავე ალერგიული რეაქცია კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).
• სტივენს-ჯონსონის სინდრომი – არის დაავადება, რომელსაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, რომლის დროსაც კანი და ლორწოვანი გარსები იფარება გამონაყარით და ბუშტუკებით
• სიცოცხლისათვის სახიფათო ლაიელის სინდრომი ცნობილია აგრეთვე ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის სახელწოდებით. მისი ნიშანია კანზე გამოვლენილი დამწვრობის მსგავსი ბუშტუკები.
ამიტომ კანზე ან ლორწოვან გარსებზე ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღება და მიმართეთ ექიმს.
– თუ გაქვთ ჰისტამინის მიმართ აუტანლობა, თავი შეიკავეთ ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების ხანგრძლივი მიღებისაგან, რადგან პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ზეგავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეუძლია გამოიწვიოს აუტანლობის/ალერგიის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, სურდო, კანის ქავილი და ა.შ.).
– თირკმელების ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში, ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები მიიღება სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვით (ე.ი. დოზის შემცირებით ან პრეპარატის მიღებებს შორის დროის ინტერვალის გაზრდით; უფრო სრული ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს). თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს შესაძლებელია ორგანიზმში ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების დაშლის პროდუქტების დაგროვება.
– ჭარბი რაოდენობის ლორწოს წარმოქმნით მიმდინარე ბრონქების იშვიათი დაავადების შემთხვევაში (მაგალითად, პირველადი ცილიარული დისკინეზიის სინდრომი), რომლის დროსაც ნახველი არ გამოიყოფა ფილტვებიდან, ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
– წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში, ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღების საკითხზე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რადგან მუკოლიზურ პრეპარატებს შეუძლია კუჭის ლორწოვანი გარსის მუკოზური ბარიერის დარღვევა. ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მიღების წინ მიმართეთ ექიმს.
ბავშვები
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების დანიშვნა ბავშვებში ნებადართულია მხოლოდ 12 წლის ასაკიდან.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე სასურველია კონსულტაციისათვის მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით!
ამჟამად ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს. თუმცა, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების მოქმედ ნივთიერება შესაძლებელია გადავიდეს დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ფლავამედი® ფორტეს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს) და სორბიტს (დამატკბობელს). თუ თქვენთვის ცნობილია ექიმისგან, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. მოცემული სამკურნალო საშუალების თითო ტაბლეტი შეიცავს 5,5 მილიმოლ (126,5 მგ) ნატრიუმს. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას იმ პაციენტების მიერ, ვინც ნატრიუმის მარილების მოხმარებას აკონტროლებს.
ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვა
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
დღეისათვის პრეპარატით მოწამვლის მძიმე სიმპტომების შესახებ ცნობები არ არსებობს. შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე მოუსვენრობა და დიარეა.
დოზის მკვეთრად გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება და სისხლის წნევის დაცემა სისხლის მიმოქცევის ფუნქციის დარღვევით. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ისეთი გადაუდებელი ზომების მიღება, როგორიცაა ხელოვნური ღებინების გამოწვევა ან კუჭის გამორეცხვა, უმეტეს შემთხვევაში არ ხდება აუცილებელი. გადაუდებელი ზომების მიღება საჭიროა მხოლოდ დოზის მკვეთრად გადაჭარბების შემთხვევაში. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა დოზის გადაჭარბების ნიშნების შესაბამიად.
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტების დოზის გამოტოვების ან ძალიან დაბალი დოზით მიღების შემთხვევაში მიიღეთ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა შემდეგი მიღების დროს.
პრეპარატის ორმაგი დოზით მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად რეკომენდებული არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.
ხველის დამთრგუნველი პრეპარატები (ხველის საწინააღმდეგო საშუალებები) ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტების მიღებისას არ შეიძლება ხველის რეფლექსის დამთრგუნველი სხვა პრეპარატების მიღება (ეგრეთ წოდებული ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები).
ხველის რეფლექსი მნიშვნელოვანია გათხიერებული ნახველის ამოსახველებლად და ფილტვებიდან ამოსაღებად.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლავამედი® შუშხუნა ტაბლეტები არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ტუბზე და დასაკეც კოლოფზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე.
დაიცავით შუშხუნა ტაბლეტები ტენისგან. გამოყენებისთანავე მჭიდროთ დაახურეთ ტუბს.
შენახვის ვადა 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაცემის წესი ურეცეპტოდ

 

Share this...Share on Facebook
Facebook