nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


  ცეფანორმი

ცეფანორმის ზოგადი ინფორმაცია

ცეფანორმი. Cefanorm. ჰიპოფიზის ჰორმონების პროდუქციაზე მოქმედი პრეპარატების – პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. მწარმოებელი ფირმა – Ursapharm arzneimittel GmbH (გერმანია).

ცეფანორმის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ცეფანორმი. Cefanorm გამოდის 40მგ კაფსულის ფორმით. ყოველი კაფსულა შეიცავს Vitex Agnus Castus ნაყოფის მშრალ ექსტრაქტს (7-13:1) 4 მგ, რაც შეესაბამება მცენარეული წამლის 40 მგ-ს. ექსტრაქტის გამხსნელი: ეთანოლი 60% (მ/მ) დამხმარე ნივთიერებებია: გლუკოზას სიროფი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (დოდეცილსულფატი), ტიტანის დიოქსიდი (E 171), გასუფთავებული წყალი.

ცეფანორმის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ცეფანორმის ფასები ფარმადეპოში
ცეფანორმის ფასები ავერსში
ცეფანორმის ფასები psp-ში
ცეფანორმის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ცეფანორმი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ცეფანორმის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ცეფანორმის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები
  • პრემენსტრუალური ჩივილები
  • მასტოდინია

ცეფანორმის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ცეფანორმ®-ის, უმანკო ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ე.წ. ლაქტოგენური უჯრედების dofaminur-2 რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის სეკრეციასა და აღადგენს ფიზიოლოგიური გონადოტროპინის სეკრეციასა და მენსტრუალურ ციკლს.
ექსტრაქტის აქტიურ კომპონენტებს აქვს გამაწონასწორებელი ეფექტი პროლაქტინის დონეზე, ანუ რეგულაცია დამოკიდებულია საწყის მდგომარეობაზე და პროლაქტინის დაბალი დონის შემთხვევაში სეკრეცია მატულობს, მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში კი მისი გამოყოფა ინჰიბირდება.
ჩვენებები
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პრემენსტრუალური ჩივილების, მასტოდინია.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში 1 კაფსულა ყოველდღიურად (შეესაბამება მცენარეული პრეპარატის 40მგ-ს) სითხესთან ერთად დღის ერთსა და იმავე დროს. ცეფანორმ ®- ის მიღება ხდება 3 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში
გვერდითი მოვლენები
იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ურტიკარული ეგზანთემა. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
უკუჩვენება
უმანკო ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპოფიზის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კიბო.
ორსულობა და ლაქტაცია
არასაკმარისი კვლევების გამო, ცეფანორმ ®- ის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს დაუშვებელია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ურტიკარული ეგზანთემა. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმის კონსულტაცია. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 5 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka