ცეფავორა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. Drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები, მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ანგიოპროტექტორები, ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერებები:
100 გ (=98 მლ) შეიცავს:
გინკო ბილობა 1.3 გ
Vascum album 2.7 g
კუნელი (Crataegus) 7.5 g
დამხმარე ნივთიერებები:
ლიქიორის ღვინო (Liquer wine)

ფარმაკოლოგიური თვისებები
გინკო ბილობას ინგრედიენტი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და აფართოებს სისხლძარღვებს. კრუნჩხვები იხსნება, ვასკულარული ცირკულაცია იზრდება, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ყალიბის არტერიებში, რაც იწვევს თავის ტვინის ჟანგბადით გაუმჯობესებულ მომარაგებას. ნაკლებად პერფუზირებული ქსოვილი კვლავ მარაგდება მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით, სისხლძარღვების კედლების მეტაბოლიზმი და ორგანოთა ცირკულაცია უმჯობესდება. ცერებრული სისხლისმიმოქცევა იზრდება. აქტიური ინგრედიენტები, ფითრი და კუნელი ეფექტურობით გამოირჩევიან გულისა და კიდურების მხრივ ცირკულატორული დარღვევების შემთხვევაში.
ცეფავორა კარგი ამტანობით ხასიათდება მისი ხანგრძლივი გამოყენებისას.

ჩვენებები
თერაპიის ჰომეოპათიური პრინციპების შესაბამისად: სისხლის წნევის ცვლილებები და ცირკულატორული ცვლილებები თავის ტკივილით

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში დოზა არის 20-30 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, 6-დან 12 წლამდე ბავშვები ღებულობენ 10-15 წვეთს 3-4-ჯერ დღეში.
კარგი გემოს გამო, ცეფავორას წვეთების მიღება შეიძლება განზავების გარეშეც.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
ჰომეოპათიური საშუალებების მიღება არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები
არ არის ცნობილი.
შენიშვნა: ჰომეოპათიური საშუალების მიღებისას არსებული ჩივილები შეიძლება დროებით გაუარესდეს (საწყისი გამწვავება). ასეთ შემთხვევაში საჭიროაექიმის კონსულტაცია და პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელიც არ არის აღნიშნული არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს!

უკუჩვენება
არ არის დადგენილი.
ალკოჰოლის შემცველობის გამო, პრეპარატის მიღება ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულებში და ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები
ცეფავორა წვეთები შეიცავს 20 ვოლ.-% ალკოჰოლს.

ჭარბი დოზირება
ცეფავორას წვეთების მიღების შემდეგ იტოქსიკაცია არ არის ცნობილი.
ერთი ან მეტი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისაღები ზომები: ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი.
ნებისმიერი ჰომეოპათიური საშუალების ეფექტზე შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს პაციენტის ცხოვრების სტილის დამაზიანებელმა ფაქტორებმა და სტიმულანტებმა. უნდა ეცნობოს ექიმს სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები
5 წელი. ბოთლის გახსნის შემდეგ 3 თვე.

გამოშვების ფორმა: 50მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Cefak,  გერმანია

გაფრთხილება