ესპუმიზანი
ესპუმიზანის ზოგადი ინფორმაცია
ესპუმიზანი. Espumisan. ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – სიმეთიკონი. Simethicone. მწარმოებელი ფირმა – BERLIN-CHEMIE AG (გერმანია).
ესპუმიზანის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ესპუმიზანი. Espumisan გამოდის 40 მგ. კაფსულის ფორმით. 1 კაფსულა შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს. დამხმარე ნივთიერებები: მეთილის პარა-ოქსიბენზოატი, გლიცერინი, საღებავები E 104 და E 110.
ესპუმიზანის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
ესპუმიზანის ფასები ფარმადეპოში
ესპუმიზანის ფასები ავერსში
ესპუმიზანის ფასები psp-ში
ესპუმიზანის ფასები სხვა აფთიაქებში
ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ესპუმიზანი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ესპუმიზანის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ mpifarm@gmail.com
ესპუმიზანის აქტიური ნივთიერება
სიმეთიკონი. Simethicone. ქიმიური დასახელება – პოლი(დიმეთილსილოქსანის) და სილიციუმის დიქსიდის ნარევი. სიმეტიკონს მიაკუთვნებენ ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატების ჯგუფს. CAS-კოდი: 8050-81-5.
ესპუმიზანის სინონიმები
ესპუმიზანი L (Espumisan L, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), კოლინი (COLIN, AVERSI, საქართველო), მეტსილი წვეთები (METSIL DROPS, Bilim, თურქეთი), დისფლატილი (DISPHLATYL, MEDA Pharmaceuticals, შვეიცარია).
ესპუმიზანის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში)
- აეროფაგია
- დისპეფსია
- რემხელდის სინდრომი
- მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება
ესპუმიზანის საფირმო აღწერიდან
ესპუმიზანის ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი, რომელიც ამცირებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. აქტიური კომპონენტი სიმეტიკონი – ზედაპირულად – აქტიური ნივთიერება, ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რომლებიც ამ დროს იშლება. დიაგნოსტიკურ გამოკვლევამდე ესპუმიზანის® მიღება აირის ბუშტუკებით გამოწვეული გამოსახულების დეფექტების გაჩენას უშლის ხელს. ახდენს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სათანადო დაფარვას კონტრასტული საშუალებით. სიმეტიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით.
ესპუმიზანის ჩვენებები
– მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში);
– აეროფაგია;
– დისპეფსია;
– რემხელდის სინდრომი;
– მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება.
ესპუმიზანის მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 1-2 კაფსულა 3-5 ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ.
მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის რენტგენოგრაფიისათვისა და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადება: ინიშნება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 2 კაფსულა დილით გამოკვლევის დღეს.
გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ესპუმიზანის უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა.
ესპუმიზანის შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:5 წელი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!
ესპუმიზანის გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!