სუპრაბათი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი /chloropyramine hydrochloride

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ამპულა შეიცავს:
ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს _ 20 მგ-ს,
საინიექციო წყალს _ 1 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სუპრაბათი წარმოადგენს ეთილენდიამინის წარმოებულ ანტიჰისტამინურ (H1-რეცეპტორების ბლოკატორი) პრეპარატს. იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ანტიალერგიული ეფექტის გარდა, პრეპარატს ახასიათებს გამოხატული სედატიური, საძილე და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. გააჩნია პერიფერიული ანტიქოლინერგული აქტივობა, ზომიერად გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა
სუპრაბათი მეტაბოლიზდება ღვიძლში და ელიმინირდება თირკმლებისა და ნაწლავების საშუალებით.

ჩვენებები
ალერგიული დაავადებები: სეზონური ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე, კანის ქავილი და სხვა.
სისტემური ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების დამხმარე თერაპია.

მიღების წესები და დოზები
საინიექციო ხსნარი განკუთვნილია კუნთში შესაყვანად, მაგრამ მწვავე მძიმე შემთხვევებში დასაშვებია პრეპარატის ვენაში შეყვანა.¼
მოზრდილებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 1_2 ამპულა (20_40 მგ) კუნთში.
ბავშვებში რეკომენდებული საწყისი დოზებია: 1_12 თვის ასაკში _ 1/4 ამპულა (5 მგ) კუნთში; ¼ 1_6 წლის ასაკში _ 1/2½ამპულა (10 მგ) კუნთში, 6_14 წლის ასაკში _ 1/2_1 ამპულა (10_20 მგ) კუნთში.
გვერდითი ეფექტების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის თანდათანობითი გაზრდა, მაგრამ მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება

გვერდითი მოვლენები
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სედატიური ეფექტი, დაღლილობა, თავბრუხვევა, ატაქსია, ნერვული აგზნებადობა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არასასიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში, ტკივილი ეპიგასტრიუმში, პირის ღრუს სიმშრალე, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა ან მომატება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
სხვა: დიზურია, შარდის შეკავება, მიოპათია, თვალის შიდა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევა, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან ეთილენდიამინის სხვა წარმოებულების მიმართ;
• ბრონქული ასთმის მწვავე შეტევა;
• ახალშობილობის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
სუპრაბათის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
ანტიქოლინერგული და სედატიური ეფექტების გამო სუპრაბათი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს.
ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატმა შეიძლია გამოიწვიოს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ძილიანობა და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა. ამიტომ მკურნალობის დასაწყისში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჰალუცინაციები, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ათეტოზი, კრუნჩხვები.
მცირე ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება, ზოგჯერ პირის სიმშრალე, სახის სიწითლე, სინუსური ტაქიკარდია, ციებ-ცხელება. მოზრდილებში აგზნებას მოსდევს კრუნჩხვები, დეპრესია, კომა და კარდიორესპირატორული უკმარისობა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღებიდან 12 სთ-ის განმავლობაში _ კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა, არტერიული წნევისა და სუნთქვის პარამეტრების კონტროლი, სიმპტომური თერაპიის, ხოლო აუცილებლობისას _ რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება.
სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ერთდროული გამოყენებისას სუპრაბათი აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების, ანალგეტიკების, მაო-ს ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ატროპინის, სიმპატოლიტიკებისა და ეთანოლის ეფექტებს.
სუპრაბათმა შეიძლება შენიღბოს ოტოტოქსიკურობის ადრეული ნიშნები ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას.

შენახვის პირობები და ვადები
საინიექციო ხსნარი: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: საინიექციო ხსნარი: 5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: 2% 1 მლ ამპულა №5

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი:
ბიოპოლუსი, საქართველო

გაფრთხილება