ფერიმაქსი ი/მ

ფერიმაქსი ი/მ

ფერიმაქსი ი/მ–ის ზოგადი ინფორმაცია

ფერიმაქსი ი/მ. FERIMAX I/M. ანტიანემიური პრეპარატების  ჯგუფის სამკურნალო საშუალება შინაგანი გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერება – რკინის (III) ჰიდროქსიდ პოლიმალტოზატის კომპლექსი. Ferric (III) hydroxide polymaltosate complex . მწარმოებელი ფირმა – ბილიმ ფარმასიუტიკალსი (თურქეთი).

ფერიმაქსი ი/მ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფერიმაქსი ი/მ. FERIMAX I/M გამოდის 100 მგ/2მლ ამპულის ფორმით.

ფერიმაქს ი/მ–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფერიმაქს ი/მ–ის ფასები ფარმადეპოში
ფერიმაქს ი/მ–ის ფასები ავერსში
ფერიმაქს ი/მ–ის ფასები psp-ში
ფერიმაქს ი/მ–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფერიმაქსი ი/მ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფერიმაქს ი/მ–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფერიმაქსი ი/მ–ის აქტიური ნივთიერება

რკინის (III) ჰიდროქსიდ პოლიმალტოზატის კომპლექსი. Ferric (III) hydroxide polymaltosate complex . რკინის (III) ჰიდროქსიდი პოლიმალტოზატის კომპლექსს მიაკუთვნებენ ჰემოპოეზის სტიმულატორების, ასევე მაკრო- და მიკროელემენტების ჯგუფებს.

ფერიმაქსი ი/მ–ის სინონიმები

ფერიმაქსი ორალური ხსნარი (FERIMAX ORAL SOLUTION, Bilim, თურქეთი), ფერიმაქსი სიროფი (FERIMAX SYRUP, Bilim), ფერუმ ლეკი (Ferrum Lek, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია).

ფერიმაქსი ი/მ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ანემია რკინა დეფიციტური
  • რკინის დეფიციტი, ხვადასხვა წარმოშობის, ყველა სახის
  • რკინის დეფიციტი, მძიმე (მაგალითად, სისხლდენა)
  • კუჭ-ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევის შემთხვევები
  • პერორალური რკინის პრეპარატების აუტანლობის შემთხვევები
  • რკინის დეფიციტი, მკურნალობის მიმართ რეზისტენტული

ფერიმაქსი ი/მ–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
რკინა ორგანიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტია და აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისა და ცოცხალი ქსოვილების ჟანგვითი პროცესებისათვის.
ფერიმაქსის ამპულები განკუთვნილია რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. პოლინუკლეარული რკინა (III) ჰიდროქსიდის ბირთვები შემოგარსულია არა-კოვალენტურად შეკავშირებული პოლიმალტოზას მოლეკულებით.
ინტრამუსკულური გამოყენების შემდეგ, მასში შემავალი რკინა სწრაფად გამოიყენება ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში ან რკინის მარაგად გარდაიქმნება. შედეგად, რკინის დეფიციტის ნიშნები ქრება.
ფარმაკოკინეტიკა
პარენტერულად მიღებული რკინა შეიწოვება კაპილარული და ლიმფური სისტემის მეშვეობით გამოყენების ადგილიდან. ინტრამუსკულურად მიღებული რკინის უმეტესობა შეიწოვება 72 საათის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი შეიწოვება 3-4 კვირაში. რკინა იშლება კომპლექსიდან რეტიკულოენდოთელურ სისტემაში, და გამოიყენება ერითროპოეზში ტრანსფერინთან ერთად, რომელიც მატარებელი ცილაა ან გარდაიქმნება მარაგად (ჰემოსიდერინი და ფერიტინი). ამის შედეგად, მიღებული რკინა არა მხოლოდ ჩართულია ჰემოგლობინის სტრუქტურაში, არამედ ასევე ავსებს რკინის მარაგს. ორგანიზმიდან რკინის გამოსაყოფად ფიზიოლოგიური სისტემა არ არსებობს, თუმცა იგი გამოიყოფა დაბალი თანაფარდობით კანის, თმების, ფრჩხილებისა და განავალის, მენსტრუაციის, დედის რძისა და ოფლის ყოველდღიურ დანაკარგთან ერთად.
100 მგ რკინის ინფუზიის შემდეგ რკინის პოლიმალტოზას კომპლექსის სახით 0.9%-იან 48 მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, სიჩქარით 1.7 მლ წუთში, დადგინდა, რომ რკინის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში არის 25 მკგ/მლ. მისი ნახევრდაშლის პერიოდი არის 22.4 საათი, ხოლო განაწილების მოცულობა 2.93 ლ. თირკმლების გზით ექსკრეცია საერთო დოზის 1%-ზე ნაკლებია.
ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია რკინა დეფიციტური ანემიის და სხვადასხვა წარმოშობის ყველა სახის რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის; სწრაფი და ეფექტური ჩანაცვლებითი თერაპიისათვის და განსაკუთრებით ქვემოთ მოყვანილი პირობების დროს:
რკინის მძიმე დეფიციტი (მაგალითად, სისხლდენა);
კუჭ-ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევის შემთხვევები;
პერორალური რკინის პრეპარატების აუტანლობის შემთხვევები;
მკურნალობის მიმართ რეზისტენტული რკინის დეფიციტი.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ძალიან ღრმად.
დღიური დოზა მოზრდილებში შეადგენს 1 ამპულას (100 მგ).
ბავშვებისათვის რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზები ასაკისა და წონის შესაბამისად.
რკინის პარენტერული მკურნალობის პერიოდი დგინდება ექიმის მიერ ჰემოგლობინის დონეზე დაკვირვებით. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება პერორალური თერაპია. ჰემოგლობინის მომატებით ნორმალურ დონემდე (14.8 გ/დლ ქალებისა და > 15 კგ წონის მამაკაცებისათვის, 12 გ/დლ ≤ 15 კგ წონის დროს), ასე რომ რკინის მარაგის შესავსებად, მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.
დღიური მაქსიმალური დოზა:
5 კგ-მდე ბავშვებისათვის 0.5 მლ (1/4 ამპულა, 25 მგ ელემენტარული რკინა)
5-10 კგ ბავშვებისათვის 1.0 მლ (1/2 ამპულა, 50 მგ ელემენტარული რკინა)
მოზრდილები 4.0 მლ (2 ამპულა, 200 მგ ელემენტარული რკინა)
ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, სადაც მოცემულია რკინის დღიური საერთო მოთხოვნილებები:
ასაკი რკინა (მგ/დღეში) ასაკი რკინა (მგ/დღეში)
ჩვილები  მამაკაცები
0-6 თვე 0.27 9-13 წელი 8
7-12 11 14-18 წელი 11
ბავშვები 19-30 წელი 8
1-3 წელი 7 31-50 წელი 8
4-8 წელი 10 51-70 წელი 8
ორსულობა  > 70 წელი 8
> 18 წელი 27 ქალები
19-30 წელი 27 9-13 წელი 8
31-50 წელი 27 14-18 წელი 15
ლაქტაცია 19-30 წელი 18
> 18 წელი 10 31-50 წელი 18
19-30 წელი 9 51-70 წელი 8
31-50 წელი 9  > 70 წელი 8
გვერდითი მოვლენები
შეიძლება აღინიშნებოდეს ანაფილაქსიური რეაქცია, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, დისპნოე, ართრალგია, მიალგია. ინექციის ადგილზე შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები და ზოგჯერ სტერილური აბსცესები.
არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
უკუჩვენება
იგი არ გამოიყენება პაციენტებში, რკინის დატვირთვის პირობებში (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი), რკინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, რკინის მოხმარების დარღვევების (ტყვიის ანემია, სიდერო-აქრესტული ანემია) თალასემიის, ბრონქული ასთმის, კრონის დაავადების, პროგრესული ქრონიკული პოლიართრიტისა და ალერგიული დაავადებების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
A კატეგორიის პრეპარატი
რეპროდუქციულმა კვლევებმა ცხოველებში რაიმე რისკი არ გამოავლინეს. ორსულ ქალებში კონტროლირებულმა კვლევებმა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დედისა და ნაყოფისათვის საშიშროება არ გამოავლინეს. რისკი არ აღინიშნება პირველ ტრიმესტრში.
ორსულობის დროს, რკინასთან ერთად, გასათვალისწინებელია ფოლის მჟავას მოხმარება.
მეძუძური დედები:
პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს უსაფრთხოა.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, გამოიყენება ექიმის რეკომენდაციითა და მისი კონტროლის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები
ინტრამუსკულური გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ანაფილაქსიური ტიპის რეაქციები, ამიტომ რკინის პარენტერული თერაპია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პერორალური თერაპია არადამაკმაყოფილებელია. გამოყენებამდე, მნიშვნელოვანია მგრძნობელობის გამოკვლევა საცდელი დოზით (0.5 მლ ი/მ). მოსალოდნელი რეაქციის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ეპინეფრინი და გლუკოკორტიკოიდები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში ალერგიებისადმი მიდრეკილებით.
ჭარბი დოზირება
ინტოქსიკაციის შემთხვევაში გამოიყენება დეფეროქსამინი და კალციუმის დინატრიუმის EDTA.
დეფეროქსამინს ტერატოგენური ეფექტი გააჩნია.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
შენახვის ვადა : 24 თვე
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით