არბიბათი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


არბიბათი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ქიმიური დასახელება:
ეთილის ეთერის 1- მეთილ -2- ფენილთიომეთილ -4- დიმეთილამინომეთილ -5 – ჰიდროქსი-6- ბრომინდოლ -3- კარბონმჟავას ჰიდროქლორიდი, მონოჰიდრატი

შემადგენლობა:
1 მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ეთილის ეთერის 1- მეთილ -2- ფენილთიომეთილ –
-4- დიმეთილამინომეთილ -5- ჰიდროქსი -6- ბრომინდოლ –
-3- კარბონმჟავას ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს   _ 50 მგ – ს ან 100 მგ – ს.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, აეროსილი, მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი, პოლისორბატი 80.

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული და იმუნომოდულატორული საშუალება. ინტერფერონის სინთეზის ინდუქტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ანტივირუსული პრეპარატია, გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, სპეციფიკურად თრგუნავს A და B გრიპის ვირუსებს. იგი ხელს უშლის ვირუსის ლიპიდური გარსის უჯრედულმემბრანასთან შერწყმას, რითიც უჯრედში ვირუსთა შეღწევას ეწინააღმდეგება. გააჩნია ინტერფერონინდუცირებადი მოქმედება, ასტიმულირებს იმუნიტეტის ჰუმორულ და უჯრედულ რეაქციებს, მაკროფაგების ფაგოციტურ ფუნქციას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული ინფექციების მიმართ. ამცირებს ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებულ გართულებების სიხშირეს ასევე ქრონიკული ბაქტერიული დაავადებების გამწვავებას.
ვირუსული ინფექციების დროს თერაპიული ეფექტურობა ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის, კლინიკური მოვლენებისა და დაავადების ხანგრძლივობის შემცირებაში.
არბიბათი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია (LD50 > 4 გ / კგ). პერორალურად რეკომენდებული დოზებით მიღებისას არ ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან.
50 მგ არბიბათის მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 1.2 სთ – ში მიიღწევა, 100 მგ – ის მიღებისას _ 1.5 სთ – ში.
არბიბათი სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში.
მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 17-21 სთ – ს შეადგენს.
დაახლოებით 40% გამოიყოფა უცვლელი სახით, ძირითადად ნაღველთან ერთად (38.9%), ხოლო უმნიშვნელო რაოდენობით – თირკმლებით (12%).  პირველი დღის განმავლობაში გამოიყოფა მიღებული დოზის 90%.

ჩვენებები:
მოზრდილებსა და ბავშვებში პროფილაქტიკა და მკურნალობა:
•A და B გრიპი, მწვავე რესპირატორულ – ვირუსული ინფექციები, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, მათ შორის, ბრონქიტითა და პნევმონიით გართულებული;
•მეორეული იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
•ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა და იმუნური სტატუსის ნორმალიზაცია.
3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მწვავე ნაწლავური როტავირუსული ეტიოლოგიის ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

მიღების წესი და დოზები:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებამდე. მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ერთჯერადი დოზაა 200 მგ,
6- დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ, 3- დან 6 წლამდე – 50 მგ.
არასპეციფიკური პროფილაქტიკისათვის:
გრიპითა და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსული ინფექციებით დაავადებულებთან უშუალო კონტაქტისას მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ პრეპარატი დღეში; 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ დღეში; 3- დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 50 მგ დღეში. პრეპარატი მიიღება ერთხელ დღეში, კურსი – 10-14 დღე.
გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისა და ჰერპესული ინფექციის რეციდივის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ პრეპარატი ინიშნება ერთჯერადი დოზით 200 მგ; 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ; 3- დან 6- წლამდე ასაკის ბავშვებში – 50 მგ. პრეპარატი მიიღება 2 – ჯერ კვირაში, 3 კვირის განმავლობაში.
მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის პროფილაქტიკისათვის (ავადმყოფებთან კონტაქტისას) მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 12–14 დღის განმავლობაში; 6- დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ ერთხელ დღეში 12–14 დღის განმავლობაში.
პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისათვის პრეპარატი ინიშნება ოპერაციამდე ორი დღით ადრე, შემდეგ ოპერაციის მეორე და მეხუთე დღეს, დოზებით: მოზრდილებსადა ბავშვებში 12 წლი ს ასაკის ზემოთ – 200 მგ, 6- დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100 მგ, 3- დან 6წლამდე – 50 მგ.
მკურნალობისათვის: გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსული გაურთულებელი ინფექციებისას მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 4- ჯერ დღეში, 6- დან 12 წლამდეასაკის ბავშვებში 100 მგ 4- ჯერ დღეში, 2- დან 6 წლამდე 50 მგ 4- ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 5 დღე.
გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსული გართულებული ინფექციებისას
(მათ შორის, ბრონქიტი, პნევმონია) მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 4- ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ – ერთხელ კვირაში 4 კვირის განმავლობაში; 6- დან 12 წლამდე – 100 მგ 4- ჯერ დღეში, შემდეგ 100 მგ ერთხელ კვირაში 4 კვირის განმავლობაში; 3- დან 6 წლამდე – 50 მგ 4- ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 50 მგ ერთხელ კვირაში 4 კვირის განმავლობაში.
მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის მკურნალობისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 2 – ჯერ დღეში 8 – 10 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ბრონქიტისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 4- ჯერ დღეში 5–7 დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ 2- ჯერ კვირაში 4 კვირის განმავლობაში; 6- დან 12 წლამდე – 100 მგ 4- ჯერ დღეში 5–7 დღის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ 2- ჯერ კვირაში 4 კვირის განმავლობაში; 3-დან 6 წლამდე – 50 მგ 4- ჯერ დღეში 5–7 დღის განმავლობაში, შემდეგ – 50 მგ 2- ჯერ კვირაში 4 კვირის განმავლობაში.
მწვავე ნაწლავური როტავირუსული ეტიოლოგიის ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 200 მგ 4- ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, 6- დან 12 წლამდე – 100 მგ 4- ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში, 3- დან 6 წლამდე– 50 მგ 4- ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
•       მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
•       3 წლამდე ასაკის ბავშვები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა პრეპარატებთან დანიშვნისას   უარყოფითი ეფექტები არ აღ ინიშნება.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვბა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ავლენს ცენტრალურ ნეიროტროპულ აქტივობას და სამედიცინო პრაქტიკაში პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკულად ჯანმრთელ სხვადასხვა პროფესიის მქონე პირებში, მათ შორის, პროფესიების, რომლებიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (ტრანსპორტის მძღოლები, ოპერატორები).

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

სამკურნალო ფორმა: მყარი ჟელატინის კაფსულები, 50 მგ ან 100 მგ
შეფუთვა 10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში (ბლისტერი). 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III (გაცემის წესი რეცეპტის გარეშე).

მწარმოებელი: ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა, ბათფარმა

გაფრთხილება