დროპსანი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა

100 მლ ხსნარი შეიცავს: თუთიის სულფოფენატი – 0,500გრ, ნატრიუმის სულფაცეტამიდი – 3 გრ, ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი – 0,005გრ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი – 0,750გრ და არააქტიურ ნივთიერებებს: პ-ოსქსიბენზოატის ეთერები, თიმეროსალი, ამონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი
ჩვენებები
მსუბუქი ფორმის კონიუნქტივიტის მკურნალობა

მიღების წესები და დოზები
დოზა:
ერთი წვეთი დღეში ერთხელ ან ორჯერ, კონიუნქტივალურ პარკში ჩაწვეთებით.
ჩაწვეთების შემდეგ თვალი მცირე ხნით დახუჭული უნდა გქონდეთ.

დაიცავით რეკომენდირებული დოზა. ამ პრეპარატის ზედმეტი დოზით ჩაწვეთებამ, თუნდაც ადგილობრივად და მცირე ხნით, შესაძლოა მწვავე სისტემური ეფექტები გამოიწვიოს.

ხანგრძლივობა.
ექიმის რჩევის გარეშე, ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღება არ შეიძლება.
მიღების წესი.
გახსენით ბოთლი, მსუბუქად მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალის კონიუნქტივალურ პარკში.
გვერდითი
მოვლენები
რეკომენდირებული დოზებით მიღებისას, პრეპარატი კარგად შეგუებადია.
თუ პაციენტს გამოუვლინდება ისეთი რეაქციები, რომლებიც არაა აქ მითითებული, სასურველია, რომ ამის შესახებ ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პროდუქტი კონსერვანტის სახით შეიცავს თიმეროსალს, რომელმაც შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.
უკუჩვენება
ინდივიდუალური ზემაღალი მგრძნობელობა წამლის კომპონენტების მიმართ. ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდირებული არ არის.

სიფრთხილის ზომები: ექიმის რჩევის გარეშე, ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღება არ შეიძლება.
ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში პრეპარატის მიღება ხდება მხოლოდ რეალური საჭიროებისას ექიმის კონტროლის ქვეშ. თუ გამოვლინდება მგრძნობელობის ამაღლების მოვლენები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
ჭარბი
დოზირება
დაბალი სისტემური აბსორბციის გამო, ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული ეფექტები ძალზედ იშვიათია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვას. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომატური თერაპია.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შედეგები ან ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.
შენახვის
პირობები და ვადები
ვარგისიანობის პერიოდი მიეთითება კოლოფზე და ძალაშია შენახვის პირობების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში.
ყურადღება:
კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ წამალი არ იხმაროთ.

პროდუქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში, ბოთლის პირველი გახსნის დღიდან.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

სპეციალური გაფრთხილება
გამოყენების შემდეგ ბოთლი დახუფეთ. შეინახეთ არაუმეტეს 30ºC-ზე
გამოშვების ფორმა:
10 მლ თვალის წვეთი
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ბრუსკეტინი, იტალია

გაფრთხილება