ალოეს ექსტრაქტი

ალოეს ექსტრაქტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალოეს ექსტრაქტის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ალოეს მშრალ ექსტრაქტი/aloe

ალოეს ექსტრაქტის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები


ალოეს ექსტრაქტი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ამპულა (1 მლ) შეიცავს ალოეს მშრალ ექსტრაქტს დაჟანგულობაზე გადათვლით – 1.4-1.8 მგ O2.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს აქვს ადაპტოგენური მოქმედება. იგი ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენაბა თვალის ანთებითი და სხვა დაავადებების დროს (პროგრესირებადი ახლომხედველობა, მიოპიური ქორიორეტინიტი, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, მინისებრი სხეულის შემღვრევა), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბრონქული ასთმის და სხვა დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, ყოველდღიურად. მოზრდილებში ინიშნება 1 მლ (მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 3–4 მლ); 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში – 0.5 მლ; 5 წლამდე ასაკის ბავშვებში -0.2-0.3 მლ. მკურნალობის კურსი – 30-50 ინიექცია, მკურნალობის განმეორებით კურსს ატარებენ 2-3 თვის შესვენების შემდეგ.
ბრონქული ასთმის დროს შეჰყავთ 1-1.5 მლ ყოველდღიურად 10-15 დღის განმავლობაში, შემდეგ – 2 დღეში ერთხელ; მკურნალობის კურსია 30-35 ინიექცია.
ინიექციები მტკივნეულია, ამიტომ წინასწარ შეჰყავთ 0.5 მლ 2% ნოვოკაინის ხსნარი.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ტკივილი შეყვანის ადგილას.

უკუჩვენება
გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ჰიპერტონია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებები, ნეფროზონეფრიტი.

ორსულობა ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში.
დასაშვებია პრეპარატის შემღვრევა. ამპულის შენახვის დროს წარმოქმნილი ნალექის შენჯღრევისას კვლავ წარმოიქმნება ერთგვაროვანი შემღვრეული სითხე.

ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალოე აძლიერებს საფაღარათე საშუალებებისა და ჰემოპოეზის სტიმულატორების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი:: გამა, ბიოპოლუსი, საქართველო

გამოშვების ფორმა: 1 მლ ამპულა №10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება