ბათრონატი 500მგ კაფ

ბათრონატი

ბათრონატი 500მგ კაფ–ის ზოგადი ინფორმაცია

ბათრონატი. Batronat. ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ტრიმეთილჰიდრაზინ პროპიონატის დიჰიდრატი. Trimethylhydrazinium propionate dihydrat. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – C01CX. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).


ბათრონატი 500მგ კაფ აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ბათრონატი 500მგ კაფ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბათრონატი. Batronat გამოდის 500 მგ კაფსულების და ხსნარის ფორმით. 1 ამპულა შეიცავს 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინ)-პროპიონატის დიჰიდრატს – 500 მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: საინიექციო წყალი. 1 კაფსულა შეიცავს 3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინ)-პროპიონატის დიჰიდრატს – 250 მგ-ს ან 500 მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი.

ბათრონატის (500 მგ კაფსულა) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბათრონატი (500 მგ კაფსულა), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბათრონატის (500 მგ კაფსულა) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბათრონატის (500 მგ კაფსულა) ფასები ფარმადეპოში
ბათრონატის (500 მგ კაფსულა) ფასები ავერსში
ბათრონატის (500 მგ კაფსულა) ფასები psp-ში
ბათრონატის (500 მგ კაფსულა) ფასები სხვა აფთიაქებში

ბათრონატი 500მგ კაფ–ის აქტიური ნივთიერება

ტრიმეთილჰიდრაზინ პროპიონატის დიჰიდრატი. Trimethylhydrazinium propionate dihydrat.

ბათრონატი 500მგ კაფ–ის სინონიმები

მილდროქსინი (MILDROXYN, AVERSI, საქართველო).

ბათრონატი 500მგ კაფ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • შრომისუნარიანობის დაქვეითება
  • გადატვირთვა ფიზიკური
  • კარდიომიოპათია დისჰორმონალური
  • ჰემოფტალმი
  • სისხლჩაქცევა ბადურაში,სხვადასხვა ეტიოლოგიის
  • თრომბოზი ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების
  • რეტინოპათიები, სხვადასხვა ეთიოლოგიის  (დიაბეტური, ჰიპერტონული)
  • ინსულტი
  • ცერებროვასკულური უკმარისობა
  • აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს

ბათრონატი 500მგ კაფ–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს გამა-ბუტირობეტაინის სტრუქტურულ ანალოგს _ ნივთიერების, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია.
პრეპარატი ამცირებს კარნიტინის დონეს და გრძელჯაჭვური ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას უჯრედულ მემბრანაში, რითაც ეწინააღმდეგება უჯრედში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტიური ფორმების დაგროვებას.
იგი აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, იშემიის დროს ააქტიურებს გლიკოლიზს. კარნიტინის სინთეზის შემცირების შედეგად იზრდება გამა-ბუტირობეტაინის შემცველობა, რომელიც ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ანელებს ქსოვილების ნეკროზს, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. პრეპარატი ასტიმულირებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასუსტებს ფსიქიკურ და ფიზიკურ დაძაბულობას, ააქტიურებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს. ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ხსნის აბსტინენციის სინდრომს.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 78% შეადგენს. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Сmax) მიღებიდან 1-2 სთ-ში მიიღწევა.
ვენაში შეყვანისას პრეპარატის ბიოშეღწევადობა 100% შეადგენს. Сმახ პლაზმაში მიღებისთანავე მიიღწევა.
ორგანიზმში ბიოტრანსფორმირდება ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც თირკმლებით გამოიყოფა. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დამოკიდებულია დოზაზე და 3-6 სთ-ს შეადგენს.
ჩვენებები
• შრომისუნარიანობის დაქვეითება, ფიზიკური გადატვირთვა;
• დისჰორმონალური კარდიომიოპათია (კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი);
• ჰემოფტალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევა ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეთიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული);
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევა (ინსულტი, ცერებროვასკულური უკმარისობა) – კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
• აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (სპეციფიკური თერაპიის შემადგენლობაში).
მიღების წესები და დოზები
ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის დროს ინიშნება პერორალურად 250 მგ 4-ჯერ დღეში ან ვენაში 0.5 გ ერთხელ დღეში. მკურნალობის კურსი – 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა მეორდება 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებისთვის რეკომენდებულია ვარჯიშის წინ პერორალურად 0.5-1 გ-ს 2-ჯერ დღეში მიღება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების დროს – 10-14 დღე.
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას მწვავე ფაზაში პრეპარატი ინიშნება ვენაში – 500 მგ ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში, შემდეგ გადადიან პრეპარატის პერორალურ მიღებაზე – 0.5-1 გ ერთხელ დღეში. თერაპიის საერთო კურსი – 4-6 კვირა.
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევისას პრეპარატი მიიღება პერორალურად 0.5_1 გ დღეში. მკურნალობის კურსი – 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად – 2-3-ჯერ წელიწადში.
თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი პათოლოგიისა და ბადურას დისტროფიული დაავადებების დროს ბათრონატი შეჰყავთ პარაბულბურად და სუბკონიუნქტიურად 0.5 მლ საინიექციო ხსნარი კონცენტრაციით 0.5 გ/5 მლ 10 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ინიშნება პერორალურად 500 მგ 4-ჯერ დღეში, ვენაში – 500 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 7-10 დღე.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად – ქავილი, დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, აღგზნება, არტერიული წნევის ცვალებადობა.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
• ქალას შიდა წნევის მომატება.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში ბათრონატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას.
აღგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში.
ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბათრონატი აძლიერებს ანტიანგინალური საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატებისა და საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.
პრეპარატი შეთავსებადია ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ბრონქოლიზურ, ანტიარითმიულ, ანტიანგინალურ და დიურეზულ საშუალებებთან.
ბათრონატისა და ნიტროგლიცერინის, ნიფედიპინის, ალფა-ადრენობლოკატორების, ჰიპოტენზური საშუალებებისა და პერიფერიული ვაზოდილატატორების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.
შენახვის პირობები და ვადები
საინიექციო ხსნარი: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა!
კაფსულები: მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
საინიექციო ხსნარი და კაფსულები: 4 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
საინიექციო ხსნარი და კაფსულები: ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (რეცეპტით).