ასკორბინის მჟავა

ასკორბინის მჟავა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ასკორბინის მჟავას საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ასკორბინის მჟავა/ascorbic acid

ასკორბინის მჟავას კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წყალში ხსნადი ვიტამინები


ასკორბინის მჟავა აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს 100 მგ ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C),
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის სულფიტი, საინიექციო წყალი.

შეფუთვა
5% საინიექციო ხსნარი, 2 მლ ამპულაში. პვქ ფირის პენალში მოთავსებული 10 ამპულა. 1 პენალი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველქმედებაში, გააჩნია მკვეთრად გამოხატული აღდგენითი თვისებები. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაში. ასკორბინის მჟავას ერთერთ მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს თანამონაწილეობა კოლაგენისა და პროკოლაგენის სინთეზში, კაპილარების გამტარიანობის ნორმალიზაციაში.
ადამიანის ორგანიზმს არა აქვს უნარი თვითონ მოახდინოს ვიტამინი C- ს სინთეზირება; მისი უკმარისობა ან არ არსებობა იწვევს ჰიპო- ან ავიტამინოზის (სურავანდი) განვითარებას.
ასკორბინის მჟავას სადღეღამისო მოთხოვნა ზრდასრული მამაკაცისათვის შეადგენს 70-100 მგ, ქალებისათვის – 80 მგ, დამატებით ორსულობის დროს 20 მგ და ძუძუთი კვების დროს – 40 მგ. ბავშვებისა და მოზარდებისათვის 30 მგ÷70 მგ ასაკის მიხედვით.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით ყველა იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინი C-ს დამატებით შეყვანას:
სურავანდის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ჰემორაგიული დიათეზის, ცხვირიდან, ფილტვიდან, ღვიძლიდან და სხვა სისხლდენების, სხივური დაავადებით და ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირებით გამოწვეული სისხლდენების, ინფექციური დაავადებებისა და ღვიძლის ინტოქსიკაციების, ადისონის დაავადების, ჭრილობების ძნელად შეხორცების, ძვლების მოტეხილობების, დისტროფიებისა და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს. პრეპარატი ინიშნება აგრეთვე გაძლიერებული ფიზიკური შრომის, გონებრივი დაძაბულობის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე ათეროსკლეროზის დროს.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეყავთ ვენაში ან კუნთებში. სამკურნალო დოზები მოზრდილთათვის – 1-3 მლ 5% ხსნარი დღეში, ბავშვებისათვის – 1-2 მლ 5% ხსნარი დღეში.

გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათია.
დიდი დოზებით (4-12 გ დღე-ღამეში) ხანგრძლივი მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დიარეა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღგზება, გულისრევა, ღებინება, კუჭის აშლა), ურატული ოქსალატური კონკრემენტები თირკმელებში, ჰიპეროქსალურია, ქიმიური ცისტიტი, შარდის pH- ის დროებითი დაქვეითება.
დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა, აგრეთვე თირკმელების ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩვენება
სისხლის შემდედებლობის მომატება, თრომბოფლებიტი და თრომბოზისადმი მიდრეკილება, შაქრიანი დიაბეტი.

განსაკუთრებული მითითებები
ასკორბინის მჟავას ჭარბი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ მას შეუძლია დამთრგუნველად იმოქმედოს კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარულ აპარატზე, ამიტომ მკურნალობის პროცესში აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონალური უნარის რეგულარული კონტროლი. კორტიკოსტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაზე მასტიმულირებელი მოქმედების გამო ან ჭარბი დოზებით მკურნალობისას აუცილებელია თირკმელების ფუნქციისა და არტერიული წნევის კონტროლი

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება უფრო ხშირად წარმოიქმნება დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას.
ზრდის სისხლში სალიცილატების (ზრდის კრისტალურიის რისკს), ეთინილესტრადიოლის, ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციას.
ესტროგენებთან – ზრდის ჰორმონების დონეს სისხლის შრატში.
ორალურ კონტრაცეპტივებთან, რომლებიც შეიცავს ესტროგენებს – მცირდება კონტრაცეპტული ეფექტი.
ამცირებს კუმარინის წარმოებულების ანტიკოაგულაციურ ეფექტს.
აუმჯობესებს ნაწლავებში რკინის პრეპარატების შეწოვას.
ხანგრძლივი გამოყენებისას ქინოლინური რიგის პრეპარატები, კალციუმის ქლორიდი, სალიცილატები, კორტიკოსტეროიდები ამცირებს C ვიტამინის მარაგს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 1 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 5% 2 მლ ამპულა №10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ბიოპოლუსი, საქართველო

გაფრთხილება