რეფურილი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნიფუროქსაზიდი/nifuroxazide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
პრეპარატის 1 საზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს: ნიფუროქსაზიდი _ 220 მგ.
დამატებითი კომპონენტები: მეთილპარაბენი, სპირტი, შაქარი, ფორთოხლის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფუროქსაზიდი წარმოადგენს ნიტროფურანის წარმოებულს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი (მათ შორის Staphylococcus და Streptococcus), ასევე გრამუარყოფითი (მათ შორის Escherichia coli) მიკროორგანიზმების მიმართ. პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ ის ძირითადად გამოიყენება როგორც ნაწლავური ანტისეპტიკი. ნიფუროქსაზიდი არ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას.
ჩვენებები
-მწვავე და ქრონიკული დიარეა;
-კოლიტი.
მიღების წესები და დოზები
1 თვიდან 1 წლამდე 5მლ 2 ჯერ დღეში
1 წლიდან 10 წლამდე 5მლ 3 ჯერ დღეში
10 წლიდან  5მლ 4 ჯერ დღეში

გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება აღინიშნოს ღებინება.
გაუთვალისწინებელ სიმპტომთა გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ნიტროფურანის მიმართ, დღენაკლი და 1 თვემდე ასაკის ბავშვები
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში ნახშირწყლების შეწოვის თანდაყოლილი დარღვევით.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. არ არის სასურველი დოზის გადაჭარბება.
ჭარბი დოზირება
თუ პერედოზირების შემდეგ დიდი დრო არ არის გასული,აუცილებელია გამოვიწვიოთ ღებინება და კუჭის გამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.შაჭიროების შემთხვევაში ვატარებთ ხელსემწყობ და სიმპტომურ თერაპიას.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 25ºC -ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
გამოშვების ფორმა: 220მგ/5მლ 60მლ სუსპენზია
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Amoun Pharmaceuticals, ეგვიპტე

გაფრთხილება