ფლავამედი ხსნარი

ფლავამედი ხსნარი

ფლავამედი ხსნარის ზოგადი ინფორმაცია

ფლავამედი ხსნარი. Flavamed. მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R05CB06. მწარმოებელი ფირმა – BERLIN-CHEMIE AG (გერმანია).

ფლავამედი ხსნარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფლავამედი ხსნარი. Flavamed გამოდის 15მგ/5მლ ხსნარის ფორმით. 100მლ. ფლაკონი შეიცავს მოქმედ სამკურნალო კომპონენტს:ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. სხვა კომპონენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ფხვნილის ცელულოზა, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი (მნიშვნელობა K=30), მაგნიუმის სტეარატი. 

ფლავამედის (ხსნარი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფლავამედის (ხსნარი) ფასები ფარმადეპოში
ფლავამედის (ხსნარი) ფასები ავერსში
ფლავამედის (ხსნარი) ფასები psp-ში
ფლავამედის (ხსნარი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფლავამედი (ხსნარი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფლავამედის (ხსნარი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფლავამედი ხსნარის აქტიური ნივთიერება

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. ქიმიური დასახელება – ტრანს-4-[[(2-ამინო-3,5-დიბრომფენილ)მეთილ]ამინო]ციკლოჰექსანოლი ( ჰიდროქლორიდის სახით). ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტუმულატორების ჯგუფს.

ფლავამედი ხსნარის სინონიმები 

ამბროქსოლი (Ambrox-Denk 60, Denk Pharma, გერმანია), პულმოქსოლი (Pulmoxol, Asfarma, თურქეთი), სეკროლი 30 მგ (SECROL 30 mg, Bilim, თურქეთი), სეკროლი საბავშვო სიროფი (SEKROL Pediatric Syrup, Bilim, თურქეთი), ფლავამედი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები (Flavamed effervescent tablets, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ჰალიქსოლი სიროფი (HALIXOL, EGIS, უნგრეთი), ჰალიქსოლიტაბლეტები (HALIXOL, EGIS, უნგრეთი).

ფლავამედი ხსნარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები, მწვავე და ქრონიკული, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის არსებობა

ფლავამედი ხსნარის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
სეკრეტის გათხელებისაკენ მიმართული მკურნალობა, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის არსებობა.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ დოზირებული კოვზის მეშვეობით.
მითითება:
სითხის მიღების ხარჯზე პრეპარატის სეკრეტის გათხელებისაკენ მიმართული მოქმედება უმჯობესდება. ამ მიზეზით ზუსტად მკურნალობის დროს საჭიროა ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით სითხით მომარაგება.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და სიმძიმეზე. ექიმის რჩევის გარეშე პრეპარატის გამოყენება 4-5 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
2 წლამდე ასაკის ბავშვებში:
მიიღება დღეში 2-ჯერ 1/2 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 2.5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
2-5 წლის ბავშვებში:
მიიღება დღეში 3-ჯერ 1/2 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 2.5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 22.5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
6-12 წლის ბავშვებში:
მიიღება დღეში 2-3-ჯერ 1 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 30-45 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
პირველი 2-3 დღის განმავლობაში მიიღება, როგორც წესი, დღეში 3-ჯერ 2 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 90 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში), შემდეგ მიიღება დღეში 2-ჯერ 2 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
მითითება:
მოზრდილებისათვის დოზის დადგენისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ეფექტურობის გაძლიერება დღეში 2-ჯერ 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დანიშვნის გზით (რაც შეესაბამება 120 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ფლავამედის® ხველის საწინააღმდეგო ხსნარსაც გააჩნია გვერდითი მოქმედება.
არასასურველი რეაქციები:
გენერალიზებული დარღვევები:
ზოგჯერ ( > 0.1%- < 1%): ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, ქოშინი, კანის ქავილი), სხეულის ტემპერატურის მომატება. ძალიან იშვიათად ( < 0.01%): ანაფილაქსიური რეაქცია.
მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე:
ზოგჯერ: ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ სორბიტს შეუძლია ჰქონდეს მსუბუქი ფაღარათის ეფექტი.
მოქმედება კანზე:
ძალიან იშვიათად: მძიმე რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენ-ჯონსონის სინდრომი.
მითითებაჰიპერმგრძნობელობის პირველი ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან მიმართვა, რათა მან შეძლოს მდგომარეობის სიმძიმის განსაზღვრა და, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება შემდგომი საჭირო ღონისძიებების შესახებ.
უკუჩვენება
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების შეზღუდული ფუნქციის ან ღვიძლის მძიმე დაავადების დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით (ე.ი. მიღებათა შორის ინტერვალების გახანგრძლივებით ან დოზის შემცირებით).
ბრონქების ზოგიერთი იშვიათი დაავადების დროს, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, წამწამების ავთვისებიანი სინდრომი), სეკრეტის შესაძლო შეგუბების გამო, პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით, ე.ი. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბაშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ვინაიდან ადამიანებში ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების საკმარისი გამოცდილება დღემდე არ არსებობს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგანაც იგი შეაფასებს შესაძლო რისკსა და სარგებელს.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
რაიმე განსაკუთრებული მითითება არ არსებობს.
მითითება დიაბეტით დაავადებულთათვის
1 დოზირებული კოვზი (5 მლ) შეიცავს 1.75 გ სორბიტს, რაც შეესაბამება 0.15 პურის ერთეულს.
კალორიულობის მაჩვენებელი 2.6 კკალ/გ სორბიტს შეადგენს.
ჭარბი დოზირება
ამბროქსოლის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მოწამვლის მოვლენები აღნიშნული არ არის.
დოზის ძლიერი გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ჭარბი ნერწყვდენა, ღებინება, გულისრევა და სისხლის წნევის დაწევა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებისას ხველის რეფლექსის დასუსტების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას სეკრეტის საშიში შეგუბება. ამიტომ ამგვარი კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობა კარგად უნდა შემოწმდეს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
3 წელი. ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. ფლაკონის გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა შეადგენს 6 თვეს.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.