გენტამიცინის სულფატი

გენტამიცინის სულფატი

გენტამიცინის სულფატის ზოგადი ინფორმაცია

გენტამიცინის სულფატი. Gentamicin sulfate. ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – გენტამიცინი. Gentamicin. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – J01GB03. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).გენტამიცინი 0,1%


გენტამიცინის სულფატი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გენტამიცინის სულფატის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გენტამიცინის სულფატი. Gentamicin sulfate გამოდის 4% 2 მლ ამპულის ფორმით. 1 ამპულა (2 მლ) შეიცავს გენტამიცინის სულფატს 80 მგ გენტამიცინზე გადაანგარიშებით. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის პიროსულფიტი, ტრილონი ბ, საინიექციო წყალი.

გენტამიცინის სულფატის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც გენტამიცინის სულფატი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია გენტამიცინის სულფატის  ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

გენტამიცინის სულფატის ფასები ფარმადეპოში
გენტამიცინის სულფატის  ფასები ავერსში
გენტამიცინის სულფატის  ფასები psp-ში
გენტამიცინის სულფატის  ფასები სხვა აფთიაქებში

გენტამიცინის სულფატის აქტიური ნივთიერება

გენტამიცინი. Gentamicin. ქიმიური დასახელება – Micromonospora purpurea n. sp. მიერ პროდუცირებული ანტიბიოტიკების კომპლექსი-გენტამიცინ С1, გენტამიცინ С2 и გენტამიცინ С1А (სულფატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C21H43N5O7. გენტამიცინს მიაკუთვნებენ ამინოგლიკოზიდების ჯგუფს. CAS-კოდი:1403-66-3.

გენტამიცინის სულფატის სინონიმები

გენტამიცინი 0,1% (Gentamycin 0,1%, Stada, გერმანია).

გენტამიცინის სულფატის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

დერმოკლინი კრემი (DERMOKLIN Cream, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი; gentamicin,  clotrimazole, beclometasone), ფაქტორი დერმიკო (FACTOR DERMICO, G P C, არგენტინა; gentamicin, betamethasone, miconazole).

გენტამიცინის სულფატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • პიელონეფრიტი
  • ცისტიტი
  • პნევმონია
  • პერიტონიტი
  • სეფსისი
  • მენინგიტი
  • ინფექციები კანისა და რბილი ქსოვილების,ჩირქოვანი

გენტამიცინის სულფატის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
გენტამიცინი მოქმედების ფართო სპექტრის, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად და აქტიურია გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების – Escherichia coli, Shigella spp., Salmonela spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმების _ Staphylococcus spp.-სა და Streptococcus spp – ს ზოგიერთი შტამების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
გენტამიცინი სწრაფად შეიწოვება ინტრამუსკულარული ინიექციის შემდეგ. პრეპარატის თერაპიული დოზის კუნთში შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 30_60 წთ-ში მიიღწევა და შენარჩუნებულია 8_12 სთ-ის განმავლობაში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, პლევრულ, სინოვიურ და პერიტონეალურ სითხეებში, გადის პლაცენტურ ბარიერს. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 2–3 სთ-ია. პრეპარატი გამოიყოფა თირკმლებით (70%) უცვლელი სახით.
ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, პნევმონია, პერიტონიტი, სეფსისი, მენინგიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები და სხვა.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში (წვეთოვნად). მოზრდილებში საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც ორ შეყვანაზე იყოფა. რთული ინფექციებისას დოზა იზრდება 5 მგ/კგ-მდე დღეში. შარდგამომყოფი გზების ინფექციებისას პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 მგ/კგ-ს ორ შეყვანაზე. მკურნალობის კურსია 7_10 დღე.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის დონის გაზრდა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა. გრძნობათა ორგანოების მხრივ: სმენის დაქვეითება, ვესტიბულარული დარღვევები, ცალკეულ შემთხვევებში _ შეუქცევადი სიყრუე.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ცხელება, იშვიათად _ კვინკეს შეშუპება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა – ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, იშვიათად – თირკმლის უკმარისობა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა გენტამიცინის ან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, სმენის ნერვის ნევრიტი, თირკმლის მძიმე უკმარისობა, ურემია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს გენტამიცინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
გენტამიცინი სიფრთხილით გამოიყენება პარკინსონიზმის, მიასთენიის, თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს. გამოყენების პერიოდში საჭიროა თირკმლის, სმენისა და ვესტიბულური აპარატების ფუნქციის კონტროლი.
დაუშვებელია ერთ შპრიცში გენტამიცინისა და სხვა პრეპარატების შერევა.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ნეფრო – და ოტოტოქსიკური მოქმედება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის (უფრო ეფექტურია) და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გენტამიცინისა და ამინოგლიკოზიდების, ვანკომიცინის, ცეფალოსპორინების, ეთაკრინის მჟავას ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ოტო – და ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
ინდომეტაცინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება გენტამიცინის კლირენსის შემცირება, რაც ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკს.
გენტამიცინისა და საინჰალაციო სანარკოზე საშუალებების, ოპოიდური ანალგეზიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის განვითარების რისკი.
გენტამიცინისა და `მარყუჟოვანი~ დიურეზულების (ფუროსემიდი, ეთაკრინის მჟავა) ერთდროული გამოყენებისას იზრდება გენტამიცინის კონცენტრაცია სისხლში და გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).