ციბორი 2500

  ციბორი 2500

ციბორი 2500–ის ზოგადი ინფორმაცია

ციბორი 2500. Zibor 2500. ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების – პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ნატრიუმის ბემიპარინი. Bemiparin sodium. მწარმოებელი ფირმა – ლაბორატორიოს ფარმასეუტიკოს როვი ს.ა (ესპანეთი).

ციბორი 2500–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ციბორი 2500. Zibor 2500 გამოდის 2500სე 0.2მლ ხსნარის ფორმით მზა შპრიცში. ციბორი 2500 შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: ბემიპარინ-ნატრიუმს. დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი. შეფუთვაში მოთავსებულია ციბორი 2500-ის 2, 10, 30 და 100 შპრიც-კალამი, რომელიც შეიცავს 0,2 მლ საინექციო ხსნარს. ერთი 0,2-მლ შპრიცი შეიცავს ბემიპარინ-ნატრიუმს დოზით 2500 სე ანტი-Xa.

ციბორ 2500–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ციბორ 2500–ის ფასები ფარმადეპოში
ციბორ 2500–ის ფასები ავერსში
ციბორ 2500–ის ფასები psp-ში
ციბორ 2500–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ციბორი 2500, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ციბორ 2500–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ციბორი 2500–ის აქტიური ნივთიერება

ნატრიუმის ბემიპარინი. Bemiparin sodium. ნატრიუმის ბემიპარინს მიაკუთვნებენ ანტიკოაგულანტების  ჯგუფს.

ციბორი 2500–ის სინონიმები

ციბორი 3500 (Zibor 3500, Berlin-Chemie Menarini, ესპანეთი).

ციბორი 2500–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • შედედებული სისხლის კოლტების (თრომბი) წარმოქმნის პროფილაქტიკა
  • სისხლის შედედების პროფილაქტიკა დიალიზის აპარატებში

ციბორი 2500–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ციბორი 2500 (ბემიპარინ-ნატრიუმი) მიეკუთვნება ანტიკოაგულანტური პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ხელს უშლის სისხლძარღვებში სისხლის შედედებას.
შეფუთვაში მოთავსებულია ციბორი 2500-ის 2, 10, 30 და 100 შპრიც-კალამი, რომელიც შეიცავს 0,2 მლ საინექციო ხსნარს.
ერთი 0,2-მლ შპრიცი შეიცავს ბემიპარინ-ნატრიუმს დოზით 2500 სე ანტი-Xa.
აღნიშნული პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ და გამოიყენება შედედებული სისხლის კოლტების (თრომბი) წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, მაგალითად ქვედა კიდურების ვენებში და/ან ფილტვებში, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ზოგადქირურგიული ჩარევის შემდეგ. პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკის მიზნით დიალიზის აპარატებში.
პრეპარატი ციბორი 2500-ის შეყვანამდე
პრეპარატის შეყვანამდე ყურადღებით გაეცანით ქვემოთ აღწერილ ინფორმაციას (იხ. ~მიღების წესი~).
მიღების წესები და დოზები
ციბორი 2500-ის კუნთში ინექციის გზით შეყვანა ან სხვა საინექციო პრეპარატებთან შერევა არ შეიძლება.
ვენებში შედედებული სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით ზოგადქირურგიული ჩარევის შემთხვევაში
ციბორი 2500 შეიყვანება ექიმის ან მედდის მიერ კანქვეშა ინექციის გზით (ე.ი. ჩხვლეტა კანქვეშ, როგორც წესი, მუცლის არეში ან თეძოს ზედა მიდამოებში). პრეპარატის ერთი დოზა (შპრიც-კალმის შემადგენლობა) შეიყვანება ოპერაციის დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ. მომდევნო დღეებში შეიყვანება თითო დოზა (ერთი შპრიც-კალმის შემადგენლობა) ყოველდღე. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
ჰემოდიალიზის ჩატარების დროს სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის. ჰემოდიალიზის პროცესში დანიშვნის დროს ციბორი 2500-ის ერთი დოზა (შპრიც-კალმის შემადგენლობა) შეიყვანება ბოლუსური ინექციის ფორმით დიალიზის აპარატის არტერიულ ნაწილში.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატს, ციბორი 2500-საც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები.
პრეპარატი ციბორი 2500-ით მკურნალობის დროს ინექციის ადგილებში შეიძლება გაჩნდეს ჰემატომა (იასამნისფერი ლაქა).
პრეპარატი ციბორი 2500-ით (ან მსგავსი ნივთიერებებით) ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ოსტეოპოროზი, დაავადება, როდესაც კალციუმის უკმარისობის შედეგად ძვალი ხდება მტვრევადი.
ჩვეულებრივი დოზების შეყვანის შემთხვევაში, იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა. თუ შეამჩნევთ სისხლს შარდში ან განავალში ან სხვა სახის სისხლდენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
ხშირად იზრდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონე (ტრანსამინაზები). იშვიათ შემთხვევაში მცირდება სისხლში თრომბოციტების რიცხვი.
იშვიათია კანის მსუბუქი ალერგიული რეაქციების (გამონაყარი, ქავილი) გამოვლენა. ძალიან იშვიათია მძიმე ალერგიული რეაქციები (ციებ-ცხელება, სუნთქვის გაძნელება, კანის ქავილი, კანის გაწითლება, ზოგადი სისუსტე, გულის რევა, ღებინება). აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლად შეწყვიტეთ პრეპარატი ციბორი 2500-ის ინექციები და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
ანტიკოაგულანტების შეყვანის შემდეგ, აგრეთვე ზურგის ტვინის ან ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების შემთხვევაში ძალიან იშვიათად აღინიშნება სისხლდენა ზურგის ტვინის არეში. აღნიშნულმა შეიძლება დააზიანოს ნერვი და გამოიწვიოს ძალის ან მგრძნობელობის დაკარგვა ქვედა კიდურებში ან სხეულის ქვედა ნაწილში. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მედდას.
ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ანოტაციაში (ჩანართში), შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
• ბემიპარინ-ნატრიუმის, ჰეპარინის ან ღორის ორგანოების გადამუშავების შედეგად მიღებული ნივთიერებების შემცველი რომელიმე პრეპარატის შეყვანის შემდეგ ალერგიული რეაქციის გამოვლენა;
• ჰეპარინით განპირობებული თრომბოციტოპენია, ე.ი. როდესაც სისხლში თრომბოციტების შემცველობა მცირდება, და პრეპარატი ციბორი 2500-ის შეყვანის დროს ლაბორატორიული მაჩვენებლები მიუთითებს თრომბოციტების აგრეგაციაზე. ექიმი გაცნობებთ დაავადების არსებობის შესახებ.
• სისხლის შედედების დარღვევასთან დაკავშირებული დაავადები სისხლდენის მომატებული რისკით;
• ღვიძლის და/ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; • დისემინირებული სისხლძარღვთაშიდა შედედების (დსშ) სინდრომი, რომლითაც ხასიათდება ჰეპარინით განპირობებული თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება;
• ენდოკარდიტი (გულის შიდა გარსისა და სარქველის ანთება). თქვენი ექიმი გაცნობებთ დაავადების არსებობის შესახებ;
• ორგანული დარღვევა სისხლდენების მაღალი რისკით (მაგალითად, პეპტიკური წყლული გამწვავების ფაზაში, თავის ტვინის ანევრიზმა, თავის ტვინის სიმსივნე ან წარსულში გადატანილი სისხლჩაქცევა თავის ტვინში); • თავის ან ზურგის ტვინის და/ან მხედველობის და სმენის ორგანოების დაზიანების ან მათზე ოპერაციის შემთხვევა.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ციბორი 2500-ის გამოყენების წინ შემდეგ შემთხვევაში:
• ღვიძლის ან თირკმელების დაავადები;
• სისხლის მაღალი წნევა და/ან როდესაც აღნიშნული დაავადება რთულად კონტროლირებადია.
• წარსულში გადატანილი კუჭის წყლული;
• ჰეპარინით განპირობებული თრომბოციტოპენიის შემთხვევაში, ე.ი. როდესაც სისხლში თრომბოციტების შემცველობა მცირდება, რაც ხელს უწყობს კანზე სისხლჩაქცევების გაჩენას და სისხლდენის განვითარებას. თქვენი ექიმი გაცნობებთ დაავადების არსებობის შესახებ.
• თირკმელებში კენჭის არსებობა და/ან შარდკენჭოვანი დაავადება;
• სისხლდენის მომატებულ რისკთან დაკავშირებული დარღვევები; ამ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
• სისხლძარღვოვანი დარღვევებით გამოწვეული მხედველობის ორგანოების მხრივ დარღვევები;
• ზურგის ტვინში ინექციის გზით საანესთეზიო საშუალების შეყვანის შემთხვევაში (ოპერაციის წინ ზურგის ტვინის ან ეპიდურული ანესთეზია) და/ან დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქციის ჩატარებისას (პუნქცია ხერხემლის წელის არეში);
• შაქრიანი დიაბეტი ან სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა.
• კანზე მოულოდნელად ლაქების გაჩენა, სისხლჩაქცევების და/ან მტკივნეული გაწითლების გამოვლენა; ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
• ბავშვები: ბავშვებში პრეპარატი ციბორი 2500-ის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
• ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებს ენიშნებათ პრეპარატის იგივე დოზა, რაც მოზრდილებს.
• ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა: აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის დანიშვნის შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი, ამიტომ ბემიპარინის დოზის კორექციის რეკომენდაციები არ არსებობს.
• ორსულობა: პრეპარატი ციბორი 2500-ის ორსულებში გამოყენების გამოცდილება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პრეპარატი დაენიშნოს აღნიშნული ჯგუფის პაციენტებს. ორსულობის ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს. პრეპარატის მიღების წინ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
• ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი ციბორი 2500-ით მკურნალობის დაწყებამდე აცნობთ ექიმს, რომ ბავშვს ძუძუთი კვებავთ. პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ბემიპარინი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის ან ზუსტ და სახიფათო ტექნიკის მართვის უნარზე
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზით შეყვანის შედეგად შეიძლება აღინიშნოს სისხლდენა. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების პუნქტს ან განყოფილებას, თან იქონიეთ წინამდებარე ანოტაცია.
ციბორი 2500-ის დოზის შეყვანის გამოტოვება
დოზის შეყვანის დავიწყების შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა ორმაგი დოზით დაუშვებელია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას საჭირო ზომების მიღების შესახებ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ სხვა ანტიკოაგულანტებს, მაგალითად K ვიტამინის (ვარფარინი) ანტაგონისტებს, არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს (იბუპროფენი), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს, როგორიცაა, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი და სხვა, აგრეთვე კალიუმის დონის დაქვეითების საწინააღმდეგო პრეპარატებს, საგულე საშუალებებს (ნიტროგლიცერინი) და პრეპარატებს (მაგ. დექსტრანი) რომლებიც ზრდის ცირკულირებადი სისხლის მოცულობას.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით (ე.ი. რომლებიც პირადად შეიძინეთ ექიმის დანიშნულების გარეშე).
აუცილებელი სამედიცინო შემოწმება
• ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზის გაკეთება თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული შემოწმების ჩატარების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
• განსაზღვრული დაავადებების არსებობის შემთხვევაში (შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების დაავადება) ან კალიუმის დონის დაქვეითების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას, ექიმმა შეიძლება გამოიკვლიოს სისხლში კალიუმის დონე.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ციბორი 2500 ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო საშუალება ინახება არა უმეტეს 30oC პირობებში. პრეპარატი არ გაყინოთ!
შეფუთვა შეიცავს პრეპარატის ერთჯერად დოზას. შეფუთვის გამოუყენებელი შემადგენლობა უნდა განადგურდეს. პრეპარატი არ გამოიყენება, თუ დამცავი ფირი გახსნილი ან დაზიანებულია. გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო ხსნარი, რომელიც არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს. გამოუყენებელ პროდუქტს უტილიზება უნდა ჩაუტარდეს სახელმწიფოს შიდა მოთხოვნების შესაბამისად.
2 წელი. პრეპარატი ციბორი 2500 გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება. გამოიყენეთ პრეპარატი ციბორი 2500 გახსნისთანავე.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით