ფერიმაქსი ორალური ხსნარი

  ფერიმაქსი ორალური ხსნარი

ფერიმაქსი ორალური ხსნარის ზოგადი ინფორმაცია

ფერიმაქსი ორალური ხსნარი. FERIMAX ORAL SOLUTION. ანტიანემიური პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება შინაგანი გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერება – რკინის (III) ჰიდროქსიდ პოლიმალტოზატის კომპლექსი. Ferric (III) hydroxide polymaltosate complex . მწარმოებელი ფირმა – იდოლ ფარმასიუტიკალს (თურქეთი).

ფერიმაქსი ორალური ხსნარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფერიმაქსი ორალური ხსნარი. FERIMAX ORAL SOLUTION გამოდის 100მგ/5მლ 5მლ პერორალური ფლაკონის ფორმით. ერთი ბოთლი (5 მლ) შეიცავს რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსს (აქტიური ნივთიერება), რაც 100 მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტურია, საქაროზას დამატკბობელის სახით, ნატრიუმის მეტალ პარაჰიდროქსი ბენზოატს, ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსი ბენზოატს კონსერვანტის სახით, და კრემ AG 6134 არომატიზატორის სახით.

ფერიმაქსის (ორალური ხსნარი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფერიმაქსის (ორალური ხსნარი) ფასები ფარმადეპოში
ფერიმაქსის (ორალური ხსნარი) ფასები ავერსში
ფერიმაქსის (ორალური ხსნარი) ფასები psp-ში
ფერიმაქსის (ორალური ხსნარი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფერიმაქსი (ორალური ხსნარი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფერიმაქსის (ორალური ხსნარი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფერიმაქსი ორალური ხსნარის აქტიური ნივთიერება

რკინის (III) ჰიდროქსიდ პოლიმალტოზატის კომპლექსი. Ferric (III) hydroxide polymaltosate complex . რკინის (III) ჰიდროქსიდი პოლიმალტოზატის კომპლექსს მიაკუთვნებენ ჰემოპოეზის სტიმულატორების, ასევე მაკრო- და მიკროელემენტების ჯგუფებს.

ფერიმაქსი ორალური ხსნარის სინონიმები

ფერიმაქსი ი/მ (FERIMAX I/M, Bilim, თურქეთი), ფერიმაქსი სიროფი (FERIMAX SYRUP, Bilim),  ფერუმ ლეკი (Ferrum Lek, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია).

ფერიმაქსი ორალური ხსნარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ანემია, რკინა დეფიციტური
  • რკინის დეფიციტი, ყველა სახის
  • რკინის დეფიციტი, ლატენტური და გამომჟღავნებული

ფერიმაქსი ორალური ხსნარის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფერიმაქსი პერორალური ხსნარი გამოიყენება რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. პოლინუკლეარული რკინა (III) ჰიდროქსიდის ბირთვები შემოგარსულია არა-კოვალენტურად შეკავშირებული პოლიმალტოზას მოლეკულებით.

რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზა კომპლექსი სტაბილურია და არ გამოყოფს იონურ რკინას. პოლინუკლეარულ ბირთვებში, რკინა ისეთივე სტრუქტურით არის შეკავშირებული, როგორც ფიზიოლოგიურად მიღებული ფერიტინი და აქტიურად შეიწოვება.

რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზა კომპლექსს არ გააჩნია პროოქსიდაციური თვისება. ის აქვეითებს ლიპოპროტეინების (VLDL, LDL) ოქსიდაციის უნარს.

ასაკირკინა (მგ/დღეში)ასაკირკინა (მგ/დღეში)

ჩვილებიმამაკაცები

0-6 თვე0.279-13 წელი8

7-121114-18 წელი11

ბავშვები19-30 წელი8

1-3 წელი731-50 წელი8

4-8 წელი1051-70 წელი8

ორსულობა  >  70 წელი8

< 18 წელი27ქალები

19-30 წელი279-13 წელი8

31-50 წელი2714-18 წელი15

ლაქტაცია19-30 წელი18

<  18 წელი1031-50 წელი18

19-30 წელი951-70 წელი8

31-50 წელი 9  > 70 წელი8

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვის შემსწავლელმა კვლევებმა უჩვენეს, რომ, როდესაც ბაზისად მიღებულია ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზი, რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსისა და რკინა (II) მარილების თერაპიული და ფიზიოლოგიური დოზებისას რკინის შეწოვა ერთნაირია. რკინის შეწოვა ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავიდან და ზედა წვრილი ნაწლავიდან ხდება. მაშინ როდესაც სხვა აღდგენითი ნივთიერებები, როგორებიცაა მარილმჟავა, ასკორბინის მჟავა, ხელს უწყობენ შეწოვას; ფოსფატები, ფიტატები, ტანატები და ანტაციდები შეწოვაზე უარყოფითად მოქმედებენ. მარტო ჩ ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) 1 გრამამდე რკინის შეწოვას 10%-ით ზრდის. დაბალი დოზირება, როგორიცაა 100 მგ მნიშვნელოვნად არ მოქმედებს რკინის შეწოვაზე. ორსულობისა და ლაქტაციის, ზრდისა და რკინა დეფიციტური ანემიის დროს, როდესაც მოთხოვნილება მომატებულია, ორგანიზმს გააჩნია უნარი გაზარდოს რკინის შეწოვა; ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში რკინის მარაგსა და რკინის შეწოვას შორის საწინააღმდეგო კავშირი არსებობს. ნაწლავებში რკინის შეწოვის შემდეგ, ის ლორწოვანი უჯრედებიდან გადადის სისხლში, სადაც ტრანსფერინის ცილების მეშვეობით მიემართება ერითროციტებისაკენ, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიქმნებიან. ძვლის ტვინი ინახება რეტიკულოენდოთელურ უჯრედებში, ძირითადად ღვიძლსა და ელენთაში. რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსით რკინის მარაგის შევსებას და შრატში ფერიტინის დონის გაზრდას ცოტათი უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე რკინა (II) მარილებისათვის. ეს შეწოვის განსხვავებული მექანიზმების შედეგი, და მიზეზია, რის გამოც არ ვითარდება ინტოქსიკაცია რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსით. სამვალენტიანი რკინის შეწოვა პლაზმის ფერიტინთან არის კავშირში. რკინის შეწოვილი რაოდენობა დამოკიდებულია პიროვნების რკინის დეფიციტსა და დოზირებაზე. არაშეწოვილი რკინა გამოიყოფა განავალში.

ჩვენებები

ის ნაჩვენებია რკინა დეფიციტური ანემიის და რკინის ყველა სახის დეფიციტის, რკინის ლატენტური და გამომჟღავნებული დეფიციტის მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზები

ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება: ბავშვები (> 12 წელი), უფროსები და ხანდაზმულები:

რკინის ლატენტური დეფიციტი: Ѕ – 1 ბოთლი (50-100 მგ) დღეში

რკინის მძიმე დეფიციტი: 2-3-ჯერ დღეში 1 ბოთლი (200-300 მგ)

მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია რკინის მეტაბოლიზმსა (შემცირებული მოხმარება, მომატებული მოთხოვნილება, პათოლოგიური კარგვა) და ერითროციტების რიცხვის ნორმალიზებაზე. რკინის გამომჟღავნებული დეფიციტის დროს, საჭიროა მკურნალობის საშუალო 3-5 თვე სისხლის ნორმალური მაჩვენებლების მისაღებად. რკინის ლატენტური დეფიციტის დროს მკურნალობის პერიოდი არის 1-2 თვე.

ჰემოგლობინის კონცენტრაციის დონის მოწესრიგების შემდეგ, 1 ბოთლი მიიღება დღეში ერთხელ 2-3 თვის მარაგის შესავსებად.

გვერდითი მოვლენები

რკინის პერორალური პრეპარატების გამოყენებისას განავალი მუქდება. ამის მიზეზი არის რკინა, რომლის შეწოვაც არ მოხდა, ეს მდგომარეობა საზიანო არ არის. ვინაიდან რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსში შემავალი რკინა (III) ფაქტიურად არა-იონურია, არასასურველი მოვლენები, როგორებიცაა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კუჭის სისავსის შეგრძნება, გულისრევა, ფაღარათი და შეკრულობა, რომლებიც აღინიშნება რკინის იონიზირებული მარილის პრეპარატების გამოყენებისას, იშვიათია ფერიმაქსის ხსნარის დროს.

არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

უკუჩვენება

ის არ გამოიყენება პაციენტებში, რკინის დატვირთვის პირობებში ან ისეთი დარღვევების დროს, როდესაც აღინიშნება რკინის მოხმარება (მაგალითად: ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი, ტყვიის ანემია, სიდერო-აქრესტული ანემია და თალასემია) და სხვა ანემიები, რომლებიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით (მაგალითად: ჰემოლიზური ანემია).

ორსულობა და ლაქტაცია

A კატეგორიის პრეპარატი

რეპროდუქციულმა კვლევებმა ცხოველებში რაიმე რისკი არ გამოავლინეს. ორსულ ქალებში კონტროლირებულმა კვლევებმა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დედისა და ნაყოფისათვის საშიშროება ვერ გამოავლინეს. რისკი არ აღინიშნება პირველ ტრიმესტრში.

ორსულობის დროს, რკინასთან ერთად, გასათვალისწინებელია ფოლიუმის მჟავას მოხმარება.

მეძუძური დედები:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატი გამოიყენება ექიმის რეკომენდაციითა და მისი კონტროლის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები

ის სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კუჭის წყლულით. რკინის პერორალური პრეპარატების გამოყენებისას განავალის ფერი შეიძლება გამუქდეს; ეს მდგომარეობა ნორმალურია და არ საჭიროებს განსაკუთრებული ზომების მიღებას. ის არ იწვევს შეცდომებს განავალში ფარული სისხლის კვლევისას. ამიტომ ამ კვლევის დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე სამკურნალო საშუალების ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება

ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის მწვავე ინტოქსიკაცია. ინტოქსიკაციის შემთხვევაში გამოიყენება დესფერიოქსამინი და კალციუმის დინატრიუმის EDTA.

დესფერიოქსამინს ტერატოგენური ეფექტი გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ვინაიდან რკინა (III), რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსში ქმნის კომპლექსს, იონური ურთიერთქმედება თანმხლებად მიღებულ საკვებთან (ფიტინი, ოქსალატი, ტანინი) და სამკურნალო საშუალებებთან (ტეტრაციკლინური ანტაციდები) ერთად არ აღინიშნება. ამის საწინააღმდეგოდ, ზემოთ აღნიშნულ ნივთიერებებთან უხსნადი ქელატების წარმოქმნით რკინის იონები აქვეითებენ რკინის შეწოვას.

ის არ იწვევს შეცდომებს განავალში ფარული სისხლის კვლევისას. ამიტომ ამ კვლევის დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.

რძის, ჩაისა და ხორბლის საკვების მიღება რკინის პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული, თუმცა სასარგებლოა ჩ ვიტამინით მდიდარი სითხეებისა და საკვების მიღება (მაგალითად ფორთოხლის წვენი), რომლებიც ზრდიან შეწოვას.

შენახვის პირობები და ვადები

შენახვის ვადა: 2 წელი

ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.

აფთიაქში გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).