თეოფედრინ-ბათ

თეოფედრინ-ბათ

თეოფედრინ-ბათ–ის ზოგადი ინფორმაცია

თეოფედრინ-ბათ. Theophedrin-bat. ბრონქოლიზური პრეპარატების – სიმპატომიმეტიკების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ბელადონა + კოფეინი + პარაცეტამოლი + თეოფილინი + ფენობარბიტალი + ციტიზინი + ეფედრინი. Belladonna + Caffeine + Paracetamol + Theophylline + Phenobarbital + Cytisine + Ephedrine. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).

თეოფედრინ-ბათ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

თეოფედრინ-ბათ. Theophedrin-bat გამოდის ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს  აქტიურ ინგრედიენტებს:  პარაცეტამოლის _ 0,2გ; თეოფილინის _ 0,1გ; კოფეინის _ 0,05გ;  ფენობარბიტალის _ 0,02გ; ეფედრინის ჰიდროქლორიდის _ 0,02გ;  ბელადონას სქელი ექსტრაქტის _ 0,003გ (ან ბელადონას მშრალი ექსტრაქტის – 0,045მგ); ციტიზინის _ 0,0001გ. დამხმარე ნივთიერებებია: კარტოფილის სახამებელი; კალციუმის სტეარატი; სტეარინის მჟავა;  პოლივინილპიროლიდონი _ 0,6გ ტაბლეტის მასის მიღებამდე.

თეოფედრინ-ბათის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

თეოფედრინ-ბათის ფასები ფარმადეპოში
თეოფედრინ-ბათის ფასები ავერსში
თეოფედრინ-ბათის ფასები psp-ში
თეოფედრინ-ბათის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც თეოფედრინ-ბათ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია თეოფედრინ-ბათის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

თეოფედრინ-ბათ–ის აქტიური ნივთიერებები

ბელადონა + კოფეინი + პარაცეტამოლი + თეოფილინი + ფენობარბიტალი + ციტიზინი + ეფედრინი. Belladonna + Caffeine + Paracetamol + Theophylline + Phenobarbital + Cytisine + Ephedrine.

თეოფედრინ-ბათ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ასთმა ბრონქული
  • ბრონქიტი (ბრონქების ანთება ასთმური კომპონენტით)

თეოფედრინ-ბათ–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
თეოფედრინ-ბათ კომბინირებული პრეპარატია, ავლენს ბრონქების გამაფართოვებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას. ბრონქოლიზური ეფექტი განპირობებულია ბრონქიალურ კუნთებზე უშუალო გავლენით. ამუხრუჭებს იზოლირებული ლეიკოციტების აქტივაციას და ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას, თრგუნავს ალვეოლური მიკროფაგების აქტიურობას, ამცირებს სისხლძარღვების მომატებულ შეღწევადობას და ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას. აქვეითებს ჰიპერტენზიას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში და ასტიმულირებს სასუნთქ ცენტრს. ფენობარბიტალი ხსნის ცნს-ის აღგზნებას, რომელსაც იწვევს თეოფილინი და კოფეინი. პარაცეტამოლი ავლენს ანალგეზურ და სიცხის დამწევ მოქმედებას. აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ახდენს თეოფილინის და ეფედრინის ბრონქოლიზური მოქმედების სუმაციას, მნიშვნელოვნად ამცირებს გვერდითი ეფექტების წარმოშობის რისკს
ჩვენებები
ბრონქიალური ასთმა (პროფილაქტიკა და მკურნალობა), ბრონქიტი (ბრონქების ანთება ასთმური კომპონენტით).
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებს ენიშნებათ 1/2-1 ტაბლეტი (ძლიერი შეტევის შემთხვევაში 2 ტაბლეტი) 1-ჯერ (აუცილებლობის შემთხვევაში 2-3-ჯერ) დღეში.
2 წლიდან 5 წლამდე ბავშვებს 1/4-1/2 ტაბლეტი, 6 წლიდან 12 წლამდე ბავშვებს 1/2-3/4 ტაბლეტი დღეში. ღამის ძილის დარღვევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება დილით ან დღისით.
გვერდითი მოვლენები
ძილის დარღვევა, კიდურების კანკალი, შარდის შეკავება, მადის დაქვეითება, ღებინება, ოფლიანობა.
უკუჩვენება
გლაუკომა, კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ჰიპერთირეოზი, ეპილეფსია.
ორსულობა და ლაქტაცია.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას ვარგისობის ვადა 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით