მეტსილი

მეტსილი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სიმეთიკონი/SIMETHICONE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:
ფლაკონში 30 მლ, საწვეთურით.
1 მლ.
სიმეთიკონი ……………….      66.6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ბენზოატი, მეთილპარაბენზოატი, პროპილპარაბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ვანილი, ჟოლოს ესენცია.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტსილი ამცირებს გასტროინტესტინალური ტრაქტში არსებული აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას.. ამის შედეგად გამონთავისუფლებული აირები შთაინთქმება ნაწლავის კედლის მიერ ან გამოიყოფა პერისტალტიკის საშუალებით.

ფარმაკოკინეტიკა:
მეტსილი ფარმაკოლოგიურად ინერტულია, არ შედის ქიმიურ რეაქციაში, არ შეიწოვება ორგანიზმში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვება: აეროფაგიის, მეტეორიზმის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ახალშობილები და 2-წლამდე ასაკის ბვაშვები: 8 წვეთი 4-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ ან ძილის წინ. მიღების გასაადვილებლად შეიძლება დოზის შერევა წყალთან ან სხვა შესაბამის სითხეებთან. გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის კარგად შენჯღრევა.

გვერდითი მოვლენები:
მეტსილის წვეთების ორალური მიღებისას არ აღინიშნება რაიმე სახის გვერდითი მოვლენები.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ;
* ნაწლავთა გაუვალობა.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

გაფრთხილება